მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვა: რას წარმოადგენს ე.წ "პარიზის სკოლა"?

კითხვა: რას წარმოადგენს ე.წ "პარიზის სკოლა"?


დღეს, 00:29

კითხვა: რას წარმოადგენს ე.წ "პარიზის სკოლა"?

 

   პასუხი: ე.წ "პარიზის სკოლის" ღვთისმეტყველებასა და წარმომადგენლობაში ვგულისხმობთ იმ რუს (არა მხილოდ) თეოლოგებს, ფილოსოფოსებს, მოაზროვნეებს, რომლებმაც ემიგრაციაში (პარიზში) ჩამოაყალიბეს წმ. სერგი რადონეჟელის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი.

   მათი მიზანი იყო "სინთეზური ღვთისმეტყველების" ჩამოყალიბება, ე. ი მართლმადიდებლობასთან ნაზავ ცრუსწავლებათა ერთობლიობა, რამაც მოგვიანებით სხვადასხვა მოდერნისტული მიმართულებების სახით იჩინა თავი. 

   "პარიზის სკოლის" წარმომადგენლებს ახასიათებთ უკიდურესი ავტონომიზმი. ე.ი "საკუთარ" შემოქმედებას, მოსაზრებებს ეკლესიის სწავლებაზე მაღლა აყენებენ. შედეგად, უამრავი მოდერნისტულ-ერეტიკულ-ეკუმენისტურ-ოკულტური მიმართულებები განვითარდა.

   ამიტომ, ტერმინში "პარიზის ღვთისმეტყველება" უნდა მოვიაზროთ პიროვნებათა რთული კონგლომერატი, რომლებმაც სხვადასხვა ფორმით განიზრახეს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების რევიზია, ე. ი წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის ახლებური ხედვა. ყოველივე ეს უკიდურესი ორაზროვნების, ბუნდოვანების, წმ. მამათა ტექსტების მიზანმიმართული დამახინჯებით, კონტექსტიდან ამოგლეჯის ფონზე მიმდინარეობდა.

   ცხადია, "პარიზელები" მკითხველს მხოლოდ ერესს რომ უქადაგებდნენ, მაშინ მათი სწავლებები იოლად იქნებოდა უარყოფილი. მათი "ხიბლიც" იმაშია, რომ მართლმადიდებლობაში ერეტიკული შხამი ისეთი ოსტატობითაა შეშვებული, რომ გამოუცდელი მკითხველისთვის ძნელად გასაგები ხდება, სადაა სიცრუე და სად ჭეშმარიტება.

 

 


დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება