მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > "სახიფათო დუმილი" (ნაწილი 1) - არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)
"სახიფათო დუმილი" (ნაწილი 1) - არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)15-04-2025, 19:21 |
მეუფე ლუკას და ყველა თქვენთაგანის კურთხევით, ვიწყებთ ახალ თემას - „სახიფათო დუმილი". რა თქმა უნდა, თავდაპირველად უნდა ვთქვათ რამოდენიმე სიტყვა "სათნო დუმილზე” და შემდეგ – "სახიფათო დუმილზე”. უფალი ბრძანებს: "სიტყვითა შენითა განმართლდე და სიტყვითა შენითა დაისაჯო". წმინდა ამბა პიმენი ამბობს: „თუ ჩვენ ამ სიტყვებს გავაცნობიერებთ და გვემახსოვრება, ჩვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს დუმილში გავატარებთ".
ეკლესიასტე ამბობს: „არსებობს დუმილი, როდესაც პასუხი არ გაქვს, და არსებობს დუმილი, რომელიც თავის დროზე რეაგირებას მოითხოვს.” ყოველთვის არ არის კარგი საუბარი, ისევე როგორც ყოველთვის არ არის კარგი დუმილი. წმინდა მეფე სოლომონი ამბობს: „ვინც ენას მართავს, სული წმიდით აღივსება".
ახალი აღთქმიდან ჩვენ ვიცით: „ვინც ენას იმორჩილებს, იგი სრულყოფილი ადამიანია". წმინდა იოანე კლიმაქსი ამბობს: „ ღმრთივსათნო დუმილი, ლოცვის დედაა და ეხმარება ღვთაებრივი სიმხურვალის შენარჩუნებაში, აზრის სიმტკიცეში, სიკვდილის ხსოვნის გაღვივებაში, ღვთაებრივი ხედვის ჩამოყალიბებაში და სულიერი ცოდნისა და წინსვლის ზრდაში. დუმილის მოყვარული ადიდებს ღმერთს, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და მისი ნათლით ბრწყინდება.”
წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „როცა არ გეკითხებიან, დაიცავი დუმილი — ეს სათნო დუმილია; ნუ გაუღებ თვალებსა და ყურებს ყველას, ვინც ლაპარაკობს, ეს ხელს არ უწყობს შენს სულიერ ბრძოლას.”
ასევე წმინდა იოანე კლიმაქსი ამბობს, რომ იესოს დუმილმა პილატეში პატივისცემის გრძნობა აღძრა. ასეა ,მდაბალი ადამიანის სიმშვიდე და დუმილი აჩუმებს სხვასაც. საუკეთესო პასუხი მათთვის, ვინც ცილს გწამებს — არის დუმილი.
წმინდა ნექტარიოსი ამბობს: "დუმილი, რომელსაც საჭირო დროს ინარჩუნება — ძალიან კარგია; არაფერი შობს ბრძნულ აზრებს ისე კარგად, როგორც დუმილი.;” „ჩუმად ყოფნა სჯობია საუბარს იმ შემთხვევაშიც კი თუ სწორად საუბრობ".
ამიტომ ისწავლე დუმილი — ის სჯობს საუბარს. ვინც მეტყველებას აკონტროლებს, თავის გულს დაიცავს მწუხარებისგან. დახშული პირიდან მხოლოდ სიკეთე გადმოედინება. სიბრძნით აღსავსე დუმილი ადამიანისთვის ღირსეული საუნჯეა.
ნეტარი ანთიმოზი ამბობს: "ვინც დუმს, ის სავსეა სიხარულითა და ნეტარებით. ასევე, დუმილით ვიხვეჭთ ყველა სათნოებას, ხოლო ბოროტი დუმილის დროს ის გვშორდება;” "ჯერ პირი დამუწე და მერე განრისხდი, მაშინ ყოველგვარი განკითხვა, სიამაყე, ურჩობა და ბოროტება განგშორდება. ეს მარტივი ხერხია, მაგრამ სასარგებლო და კურთხეული”.
ის ასევე ამბობს: "დუმილი სწორი გაგებით იწვევს სინანულის ცრემლებს. ეს ცრემლები განწმენდს სიამაყეს, თვითკმაყოფილებას და ადამიანთა ქებით მოწამლულ სულს;”
"ვინც დუმილს მართებულად ინარჩუნებს, იგი თავშეკავებული ხდება და როცა საქმე არ აქვს, დუმილი ეხმარება მშვიდი სამყოფელის პოვნაში, დაჯდეს თავმდაბლად და მოუხმოს ქრისტეს სახელს — ტკბილს, რომლის შეგრძნებასაც მხოლოდ სიჩუმეში მცხოვრები ადამიანი შეძლებს.”
ჭეშმარიტი დუმილით მოდის ყოველივე საუკეთესო — მშვიდობა, სიხარული, სინანული, თავმდაბლობა და ღვთის მადლი.
მაგრამ, როგორც ვთქვით, ყოველთვის არ არის დუმილის დრო. არის დრო, როცა უნდა ვილაპარაკოთ და სწორედ ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ დღეს.
არსებობს სათნო და საფრთხის შემცველი დუმილი. არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)
(საუბარი ჯორდანვილში, წმინდა სამების სახელობის მონასტერში 2025 თებერვალი, ნაწილი I)
უკან დაბრუნება |