მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვა: როგორ ხდება ერეტიკული სწავლებების სულისკვეთების თავსმოხვევა ეკლესიაზე?
კითხვა: როგორ ხდება ერეტიკული სწავლებების სულისკვეთების თავსმოხვევა ეკლესიაზე?დღეს, 00:31 |
|
პასუხი: მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მოძლიერდა ე.წ „ახალი მამების" (იგივე მოდერნისტების) საკუთარი საღვთისმეტყველო კონცეფციები (კერძო აზრები), რომლებსაც მართლმადიდებლურ სწავლებად გვისაღებენ, არადა ვერანაირად ვერ სცდება კერძო აზრის (თეოლოგუმენის) კატეგორიას. ვითარების მართებულად შემფასებელთა (ვინც დაინახა ეს საფრთხე) წინააღმდეგ გაშმაგებული ბრძოლა იწყება. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ძმებსა და დებს ქრისტეში, დიდი ყურადღებით მივუდგეთ არსებულ პრობლემებს. მხოლოდ მსოფლიო ადგილობრივი (ავტორიტეტული) კრებების სწავლების საფუძველზე განვიხილოთ წმ. მამებისეულ და თანამედროვე ღვთისმეტყველებას შორის არსებული განსხვავებები. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან წმ. მამათა სწავლების გაგებასაც სათანადო სულისკვეთება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა იოლად აღმოჩნდეთ რომელიმე მოდერნისტის (კერძო აზრის, შესაძლოა ერესის) გამზიარებელი. ამასთან, მიგაჩნდეს, რომ „მაგარ მართლმადიდებლობას" მიაგენი. საქმე ისაა, რომ პატრისტიკაში შემოჭრილი კერძო აზრები, რომლებიც ეკლესიის სისავსემ არ მიიღო ვით ჭეშმარიტება, მოდერნისტებმა საყრდენ მასალად გამოიყენა. ეს, რა თქმა უნდა, იყო რევიზია ორთოდოქსული სწავლებისა. მოდერნისტები პატრისტიკაში აღმოჩენილი კერძო აზრების „გადოგმატურებას" შეუდგნენ, რათა საკუთარ ცრუ საღვთისმეტყველო კონცეფციას სანდოობის ელფერი შესძინონ. ეს ტიპიური მოდერნისტული ხრიკია. სწორედ ამ ფორმით ხდება ერეტიკული შეხედულებებისა და სულისკვეთების დედაეკლესიაზე თავსმოხვევა.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |