მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვა: როგორ შეიძლება მოიპოვო ჭეშმარიტი თავისუფლება?

კითხვა: როგორ შეიძლება მოიპოვო ჭეშმარიტი თავისუფლება?


დღეს, 00:23

 

   პასუხი: ორთოდოქსულ მსოფლმხედველობაში ადამიანი ერთმნიშვნელოვნად დაზიანებულია პირველქმნილი ცოდვით. რეალურად, ადამიანისთვის დამახასიათებელია მერყეობა თავისუფალ არჩევანში (გნომური ნება), ხოლო ურყეობას მხოლოდ ხელთუქმნელი ბუნება ფლობს, ესეიგი ადამიანი ჭეშმარიტ თავისუფლებას მხოლოდ ღვთის მადლში ცხოვრების შედეგად იძენს, ანუ ღვთის ნების აღსრულებით. ხოლო ლიბერტარიანული თავისუფლების იდეა ძველი ერესების (პელაგიანობა, ორიგენიზმი, ნესტორიანელობა და ა.შ) ნიადაგზე აღორძინებული ახალი დროების მოაზროვნეების (კანტი, რუსო, ჰეგელი, შელინგი...) გნოსტიკურ სწავლებებზე განვითარდა. ლიბერტარიანულ „თავისუფლებაში" თავისუფლება დაცემულ ნებაში თავისუფალი არჩევანის აღსრულებას ნიშნავს, ამიტომ ის არა სულიერ თავისუფლებას, სინამდვილეში ინსტიქტების დონეზე მოქმედებას გულისხმობს და ეს ადამიანი „ავტონომიის" მითია და სხვა არაფერი. 

   ქრისტიანული თავისუფლება კონკრეტულად საღმრთო ნების  და არა კაცობრივი ბუნების დამსახურებად მიგვაჩნია: ადამიანი ან ცოდვის (იოან 8.34), ან ღვთის მონა (რომ 1.17) უნდა იყოს. 

   „ადამიანის თავისუფალი ნების" მითი დაფუძნებულია შეხედულებაზე, რომ ადამის ცოდვამ მხოლოდ ადამი დააზიანა და არა მთლიანად კაცობრიობა, რომ ადამიანს თავად (საკუთარი ძალებით) შეუძლია გამოსწორება, მართებული გზის პოვნა, საბოლოოდ ცხონებაც. სინამდვილეში ჭეშმარიტი თავისუფალი არჩევანი ღვთის მადლით მოიპოვება და არა საკუთარი დაცემული ნებით. იხილეთ: (1კორ 15.10); (რომ 9.16); (1კორ 12.11); (ფილ 2.13); (გალ 2.20).

 


დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


 


უკან დაბრუნება