მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > "სახიფათო დუმილი" (ნაწილი IV) - არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)
"სახიფათო დუმილი" (ნაწილი IV) - არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)18-04-2025, 20:59 |
დუმილი ურთიერთობაში: პირად ურთიერთობაში დუმილი შეიძლება სახიფათო იყოს, როდესაც ადამიანები უყურადღებოდ ტოვებენ კონფლიქტურ სიტუაციებს, გაუგებრობებს, რაც ემოციურ გაღიზიანებას იწვევს. არის დრო, როდესაც უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც დუმილი ცოდვაა. რთული საუბრის თავის არიდებამ შეიძლება გრძელვადიანი გაბრაზება გამოიწვიოს და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას შეუშალოს ხელი. ზოგიერთ ადამიანს ეგოისტური დუმილი უფრო აღიზიანებს, ვიდრე სიტყვები. ამბა კიმონი ამბობს: "ჩვენ ხშირად ვცდებით, როდესაც უბრალოდ ვერიდებით პასუხის გაცემას ძმების პროვოკაციაზე. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ როდესაც ამ მწარე დუმილში ვმონაწილეობთ ან მხოლოდ ჟესტიკულაციით ვმოქმედებთ, ჩვენ ფაქტობრივად დავცინით ჩვენს შეწუხებულ ძმებს. ამ უგრძნობელობის ნიღბით ჩვენ მათ უფრო ვაღიზიანებთ, ვიდრე ბრაზმორეული პასუხის მოსმენით. ვფიქრობთ, რომ ჩვენ არანაირი დანაშაული არ გვაქვს ღმერთის წინაშე, რადგან არ ვუპასუხეთ მკაცრად და არ დავეცით ადამიანების თვალში. მაგრამ ღმერთის თვალში მხოლოდ სიტყვებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა." ასევე, დუმილი დავის დროს მიზნის მიღწევას არ ემსახურება, თუ ის შედეგად იწვევს შეურაცხყოფას, წინააღმდეგობას, რასაც თან ახლავს ჟესტიკულაცია, და არ ცვლის, პირიქით აღიზიანებს ადამიანს. ჩვენ მშვიდობის შენარჩუნებას ვცდილობთ, ამ გზით კი ჩვენ ვხდებით მისი დაცემის მიზეზი, უფრო დიდი დამნაშავეები მხოლოდ იმიტომ, რომ ეგოისტურად ვნიღბავთ ჩვენს უყურადღებობას, მაშინ როცა ვხედავთ, რომ ჩვენი ძმა აშკარა საფრთხეშია და ნამდვილად შეგვიძლია მისი დახმარება. ასეთი დუმილი კატასტროფული იქნება ყველასთვის. ხშირად მოთმინებითი დუმილი უფრო მძაფრად აღიზიანებს ადამიანს, ვიდრე შეურაცხმყოფელი სიტყვები. ბოროტი დუმილი უფრო მწარეა, ვიდრე ყველაზე მკაცრი შეურაცხყოფა. უფრო მეტიც, აშკარა მტრის დარტყმებს უფრო ადვილად ვიტანთ, ვიდრე თვალთმაქცის მაამებლობას. ამბა კასიანე ამბობს: "დუმილი, როდესაც სიწმინდის შესახებ უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს, კიდევ სხვა სახის ცუდი დუმილია." წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ამქვეყნად რთული გახდა ბოროტებასთან ბრძოლა, რადგან არავინ ესაუბრება ახალგაზრდებს სიწმინდის შესახებ, არავინ - თავშეკავებაზე, არავინ - ფულისა და დიდების მიმართ სწორ დამოკიდებულებაზე, არავინ - წმინდა წერილის სწავლებაზე”. ხედავთ, რა გახლავთ მთავარი მიზეზი თუ რატომ გართულდა ბრძოლა ბოროტებასთან? რადგან არ ვსაუბრობთ ახალგაზრდებთან სიწმინდის შესახებ და თავშეკავებაზე. და რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა დუმილი, როდესაც ჩვენი რწმენაა საფრთხეში. წმინდა ბასილი დიდი პასუხად მთავრობას ერესის მიღებასთან დაკავშირებით ამბობდა: "უსმინეთ ღმერთს, თუ ღვთისადმი ჩვენი რწმენა საფრთხეშია, მაშინ ყველაფერი სხვა უნდა უგულებელვყოთ და მხოლოდ ღვთის სიტყვას დავემორჩილოთ. მაშინ აღმსარებლობის მხურვალება, მხეცების მიერ ჩვენი სხეულის წამებით დაგლეჯა და ფრჩხილების დაძრობა უფრო მეტი სიხარულს მომღვრელია, ვიდრე შიშის ფაქტორი.” "ჩვენ არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს, როდესაც ვიცავთ სარწმუნოებას. ასე რომ, გააკეთეთ რაც გსურთ, რისი უფლებამოსილებაც გაქვთ. მემუქრეთ რამდენიც გსურთ, მაგრამ ჩვენმა