მთავარი > თანამედროვე მამები > ოჯახური ლოცვა
ოჯახური ლოცვა29-01-2013, 21:45 |
-წმიდაო მამაო, მთელმა ოჯახმა მწუხრის ლოცვა ერთად უნდა იკითხოს? -უფროსებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ მწუხრის ლოცვა, პატარებს კი უთხრან: „თუ გსურს, ჩვენთან ერთად ილოცეთ!’’ როდესაც ბავშვები წამოიზრდებიან, უკვე შეიძლება, რომ ლოცვასთან მიმართებაში მათთვის გარკვეული ტიპიკონი შემუშავდეს. მაგალითად, როდესაც უფროსები ლოცულობენ თხუთმეტი ან ოცი წუთი, ბავშვებმა ორი ან ხუთი წუთი მაინც უნდა ილოცონ, ხოლო, თუ მეტი მოინდომეს, ილოცონ იმდენი, რამდენიც სურთ. თუკი მშობლები ბავშვებს აიძულებენ, რომ მათ მთელი მწუხრი უფროსებთან ერთად მოისმინონ, მაშინ ბავშვები „ტლინკის აყრას’’ დაიწყებენ. არ შეიძლება, ბავშვები აიძულო, იმიტომ, რომ მათ ლოცვის ძალა და ღირსება ჯერაც ვერ გაუცნობიერებიათ. ვთქვათ, ოჯახში აქვთ ლობიო, ხორცი, ან - ნებისმიერი სხვა საჭმელი. მაგრამ თუ ბავშვი ჯერ მხოლოდ რძით იკვებება, განა მშობლები მას ხორცის ჭამას დააძალებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ხორცი მეტად კალორიულია?! რა თქმა უნდა, ხორცი მართლაც მეტად კალორიულია, მაგრამ ჩვილს მისი გადამუშავება არ შეუძლია. ამიტომ თავდაპირველად, იმისათვის, რომ ხორცის ჭამას მიაჩვიო, მშობლები ბავშვს ხორცს ძალიან მცირე ნაჭრებად აძლევენ- ხორცის ბულიონთან ერთად, რომ შემდეგ თვითონ ბავშვმა მოინდომოს ეს საჭმელი. - წმინდაო მამაო, ზოგჯერ ბავშვები კი არადიდებიც კი იმდენად დაღლილები არიან საღამოს, რომ სერობის წაკითხვაც კი უჭირთ.- თუ კი ძალიან დაღლილები არიან ან ცუდად გრძნობენ თავს, მაშინ სერობის ნახევარი მაინც უნდა წაიკითხონ. ან ბოლს და ბოლოს ,,მამაო ჩვენო’’ ერთხელ მაინც თქვან! ლოცვის მთლიანად მიტოვება არ შეიძლება. ომის დროს, როდესაც ჯარისკაცი მტრის ალყაში მოექცევა, დრო და დრო იარაღიდან ისვრის, რომ მტერს ეშინოდეს და შეტევაზე გადმოსვლა ვერ გაბედეს. ასევე იმ ადამიანებმა, რომელთაც სრულყოფილი ლოცვისათვის ძალა არ შერჩათ, დრო და დრო ( სულიერი) იარაღიდან ისროლონ, რომ ეშმაკი დაფრთხეს და გაიქცეს. ლოცვა ოჯახში უდიდეს ძალას ფლობს. ვიცნობ ორ ძმას, რომელთაც თავიანთი ლოცვით შეძლეს, თავიდან აეცილებინათ ნაჩხუბარი მშობლების გაყრა და არა მხოლოდ გაყრა აიცილეს თავიდან, არამედ, კიდევ უფრო მტკიცედ შეაკავშირეს ისინი. მამაჩვენი გვეტყოდა ხოლმე: „სადაც არ უნდა იყოთ, მოვალენი ხართ, რომ დღეში ორჯერ პატაკს აბარებდეთ ღმერთს, რათა მან იცოდეს, სად იმყოფებით ." ყოველ დილასა და ყოველ საღამოს თითოეული ჩვენგანი: დედე, მამა ,ძმები და დები - ხატების წინაშე ვლოცულობდით, ლოცვის ბოლოს კი მაცხოვრის ხატთან მეტანიას აღვასრულებდით .როდესაც ოჯახში რაიმე განსაცდელი, სირთულე წარმოიშობოდა, მისგან დასახსნელად ვლოცულობდით. მახსოვს, როდესაც ჩემი უმცროსი ძმა გახდა ავად, მამამ თქვა: „წამოდით, ვევედროთ ღმერთს, რომ მან ან განკურნოს იგი, ან თავისთან წაიყვანოს, რომ ის აღარ იტანჯებოდეს ." ჩვენ - მთელმა ოჯახმა ერთად ვილოცეთ და ჩვენი ძმა გამოჯანმრთელდა. სუფრასაც ერთად მივუსხდებოდით ხოლმე. ჯერ წავიკითხავდით ლოცვას და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგებოდით ჭამას. თუ ვინმე ტრაპეზის კურთხევამდე შეჭამდა რამეს, მასზე ვამბობდით: „მან შესცოდა ." საჭმლის მიმართ თავშეკავებულობას ცოდვად ვთვლიდით. თუ ოჯახის რომელიმე წევრი სრულიად უმიზეზოდ ადრე ბრუნდებოდა სახლში და როცა მოეპრიანება, სუფრას მაშინ მიუჯდება, ეს ოჯახს დანგრევამდე მიიყვანს. მამა პაისი მთაწმინდელი უკან დაბრუნება |