მთავარი > თანამედროვე მამები > ვიდრე ბავშვები ზრდასრულობას არ მიაღწევენ, მათი შეზღუდვა აუცილებელია

ვიდრე ბავშვები ზრდასრულობას არ მიაღწევენ, მათი შეზღუდვა აუცილებელია


2-02-2013, 22:08

ვიდრე ბავშვები ზრდასრულობას არ მიაღწევენ, მათი შეზღუდვა აუცილებელია

იმისათვის, რომ ერული დაცემის ტკბილ გორაკზე ფეხი არ დაუცდეთ და ამით სული შფოთით არ აევსოთ; იმისათვის, რომ ყოველივე ამის გამო ღმერთს არ დაშორდნენ, ბავშვები გამუდმებით უნდა გრძნობდნენ, რომ მათთვის უფროსების რჩევა-დარიგება აუცილებელია, - განსაკუთრებით ყმაწვილობის კრიტიკულ ხანაში. ბავშვებმა მორჩილების აზრი უნდა შეიცნონ. ისინი უნადა ხვდებოდნენ, რომ მშობლისადმი მათი მორჩილება მათსავე სასიკეთოდ შემობრუნდება. ასე რომ, სიხარულით უნდა მორჩილებდნენ და თავისუფლად მოძრაობდნენ სულიერ სივრცეში.
     თქვენ არასოდეს დაფიქრებულხართ, რამდენად შეზღუდულია პატარა ბავშვის თავისუფლება ?! ცხრა თვის განმავლობაში ის დედის მუცელშია გამოკეტილი. ახალშობილს აკვანში აბამენ, გადის ხუთი - ექვსი თვე და მას გარს მაღალ ბადეს შემოავლებენ, მოზრდილ ბავშვს მარტო სადმე გასვლის ნებას არ რთავენ, რომ არ დავარდეს, ან კიბიდან არ დაგორდეს. ბავშვი რომ თავისუფლად გაუშვან, ის ხომ წაიქცევა და რამეს ივნებს, ყოველივე ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ ბავშვი უსაფრთხოდ იზრდებოდეს. ერთი შეხედვით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიება ბავშვს თავისუფლებას უზღუდავს,  მაგრამ ყოველივე ამის გარეშე იგი არსებობის პირველი დღეებიდანვე სიკვდილის საფრთხის ქვეშ იქნებოდა. თუმცა ბავშვები, - განსაკუთრებით კი უმცროსი ასაკის ბავშვები-ვერ ხვდებიან, რომ მათი შეზღუდვა აუცილებელია. თუმცა, როდესაც გაიზრდებიან, ვეღარც იმას გრძნობენ, რომ უკვე სულ სხვაგვარი შეზღუდვა ჭირდებათ და თავისუფლებას ესწრაფიან. მაგრამ აბა, ეს რა თავისუფლებაა?! უფლება იმისა, რომ დახეიბრდე?! ასეთი თავისუფლება ღუპავს ბავშვებს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ვიდრე სწავლას არ დაამთავრებენ, ვიდრე ხელში დიპლომი არ ექნებათ, ვიდრე ზრდასრულები არ გახდებიან, - რომ  სწორად მოქცევა შეძლონ, -მათი შეზღუდვა აუცილებელია. თუნდაც ერთხელ რომ შეემთხვეთ რაიმე ცუდი, შეიძლება, ამის გამო დაიღუპონ კიდეც. ბავშვებმა  შეზღუდვა აუცილებლობად უნდა აღიქვან და მიხვდნენ, რომ ეს არის კურთხევა ღვთისა. ისინი მადლობას უნდა უხდიდნენ თავიანთ მშობლებს, მათ რომ ზღუდავენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ მშობლები სიყვარულიდან გამომდინარე ზღუდავენ მათ. არც ერთი დედა და არც ერთი მამა შვილის თავისუფლებას ბოროტების და სიძულვილის გამო არ შეზღუდავს, - თუნდაც მისი საქციელი უკიდურესად მკაცრი და სასტიკი ჩანდეს. და თუკი მშობლები თავიანთ შვილებს ქანჩებს ცოტა არ იყოს მაგრად უჭერენ, ამაშიც დიდი სიყვარული იფარება. ისინი ამას კეთილი განწყობიდან გამომდინარე აკეთებენ, რომ ბავშვები უფრო მეტად გონებამოკრებილები, ყურადღებიანები იყვნენ და თავს საფრთხეში არ იგდებდნენ. მებაღე ნერგებს როდესაც რგავს, მეტი სიმყარისათვის სარზე აბამს მათ და შეიძლება, ამ დროს მცირედ დააზიანოს კიდეც ისინი, თუმცა სახიერი ღმერთი სწრაფად აღადგენს ხოლმე მცენარის დაზიანებულ ქერქს. თუკი ღმერთი ხის ქერქსაც კი უფრთხილდება, რამდენად გაუფრთხილდება იგი ადამიანს - თავის ქმნილებას. განა მაშინ როდესაც მშობლები ცოტა ზედმეტად მოუჭერენ ბავშვს ქანჩებს და მცირედ ავნებენ ამით, ღმერთი ამ ჭრილობას არ განკურნავს?!
     გარდა ამისა, შვილები უნდა ესაუბრებოდნენ მშობლებს, უნდა უმხელდნენ თავიანთ ზრახვებს. როგორც ბერს ყავს მონასტერში მოძღვარი, რომელსაც თავის ზრახვებს ანდობს და შეწევნასაც იღებს მისგან. ასევე ბავშვიც უნდა უმხელდეს ფიქრებს მშობლებს. კარგი იქნება თუ ბავშვი ჯერ დედას ეტყვის აღსარებას და მერე - მოძღვარს. ბავშვი რომ ფეხს იტკენს , მშობლები ექიმთან მასთან ერთად მიდიან და არკვევენ, როგორ უნდა უმკურნალონ ჭრილობას, რომ ის მორჩეს, მათ სწორედ ასევე უნდა იცოდნენ შვილის სულიერი პრობლემები, რომ მისი დახმარება შეძლონ. თუ ბავშვი თავის პრობლემებზე მხოლოდ მოძღვარს ესაუბრება, მშობლები მის დახმარებას როგორ შეძლებენ?! მათ ხომ არ ეცოდინებათ, რა აწუხებს შვილს.
 მამა პაისი მთაწმინდელი 


უკან დაბრუნება