მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > განდგომილება არ იკურნება განდგომილებით! - დავით ჯინჭარაძე
განდგომილება არ იკურნება განდგომილებით! - დავით ჯინჭარაძედღეს, 10:10 |
|
დღეს ერთ-ერთი მთავარი ნიშანი განდგომილებისა არის ის სავალალო გარემოება, რომ მორწმუნენი ვერ ხედავენ განდგომილების ნიშნებს ეკლესიაში და ვერ გრძნობენ განდგომილების სულს. იშვიათად მოისმენ სასულიერო პირებისაგან ქადაგებებში განდგომილების სულზე და ნიშნებზე. უმეტესად გვესმის სულიერ რეალობისგან დაშორებული საუბრები: "სიყვარულზე”, "სასწაულებზე”, "სიხარულზე”… თუ ვერ ამჩნევ ან არ აღიარებ განდგომილების სულს ეკლესიაში - მასთან ბრძოლაც შეუძლებელია. ჩვენ შევეცდებით ბოლო დროს გავრცელებულ განდგომილების ზოგიერთ ნიშნებზე ვისაუბროთ, რომელნიც მნიშვნელოვნად ასუსტებს ადამიანებში ეკლესიურ ცნობიერებას. მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ მართლმადიდებლური სწავლება კიარ შეიცვალა, არამედ დაცემული ადამინის გონება ცვლის მას ადამიანთა შორის, და ამას აკეთებს კაცთმოთნეობით და არა ღვთისადმი სასოებით. ეს არის განდგომილების ერთ-ერთი მახასიათებელი. მართლმადიდებლობისაგან განდგომილებაა მოდერნიზმი, მისი მრავალნაირი გამოვლინებებით. მასზე საუბარსაც იშვიათად გაიგონებთ. შედეგად, მოდერნიზმის სული იმდენად შემოიჭრა ეკლესიაში, რომ ზოგჯერ მიდერნისტები ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სწავლებას მიიჩნევენ განდგომილებად და ღუპავენ ადამიანებს. განდგომილების მორიგი ნიშანი - ნაწილობრივი მართლმადიდებლობაა. ანუ, როდესაც მირწმუნენი არ განიხილავენ მართლმადიდებლობას როგორც ერთიან, უცვლელ და განუყოფელ სწავლებად, არამედ გამოარჩევენ "საყვარელ" სათნოებებს და "უმნიშვნელო" ცოდვებს. შემდეგ კი ამკვიდრებენ ეკლესიაში ამ ხიბლისმიერ მდგომარეობას, როგორც მამების კანონს. განდგომილების კიდევ ერთი მახასიათებელი - სულიერის მშვინვიერით ჩანაცვლებაა. ამსოფლიური სენსიტიური ემოციები, სულიერ განცდებად აღიქმება. საერო და ამასოფლის სულით გაჯერებული პოეზია, მუსიკა, მხატვრობა თუ მსახიობობა სულიერ ნიჭთა გამოვლინებად მიიჩნევა. მოძლიერდა ფსიქოლოგია ეკლესიაში, იგივე მშვინვიერი სფერო, რომელიც საოცარი სსიწრაფით ანაცვლებს ეკლესიის მამათა სულს და სწავლებას. განდგომილებაა - როდესაც ურწმუნოს მორწმუნეს არქმევ, არაეკლესიურს კი ეკლესიურად მიიჩნევ. ავიწყდება ზოგიერთს, რომ არა ადამიანი "ქმნის” მორწმუნეს, არამედ რვთის მადლს მოყავს ის ეკლესიაში - "მე გამოგირჩიეთ თქვენ". განდგომილებაა, როდესაც არ სწავლობ მართლმადიდებლობას, არ იცნობ კატახიზმოს და ამავე დროს მის მცოდნედ და თითქმის ცხონებულად მიიჩნევ თავს. განდგომილებაა - ორიგენზმით გაჯერებული სულისკვეთება, ეკლესიაში ერესის ქადაგება და სწავლება. განდგომილებაა - პოლიტიკური ინტერესების გამო მართლმადიდებლობით მანიპულირება და ეროვნული საკითხის ღვთაებრივზე მაღლა დაყენება. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი გვასწავლის: "განდგომილება ღმერთმა დაუშვა და ნუ ეცდები მის შეჩერებას შენი უძლური ხელით”. მისი სიტყვები კი დღეს "პირობით განზომილებად” მიიჩნევა, ხოლო ხიბლი - სულიერებად! განდგომილების სული სულ უფრო მძლავრი ხდება. ჩვენ მას ვერ შევაჩერებთ: უძლური ხელით, ურწმუნოებით, თავზე დიდი წარმოდგენით და საყოველთაოდ გავრცელებული მოხიბლული სულით. ანდგომილება არ იკურნება განდგომილებით!
დავით ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |