მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > "სახიფათო დუმილი" (ნაწილი VI) - არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)
"სახიფათო დუმილი" (ნაწილი VI) - არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)22-04-2025, 00:00 |
წმინდა მარკოზ ეფესელი ამბობს: „წმინდა წერილი, ყველა საეკლესიო კრება, ყველა ეკლესიის მოძღვარი გვასწავლის, რომ უნდა მოვერიდოთ მათ, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, გავემიჯნოთ მათთან თანაზიარებას. ჩვენ არ უნდა მივყვეთ მათ, თუ ისინი არ ინარჩუნებენ წმინდა წერილის და წმინდა მამათა სწავლებას." ამიტომ, სინოდი მართლმადიდებლური მხოლოდ მაშინ არის, თუ ის თანხმობაშია მსოფლიო კრებებთან. ვინც ამატებს ან აკლებს რამეს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, მათ ანათემა. მეშვიდე მსოფლიო კრებამ დაადგინა: „ვინც უარყოფს ეკლესიაში დადგენილ ტრადიციებს წერილობით ან ზეპირს — იყოს ანათემას." ყველა, ვინც რამეს ცვლის, ახლებურს ამატებს ან უარყოფს ეკლესიის წმინდა ტრადიციებს — უნდა გადაეცეს ანათემას. "როდესაც საქმე რწმენას ეხება,” - ამბობს წმინდა თეოდორე სტუდიელი, - „არ უნდა დავდუმდეთ.", რადგან უფალი გვიბრძანებს არ დავდუმდეთ, როდესაც რწმენა საფრთხეშია. ის ამბობს: "აღიმაღლე ხმა და ნუ დადუმდები, და თუ უკან დაიხევს ვინმე, ჩემი კეთილგანწყობა არ ექნება, და თუ ესენი დადუმდებიან — ქვები იღაღადებენ." ამიტომ, როცა საქმე რწმენას ეხება, ვერ ვიტყვით — „ვინ ვარ მე?" მე მღვდელი არ ვარ, არც მმართველი, არც ჯარისკაცი. ფერმერიც კი არა — მხოლოდ ღარიბი კაცი ვარ, რომელიც ყოველდღიურ პურს ვშოულობ. მე ხმა არ მაქვს, ეს საქმე მე არ მეხება — არა! თუ დუმხარ, მაშინ ქვები იღაღადებენ. შენ თუ ინდეფერენტული ხარ, მაშინ როგორ ხარ ქრისტიანი, მონათლული, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, ან ქრისტეს სხეულის ნაწილი? უნდა ამოიღო ხმა! უსულო ბუნება ემორჩილება ღმერთს, და შენ, ვისაც მოგენიჭა გონება, ქრისტეს ხატად ხარ შექმნილი — შენ ხარ გულგრილი?! ის, რასაც სულიც კი არა აქვს და ღვთის სამსჯავროზე არ წარდგება, ღვთის ბრძანების შიშით ხმამაღლა ღაღადებს — და შენ, ვინც პასუხს აგებს ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, დუმხარ?! უფალიც ხომ ბრძანებს, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის პასუხს ვაგებთ ღვთის სამსჯავროზე." თუნდაც ღატაკი იყო, არ უნდა თქვა: „მე რა საქმე მაქვს ამასთან?", რადგან შენც უნდა აღიმაღლო ხმა. შენც, თუნდაც ბავშვი იყო — უნდა თქვა. პავლე მოციქული ამბობს: „მე ეს ყველაფერი ჩემს თავს თქვენი სარგებლისთვის გადამტყდა, რომ ისწავლოთ.” ჩვენ უნდა მივყვეთ დაწერილს: წმინდა წერილს, წმინდა მამებს, წმინდა კანონებს. თუ რომელიმე საეკლესიო პირი გეუბნება: „ეს ასე უნდა გაიგო" — შეგიძლია უპასუხო: სად წერია ეს? რომელი წიგნში? ბიბლიაში, სად წერია? რომელი წმინდა კანონი ამბობს ამას? რომელი წმინდა მამა წერს ამას? თუ არავინ — მაშინ მე ვერ დაგემორჩილები, რადგან ეს ცოდვაა, ეს ჩემ სინდისს ეწინააღმდეგება. წმ. თეოდორე სტუდიელი ამბობს: „ღატაკს არ ექნება გამართლება ღვთის სამსჯავროზე, თუ ახლა არ იტყვის სიმართლეს. თუნდაც მღვდელი იყოს ან ეპისკოპოსიც კი — გამართლებული არ იქნება, თუ დუმს, როდესაც უნდა თქვას." წმ. იოანე მაქსიმოვიჩი ამბობს: „ახლა ბოლო ჟამია და ყოველთვის ბოლო ჟამია. ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელი მთელ ეკლესიაზე.” წმინდა პაისი ამბობს: „თუ ეპისკოპოსი არ ლაპარაკობს, თუ მღვდელი დუმს, თუ ათონელი ბერები დუმან , მაშინ ვინ ილაპარაკებს?!" ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას ეკლესიის წინაშე და ვთქვათ სიტყვა. წმინდა თეოდორე ამბობს: "არავინ, ვინც მაღალ თანამდებობას იკავებს არ გამართლდება, თუკი არ დადგება რწმენის სადარაჯოზე. თუნდაც ის, ვინც მეფის გვირგვინს ატარებს — უნდა თქვას სიტყვა.” მათი სასჯელი ყველაზე მძიმე იქნება. რადგან წერია: „ძალაუფლების მქონენი მკაცრად განიკითხებიან." მძიმე განკითხვა ელით მმართველებს, ამიტომ, ეუბნება წმ. თეოდორე თავის მეგობარს პანდოლეონს: ილაპარაკე! და სწორედ ამიტომ, ამბობს ის — „მე, საცოდავი, ღვთის სამსჯავროს მეშინია, ამიტომ ვლაპარაკობ." ხედავთ, ის არ ლაპარაკობდა ეგოიზმით, ის საუბრობს რადგან ქონდა სამსჯავროს შიში. და ასევე მას უყვარდ მწვალებლებიც.
არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი) საუბარი ჯორდანვილში, წმინდა სამების სახელობის მონასტერში, 2025 თებერვალი, ნაწილი VI უკან დაბრუნება |