მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვა - პასუხი
კითხვა - პასუხი23-01-2013, 18:41 |
შეკითხვა გიორგისგან: დამლოცეთ მამაო. მაინტერესებდა ერთი საკითხი: როგორც ისტორიიდან ცნობილია, სქიზმამდე, ანუ განხეთქილებამდე ქრისტიანულ სამყაროში არ არსებობდა ტერმინი „მართლმადიდებელი", „კათოლიკე". სქიზმის შემდეგ კი ეს ტერმინები გაჩნდა. მაგრამ სქიზმამდელ პერიოდში მართლმადიდებლებსაც და დღევანდელ ე.წ. კათოლიკეებსაც გვყავდა საერთო წმინდანები და ეს დღესაც ასეა. მაგალითად, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა ავგუსტინე, ან თუნდაც ღვთისმშობელი, რომელსაც კათოლიკეებიც ევედრებიან და ჩვენ -...
პასუხი: ვერ დავეთანხმები აზრს, რომ სქიზმამდე ქრისტიანულ სამყაროში არ არსებობდა ტერმინი „მართლმადიდებელი". როგორც კი ქრისტიანულ ეკლესიაში ეკლესიაში გაჩნდა აუცილებლობა, დაეცვათ ჭეშმარიტება წარმოშობილი ცთომილებებისა და მწვალებლური აზრებისაგან (ხოლო ცთომილებები კი მოციქულთა დროიდან მოდის), გაჩნდა „ჭეშმარიტების მართალი აღმსარებლობის" ცნებაც. მართლად, ანუ სწორად ღვთის მადიდებელი. ეს ტერმინი ძველი ეკლესიიდან მომდინარე ლიტურგიკულ ლოცვებში გვესმის.წმ. ათანასე დიდმა (მე-4 ს.) თითქმის მთელი ცხოვრება მართლმადიდებლობის არიანელობისაგან დაცვას შეალია. წმ. ეპიფანე ათანასე დიდს „მართლმადიდებლობის მამას" უწოდებს. მე-4 საუკუნის დიდი აღმოსავლელი მამები ხშირად იყენებენ ამ სახელს. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებებში გვხვდება „ვნებული მართლმადიდებლობა". მეექვსე მსოფლიო კრების შემდეგ მართლმადიდებლობის ცნება ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა და ღვთისმსახურების მთელ სფეროზე გავრცელდა. იგივე ითქმის სიტყვა „კათოლიკე"-ზე, ანუ საყოველთაო ეკლესიაზე. უძველესი დროიდან არსებობს. რაც შეეხება საერთო წმინდანებს. წმ. ნიკოლოზი ყოველთვის აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდანად ითვლებოდა. ნეტარი ავგუსტინე მართალია დასავლეთის ეკლესიის წარმომადგენელი იყო, მაგრამ ის მე-4 საუკუნის წმიდა მამაა, ხოლო სქიზმა მე-11 საუკუნეში მოხდა. შესაძლოა პაპისტებიც პატივს მიაგებენ მათ, მრავალი მუსლიმიც ეთაყვანება მართლმადიდებლურ სიწმინდეებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთნაირი სარწმუნოებრივი ხედვა გვაქვს. იგივე ითქმის ღვთისმშობლის პატივისცემაზეც.
უკან დაბრუნება |