მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > "სახიფათო დუმილი" (ნაწილი V) - არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)

"სახიფათო დუმილი" (ნაწილი V) - არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)


21-04-2025, 00:00

 

   წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „ჩვენ, მართლმადიდებლებს შორის, ისინიც კი, ვინც ფიქრობს, რომ მართლმადიდებლობას იცავს მწვალებლების აშკარა შემოტევისაგან, სუსტ წინააღმდეგობას ვიჩენთ და ამით მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო ვასუსტებთ.”

   რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, იმას რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი წინააღმდეგობა და არა სუსტი. ისინი ღიად გვებრძვიან და ჩვენც უნდა ვიყოთ უფრო მტკიცენი  სარწმუნოების დაცვაში. "დღეს”, - ამბობს წმინდა ბასილი, - "მამათა მთელი სწავლება სახეშეცვლილია." ეს ეხება ჩვენს დროსაც. ამიტომ არ უნდა დავდუმდეთ! შეიძლება მშვიდად ვიყოთ, მაგრამ თუ დუმილს შევინარჩუნებთ , ყველაფერს ვკარგავთ. 

   ჭეშმარიტების დაცვაში სიმამაცე უნდა გამოვიჩინოთ, თუნდაც ვიღაცეები განაწყენდნენ ჩვენზე. არ გვაინტერესებს! რადგან ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ის, რაც საჯაროდ ითქმება და კეთდება,  საჯარო შესწორებას საჭიროებს."

   ისინი (ეკუმენისტები) საჯაროდ ლაპარაკობენ, რომ ყველა რელიგია, ყველა ქრისტიანული კონფესია, მწვალებლები — პაპიზმი, პროტესტანტიზმი — ყველა გზას ღმერთისკენ მივყავართ. ისინი ამას არ მალავენ. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ამას ღიად ამბობენ, მაგრამ ისე ვიქცევით, თითქოს არავის უთქვამს. რატომ არ ვამბობთ, რომ ეს ტყუილია? უნდა ვთქვათ! სახელებიც უნდა დავასახელოთ, რადგან ისინი საჯაროდ ლაპარაკობენ. ამიტომ, სუსტი კი არა, ძლიერი წინააღმდეგობა გვმართებს.

   "როგორ არ განისჯება ადამიანი,” - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი,- "როდესაც თითქოს ვერ ხედავს და დუმს მაშინ, როცა ღვთის კანონებს და წესებს შეურაცხყოფენ?” ხედავ? როდესაც  დუმხარ - განისჯები.

   წმინდა ნიკოდიმოსი ამბობს: "თუ სულიერი ლიდერი, შეიძლება ეპისკოპოსი, ცხოვრებით და ქცევით შეცდომაშია — არ არის საჭირო მისი განკითხვა. მაგრამ თუ რწმენის საკითხებში  ცდება, მაშინ უნდა გაიქცე მისგან.”

   თუ  ცოდვა მის პირად ეთიკურ ცხოვრებას ეხება — დაფარე, ნუ გაახმაურებ მას. მაგრამ თუ ეს არის მწვალებლური სწავლება, რწმენის წინააღმდეგი, მაშინ გაექეცი, უარყავი — თუნდაც  ანგელოზისაგან იყოს ეს.

   წმინდა ნიკოდიმოსი ასევე ამბობს: "იუდას მიმბაძველები არიან ისინი, ვინც ადამიანების შიშით უარყოფენ რწმენის დოქტრინებს, მოციქულებრივ და სინოდალურ კანონებს და ეკლესიის წმინდა გადმოცემას.”

   ხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს? როდესაც ხედავ, როგორ თანამეგობრობენ ეპისკოპოსები და პატრიარქები მწვალებლებთან და შენ არაფერს ამბობ — შენც თანამონაწილე ხარ! შენც იუდას მსგავსად ხარ! ეს ღალატია!

   ხოლო წმინდა მელიტიოსი ამბობს: "ნუ დაემორჩილები ბერებს, მღვდლებს ან ეპისკოპოსებს, თუ ისინი რწმენის წინააღმდეგ რაიმეს გირჩევენ.” ეს არ არის სათნო მორჩილება. არ უნდა დაემორჩილო მათ, ვინც რწმენის, წმინდა კანონების და წმინდა მამების წინააღმდეგ საუბრობს.

 

არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი) 

საუბარი ჯორდანვილში, წმინდა სამების სახელობის მონასტერში, 2025 თებერვალი, ნაწილი V 


უკან დაბრუნება