მთავარი > კითხვა-პასუხი, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვა: მართალია, რომ ეკუმენიზმის ცდომილებები კანონიკური (და არა დოგმატური) ხასიათისაა და ამიტომ არ შეიძლება ეწოდოს ერესი?

კითხვა: მართალია, რომ ეკუმენიზმის ცდომილებები კანონიკური (და არა დოგმატური) ხასიათისაა და ამიტომ არ შეიძლება ეწოდოს ერესი?


გუშინ, 22:38

კითხვა: მართალია, რომ ეკუმენიზმის ცდომილებები კანონიკური (და არა დოგმატური) ხასიათისაა და ამიტომ არ შეიძლება ეწოდოს ერესი?

 

   პასუხი: ნუთუ ერეტიკოსებთან ერთობლივ ლოცვას, "ეკუმენისტური საბჭოს" დოგმატური მინიმალიზმის პრინციპს (ე.ი თანხმობა მხოლოდ იმ საკითხებში, რაც "გვაერთიანებს"), არ უნდა დაერქვას თავისი სახელი?

   პირველი მცდარი წარმოდგენის მიხედვით თურმე პრინციპული კანონიკური დარღვევა და დოგმატური სწავლების სიწმინდე შეიძლება თანაარსებობდეს, თითქოს შესაძლებელი იყოს კანონის დარღვევა და ამავდროულად არ შესცოდო ჭეშმარიტი სარწმუნოების წინააღმდეგ. ეკუმენისტები თავიანთ საღვთისმეტყველო კონცეფციებში იყენებენ ერეტიკულ სწავლებებს (ორიგენიზმს, პელაგიანობას, გნოსტიციზმს და ა.შ). ამას ცრუ სწავლებას დაარქმევ, თუ სხვა რამე სახელს (კანონიკურ დარღვევას), ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს - ის ყველა შემთხვევაში ერესად კვალიფიცირდება ე. ი ის ერესია.

   ეკუმენიზმი - ეკლესიოლოგიური შინაარსის ცრუსწავლებაა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია "ნაკლულოვანია" თურმე, ამიტომ საჭიროა "უნივერსალური ეკლესიის" შექმნა, სადაც ერეტიკოსებთან ერთობით ყველა "ნაკლულოვანება" იქნება აღმოფხვრილი. ეს დოგმატური სიმახინჯე ავტომატურად მოახდენს ზემოქმედებას დოგმატიკის სხვა სფეროებზეც (სოტერეოლოგიაზე, ქრისტოლოგიაზე, ანთროპოლოგიაზე, საკრამენტალოგიაზე, პნევმატოლოგიასა და ესქატოლოგიაზე).

   ეკუმენიზმი გვთავაზობს "ახალ" (მოდერნისტულ) წარმოდგენას ეკლესიის საზღვრების, მაცხოვნებელი მადლის ეკლესიის მიღმა მოქმედების შესახებ. (დეკანოზი მ. ფლოროვსკი "О гранадах церква). ნუთუ ეს არ ამახინჯებს ეკლესიის დოგმატურ ცნობიერებას, ვინაიდან "იურიდიული საზღვრები" მათ კონცეფციებში არ ემთხვევა "ქარიზმატულ საზღვრებს"? ეს ერესია! ამ ჩამონათვლის გაგრძელებაც შეიძლება. 


დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება