მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვა: რას მიიჩნევთ საფრანგეთში (ევროპაში) განვითარებული მოვლენების მიზეზად?
კითხვა: რას მიიჩნევთ საფრანგეთში (ევროპაში) განვითარებული მოვლენების მიზეზად?დღეს, 20:20 |
|
პასუხი: სათავე ამ ქაოსისა გაცილებით უფრო ღრმა დეგრადირებაშია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ძირითადი მიზეზი საფრანგეთის რევოლუციაში უნდა ვეძებოთ, როდესაც ლოზუნგი: "თავისუფლება, ძმობა, თანასწორობა" მართლა თავიანთ უფლებად მიიჩნიეს. საზოგადოება იმკის გარეგნული ფასადის დონეზე დაყვანილი ლოზუნგის შედეგებს: ძალადობას, უთანხმოებას, ფანატიზმს. რევოლუციური ლოზუნგის მიზანი იყო არა მხოლოდ თეოკრატიული მმართველობის განადგურება, არამედ თავად ქრისტიანული პრინციპებისა, რომელიც რაღაც დოზით ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო მაშინდელ (ძველ) საზოგადოებაში. ამრიგად, ფასეულობათა გადაფასების ეპოქაში ყველა ქრისტიანული ტერმინის საპირისპირო შინაარსით ჩანაცვლება განხორციელდა. თავისუფლება - სინამდვილეში ცოდვისაგან განთავისუფლებას ნიშნავს. ის ოსტატურად ჩაანაცვლეს "ყველაფრის უფლებით", რამაც არა თავისუფლება, არამედ თავაშვებულობა, თავხედობა, ძალადობის დაშვება მოიტანა. თანასწორობა - სინამდვილეში ღვთივ შექმნილი სამყარო მკაცრად იერარქიულია. ანგელოზების დასშიც იერარქიაა, ეკლესიაშიც, სახელმწიფოებრივ მმართველობაშიც, ოჯახშიც და ა.შ. აქ სახეზეა ჯანყი ყოველგვარი იერარქიის, ჯანსაღი მორჩილების წინააღმდეგ. ძმობა - ქრისტიანული გაგებით მოყვასის სიყვარულია. რევოლუციური თვალთახედვით კი "მამის" (ღმერთის, უფროსის გონიერი მმართველის) გარეშე დარჩენილი ადამიანები არ ქმნიან ოჯახს. არსებითად, ეს ჯანყი სულით შეპყრობილი ობლების მასაა, რომლითაც მანიპულირებს მავანი. როდესაც ხელისუფლება ანარქიით ხელმძღვანელობს ავიწყდება, რომ ასეთ "თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას" მოჰყვება საპირისპირო ლოზუნგი "ადამიანი ადამიანისთვის მხეცია". ხოლო ვის სჭირდება ასეთი ქაოსური საზოგადოება - მოხერხებულ მანიპულატორებს, რომლებიც ანტიქრისტეს მეუფებისთვის ამზადებენ კაცობრიობას.
www.xareba.net - ის რედაქცია დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე უკან დაბრუნება |