უფალმა ისმინოს ეს. თქვენ ვერ დამაძალებთ ერესის მიღებას, თუნდაც უფრო მკაცრად მომექცეთ. თქვენ ვერ დამამონებთ და ვერ დამარწმუნებთ ერესის უღმერთობის სისწორეში, თუნდაც უფრო სასტიკად იმოქმედოთ." ეს გახლავთ ის, რასაც ჩვენი წმინდანები გვასწავლიან. წმინდა ბასილი ამბობს: "ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენ მსმენელს, ვიდრე საუბარს ან ქადაგებას დაიწყებთ უნდა იყოთ მზად, მრევლი უნდა იყოს ფრთხილად, უნდა ვიცოდეთ და ვსწავლობდეთ წმინდა წერილს, წმინდა ბიბლიას, წმინდა მამებს და წმინდა კანონებს. უნდა ვასწავლოთ წმინდა წერილი მსმენელებს და განვსაჯოთ, თანხმობაშია თუ არა მათი სიტყვები წმინდა წერილთან და გადმოცემასთან. ეს არ არის განკითხვა, - ცოდვა. ეს არის კეთილგონიერი განსჯა, როგორც ჩვენი უფალი ბრძანებს: "უნდა განვსაჯოთ მართალი განსჯით." ასე რომ, ჩვენ უნდა განვასხვავოთ, რა არის სწორი, რა არის მცდარი, რა არის ჭეშმარიტი, რა არის ტყუილი. წმინდა ბასილი აგრძელებს: "რაც უცხოა წმინდა წერილისთვის, უნდა უარვყოთ და ის, ვინც მცდარ სწავლებას განაგრძობს, განვეშოროთ მათ. არ მივიღოთ ისინი, არ გავყვეთ და არ ვუსმინოთ მათ. ერესის მიღება სულიერი სიკვდილია. რადგან დოგმატები რომელიც გამოხატულია ჩვენს სარწმუნოებაში, წმინდა მამების დოგმატურ წერილებში, გახლავთ წამალი ჩვენი სულის განკურნებისთვის და სულის საშუალებით ჩვენი სხეულისთვის. თუ წამალი, რეცეპტი არასწორია, მაშინ როგორ განკურნავს ის? წარმოიდგინეთ, ვინმემ რომ აიღოს ექიმების წიგნები და მათში ტყუილები ჩაწეროს, მაშინ ექიმები განა შეძლებენ ვინმეს განკურნებას? რასაკვირველია, არავინ განიკურნება. ასეთი მნიშვნელობა აქვს დოგმას ჩვენს რწმენაში, ის გახლავთ განკურნების რეცეპტი. ამიტომაც წმინდა მამები უპირველესად სარწმუნოებრივ დოგმატებს იცავდნენ. ამიტომ წმინდა ბასილი ამბობს: "ერესის მიღება, რაც დოგმატის დამახინჯებაა, სულიერი მკვლელობაა." როცა ეშმაკმა დაინახა, რომ ეკლესია დევნის პირობებშიც კი აყვავდა და განვითარდა, შეცვალა თავისი სტრატეგია. პირველი სამი-ოთხი საუკუნის განმავლობაში ეშმაკი ეკლესიას პირდაპირი დევნით ებრძოდა და თერთმეტი მილიონი ცნობილი მოწამე ყავდა. მაგრამ ის მიხვდა, რომ ეს არ იყო კარგი გზა, რადგან რაც უფრო მეტ ქრისტიანებს კლავდნენ, მით უფრო ძლიერდებოდა ეკლესია. ამიტომ მან იპოვა სხვა გზა — მწვალებლობა, რათა შიგნიდან ებრძოლოს ეკლესიას. სტრატეგიის შეცვლით, - წმინდა ბასილი განაგრძობს, - ბოროტი აღარ იბრძვის ღიად, არამედ ფარულ მახეებს აგებს. ახლა დევნა მწვალებლობების სახით მოდის, რომელიც შემოაქვთ ადამიანებს, რომლებსაც ქრისტიანები ქვიათ. ძირითადად ეს ადამიანები გახლავთ მღვდლები, პატრიარქები და ეპისკოპოსები — როგორიც იყო ნესტორი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი, ან არიოზი, რომელიც ძალიან ასკეტი მღვდელ იყო. წმინდა ბასილი ამბობს, რომ მწვალებლები იუდაზე უარესები არიან. როცა რწმენა საფრთხეშია, დუმილი რწმენის უარყოფის ნიშანია. ხოლო შეგონება გულწრფელი აღმსარებლობაა. ჩვენ გვმართებს მწვალებლობების მხილება. უნდა გავხდეთ მოშურნენი მათთვის, ვინც ცხოვრობს მართლმადიდებლურად. მართალი სარწმუნოება გულში უნდა დაიმარხო — ილოცე, რომ იმ მცირეთაგანი იყო, რადგან ეს იშვიათი კურთხევაა — იყო მცირეთაგანი. რადგან ყოველთვის მცირედრიცხოვანი იყო ჭეშმარიტი მორწმუნეთა რიცხვი. ბევრი არ მიყვება ქრისტეს გზას. ბოლო ჟამს კი ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება. ამიტომაც ცოტანი არიან ისინი, ვინც ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებს.
საუბარი ჯორდანვილში, წმინდა სამების სახელობის მონასტერში, 2025 თებერვალი, (ნაწილი IV) გაგრძელება… უკან დაბრუნება |