მთავარი > მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ფიქრები მოდერნიზმის შესახებ - დავით ჯინჭარაძე

ფიქრები მოდერნიზმის შესახებ - დავით ჯინჭარაძე


დღეს, 11:16

ფიქრები მოდერნიზმის შესახებ - დავით ჯინჭარაძე

 

   რატომ არ სურთ ადამიანებს ეკლესიაში მოდერნიზმის შემჩნევა?

   - მოდერნიზმი არ განიხილება საფრთხედ. სადაც არ არის საფრთხის შეგრძნება და დაფიქსირება, იქ მოქმედებაც არ არის.

   - არ ვიცი რა არის მოდერნიზმი. თუმცა ცოდნა მოდერნიზმის შესახებ არსებობს. ინტერნეტ სამყაროში ის ადვილად იძებნება. ამიტომ, მიზეზი ერთია - არ არსებობს მისი შეცნობის სურვილი.

   - მოდერნიზმის იგნორირება ინდეფერენტიზმის გამოვლინებაა. ეს კი ფართოდ გავრცელებული სენია.

   - მოდერნიზმთან ბრძოლა საეკლესიო სისტემაში მყოფ ზოგიერთი პირის მხილებას გულისხმობს. რისი სურვილიც არ არსებობს.

   - მოდერნიზმთან ბრძოლისთვის კომფორტის ზონის დათმობა და დისკომფორტის მდგომარეობაში ყოფნას გულისხმობს.

   - იგი ჭეშმარიტების სიყვარულს და მართლმადიდებლობის შესწავლას მოითხოვს.

   - მოდერნიზმი მზაკვრულია და არაპირდაპირი. ადამიანებს კი "ფაქტების" განზომილებაში აზროვნება ასწავლეს.

   - მოდერნიზმი მოსახერხებელია. რადგან თუ სიახლის შემოტანა პრობლემა არ არის, მაშინ შენთვისაც არ იკრძალება სიახლის ინიცირება.

   - მოდერნისტი აუცილებლად ხიბლშია, მან სიცრუე შეითვისა ჭეშმარიტებად. ამიტომ მას თანაუგრძნობს ასევე ხიბლში მყოფი.

   - მოდერნიზმი ამა სოფლიური სულისკვეთებისაა, ამიტომ სოციალური პროექტები იზიდავს. "სოციალური მართლმადიდებლობა" მისი შანსია.

   - მოდერნიზმი სანახაობრივია, ეს კი იზიდავს გართობას შეჩვეულ ადამიანებს.

   - სულიერება ღვაწლს მოითხოვს. მოდერნიზმში კი ღვაწლის გარეშეც შეგიძლია იყო "სულიერი" და ცხონდე კიდეც.

   - მოდერნიზმი მასიური მოვლენაა. მასებში დამკვიდრებულ ნარატივთან ბრძოლას კი რწმენა და სიმამაცე სჭირდება.

   - მოდერნიზმში შეიქმნა ეკუმენიზმი, ამიტომ იგი ერესთაერესების სათავეა.

   მოდერნისტი მუდამ მხილებულია ანტიმოდერნისტისაგან, ანუ მართლმადიდებელისაგან. ამიტომ მოდერნისტს ის ღა დარჩენია, მართლმადიდებლებს ბრძოლა გამოუცხადოს. ამიტომ მოდერნიზმი მართლმადიდებლობის მდევნელია.

   მოდერნიზმი ეკლესიაში არსებული განდგომილებაა, რომელიც ღმერთმა დაუშვა. მასთან ბრძოლის და გადარჩენის საშუალება მხოლოდ ერთია - თავად იყი სუფთა მართლმადიდებლობის აღმსარებელი.


დავით ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია


 


 



უკან დაბრუნება