მთავარი > თანამედროვე მამები > საზღაური, რომელიც მოხუცების მოვლას მოაქვს

საზღაური, რომელიც მოხუცების მოვლას მოაქვს


2-02-2013, 22:05

საზღაური, რომელიც მოხუცების მოვლას მოაქვს

ბევრი ცოლ-ქმარი ჩივის და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ სირთულეების გამო, რომელსაც ოჯახში იქ მცხოვრები მოხუცი ადამიანების ინები და ჯუჯღუნი იწვევეს. ამ ადამიანებს აღარ ახსოვთ ისოინები " თვითონ რომ ატარებდნენ ხოლმე ბავშვობაში, აღარ ახსოვთ ის უცნაურობები და ცელქობები, რომლითაც სხვებს აწვალებდნენ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ტირილითა და კაპრიზებით თვითონაც არ აძლევდნენ მოსვენებას მშობლებს. ამიტომაა, რომ ღმერთი უშვებს ამ ადამიანებს შეხვდეთ სირთულეები, რომლებიც სწორედ მშობლების მოვლასთან იქნება დაკავშირებული, რათა ამით ნაწილობრივ მაინც გამოისყიდონ ის ტანჯვა, რომელსაც თავის დროზე სხვებს აყენებდნენ. ახლა კი დრო მოვიდა, რომ თავიანთ მოხუც მშობლებს მხარში ამოუდგნენ, კეთილშობილურად იზრუნონ მათზე, გამუდმებით იხსენებდნენ იმ მსხვერპლს, რომელსაც მშობლები იღებდნენ მათთვის, როდესაც თავად ჯერ კიდევ პატარები იყვნენ. ისინი, ვინც საკუთარი მშობლების მიმართ მოვალეობის გრძნობით არ არიან განმსჭვალულნი, ღვთის მიერ გასამართლდებიან, როგორც უსამართლო და უმადური დამიანები.

ოჯახში ბებია-ეს დიდი კურთხევაა ღვთისგან. ჩვეულებრივ კაცები უფრო ადრე ბერდებიან და მათ ცოლები უვლიან. როდესაც ქმარი კვდება, შვილებს ბებია სახლში მიჰყავთ, რომ მან შვილიშვილებს მიხედოს და თავი ზედმეტად არ იგრძნოს. თუ კი შვილები ნამდვილად ასე მოიქცევიან, ეს ძალიან კარგი იქნება. ასეთ შემთხვევაში მოხუცი დედაც სიმშვიდეს მოიპოვებს და მთელი ოჯახიც დიდ შეწევნას მიიღებს. ოჯახში დედა უამრავი საზრუნავიდან გამომდინარე ხომ ვერც კი ასწრებს, რომ შვილებს საკმარისი სითბო და სიყვარული მისცეს. სწორედ ამის ნაკლებობას უვსებს ბავშვს ბებია. ამიტომ ბებიას ასაკი, ეს სიყვარულისა და სინაზის ასაკია. აბა ნახე: როდესაც ბავშვი ცელქობს, დედა მას ეჩხუბება, ბებია კი ეფერება. როდესაც ბავშვების მისახედად ბებია რჩება, დედა ყველა საქმის გაკეთებას ასწრებს და მისი შვილებიც სითბოთი და სიყვარულით არიან გარემოცულნი. ასევე თავად ბებიასაც ათბობს შვილიშვილების სიყვარული.

ის ადამიანი, ვინც თავის მშობლებზე ზრუნავს, ღვთისგან კურთხეულია. ერთმა ახალგაზრდა კაცმა დაქორწინების შემდეგ თავისი გეგმები გამანდო: ,,წმინდაო მამაო, მინდა, სახლი ავაშენო და ქვედა სართულზე ორი პატარა ბინა მოვაწყო, ერთი-ჩემი მშობლებისათვის და მეორე-სიდედრისა და სიმამრისათვის’’. იცით, როგორ შემძრა ამ ნათქვამმა! იცით, რამდენი ვლოცე ეს ადამიანი?! საოცარია, რატომაა, რომ ბევრ ცოლ-ქმარს ეს არ ესმის?! რამდენიმე დღის წინ ჩემთან ერთი ქალი მოვიდა და მთხოვა: ,,მამაო, დედაჩემი დამბლითაა ლოგინად ჩავარდნილი, როგორ დავიღალე! რვა წელიწადია ვაბრუნებ ერთი გვერდიდან მეორეზე! გესმით, რა ხდება, ქალიშვილი დედაზე ასეთი ტონით ლაპარაკობს! ,,, შენი პრობლემა ადვილად მოსაგვარებელია, ახლა ვილოცებ, რომ შენ დაგეცეს დამბლა რვა წლის განმავლობაში, დედაშენი კი გამოჯანმრთელდეს და მოგიაროს.’’ ,,არა, მამაო, არ მინდა!’’ შესძახა მან. მე კი ვეუბნები: ,,ოთხი წელი, ოთხი წელი მაინც აუცილებელია შენთვის! როგორ არ გრცხვენია! აბა, მითხარი ერთი, რა ჯობს, იყო ჯანმრთელი, არანაირ ტკივილს არ გრძნობდე და ავადმყოფ ადამიანს უვლიდე და თანაც ამის გამო საზღაურსაც ელოდე ღვთისგან, თუ იტანჯებოდე, ფეხის განძრევაც კი არ შეგეძლოს და მხოლოდ თავმდაბლურად ითხოვდე: ,, თუ შეიძლება გეთაყვა, ქოთანი მომიტანე, თუ შეიძლება, გვერდზე გადამაბრუნე!’’ როდესაც ამ ქალმა ყოველივე მოისმინა, რაც ვუთხარი, ცოტა არ იყოს, შერცხვა.

ოჯახში პრობლემები არ იქნება, თუ შვილები საკუთარ თავს მოხუცი მშობლების ადგილას წარმოიდგენენ, ან თუ რძალი აყენებს საკუთარ თავს დედამთილის ადგილას და ამბობს:,, მეც ხომ ოდესმე დავბერდები და ერთ მშვენიერ დღეს მეც დედამთილი გავხდები, განა მაშინ მომეწონება, თუ ჩემი რძალი არად ჩამაგდებს და ყურადღებას არ მომაქცევს."

მამა პაისი მთაწმინდელი

უკან დაბრუნება