მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვა: თუ არსებობს კათოლიციზმის ერესში მამხილებელი კრებები?
კითხვა: თუ არსებობს კათოლიციზმის ერესში მამხილებელი კრებები?დღეს, 00:32 |
|
პასუხი: მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების გარდა, ასევე ავტორიტეტითა და კრებსითი, უცდომელი კრიტერიუმებით სარგებლობენ წმ. ადგილობრივი კრებები, წმინდა მამათა კანონიკური ეპისტოლენი და განწესებანი. ამ ნიშნით მსოფლიო კრებების ეპოქაში გამოირჩეოდა კართაგენის, ლაოდიკიის, ანტიოქიისა და სხვა კრებები, ხოლო მსოფლიო კრებების შემდეგ 880წ და 1351წ. მერვე და მეცხრე კრებებად წოდებული მსოფლიო (საყოველთაო) მნიშვნელობის კრებები. ამ კრებებზე იქნა მხილებული კათოლიციზმის ორი ძირითადი ერესი: "Filiogue" და "საღმრთო მადლის ქმნილ ბუნებად აღიარება". ამ ერესებს (ლოგიკური განვითარებისამებრ) მოჰყვა შემდეგი ერესები: "პრიმანი"- პაპის უფლებამოსილებით პირველობა და "პაპის უცდომელობა" (როდესაც პაპი საუბრობს "Ex-katedra"-დან). ეს ერესები იქნა მხილებული ასევე ავტორიტეტულ კრებებზე: 1154 წ. კონსტანტინოპოლის კრება (Filiogue); 1170 წ. კონსტანტინოპოლის კრება (პაპის ანათემა); 1450 წ. კონსტანტინოპოლის კრება (დაიგმო ფერარო- ფლორენციის უნია); 1583 წ. კონსტანტინოპოლის კრება (პაპისტური მწვალებლობები); 1722 წ. კონსტანტინოპოლის კრება (ლათინთა ახალი დოგმატები); 1838 წ. კონსტანტინოპოლის კრება (პაპიზმის მკრეხელობები); 1848 წ. კონსტანტინოპოლის კრება (პაპიზმის წინააღმდეგ ხელს აწერს ოთხი პატრიარქი).
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net-ის რედაქცია უკან დაბრუნება |