მთავარი > კითხვა-პასუხი, პაპიზმი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვა: რა არის პროტესტანტიზმის თვალსაჩინო სიცრუე?

კითხვა: რა არის პროტესტანტიზმის თვალსაჩინო სიცრუე?


დღეს, 00:23
 

კითხვა: რა არის პროტესტანტიზმის თვალსაჩინო სიცრუე?

 

 
   პასუხი: დიდი სიცრუე იმაში მდგომარეობს, რომ პროტესტანტებს სულაც არ სწამთ მარტოოდენ წმ. წერილი (როგორც არის განცხადებული) საკუთარი თეოლოგების ინტერპრეტაციის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ აყვავდებოდა მათ წიაღში "ბიბლიური კრიტიკის" მოდერნისტული მიმართულება. ეს რომ სიცრუეა (თან დიდი) ადასტურებს ლუთერისა და კალვინის ტომეულები, ანდა მათი გამოჩენილი თეოლოგის კარლ ბარტის დოგმატიკა, რომელიც, სხვათა შორის, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი, ვრცელი ნაშრომი გახლავთ. ამ ფაქტის ცოდნის შემდგომ ღიმილსღა იწვევს მათი მტკიცებულება, რომ პროტესტანტები (ურიცხვი განშტოებით) თურმე მხოლოდ წმინდა წერილით ხელმძღვანელობენ. 
   ეს დიდი სიცრუე (აფეთქება) მართლმადიდებლობისგან საკმაოდ შორს მოხდა, მაგრამ რადგან ის დიდი (თვალსაჩინო) სიცრუეა, მან ბევრი მართლმადიდებელის აზროვნება და საღვთისმეტყველო ხედვა დაამახინჯა. 
   წმინდა წერილი (სახარება) უცდომელი კრიტერიუმია, რადგან ის სულიწმინდის შთაგონებითაა დაწერილი, მაგრამ წმინდა წერილი არ უნდა გაიმიჯნოს წმ. გარდამოცემისაგან, როგორც ამას რეფორმატორები (პროტესტანტები) აკეთებენ. წმ. გარდამოცემა, მისი უზანაესი გაგებით, მსოფლიო და ავტორიტეტულ ადგილობრივ კრებებს წარმოადგენს, რომელიც ასევე სულიწმინდის მიერაა ნაკარნახევი და ეკლესიის უცდომელ კრიტერიუმს წარმოადგენს. ასევე წმ. მამათა ღვთისმეტყველება და წმ. წერილის განმარტებები, რომლებიც თანხმობაშია მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებთან, რომლებიც მოიწონა ეკლესიის სისავსემ და რომელსაც წმინდა წერილის თანაბარი ავტორიტეტი გააჩნია. 
   დიდი სიცრუე სწორედ ის ბოროტებაა, რომელიც ჩრდილს აყენებს მართალ სწავლებას კომპრომისების მეშვეობით. 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება