მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > „ახალი ისრაელი“ (ისტორია) — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„ახალი ისრაელი“ (ისტორია) — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე9-04-2025, 12:49 |
ახალაღთქმისეული „ახალ ისრაელში" („ღვთივრჩეულ ერში") მოიაზრება სხვადასხვა ეროვნების ეკლესიური ხალხი. ისინი განისაზღვრებიან სულიერი და არა გენეტიკური ნათესაობით, როგორც ეს იყო ძველი აღთქმის „ღვთივრჩეულ ერში". ამიტომ „ახალ ისრაელში" იბადებიან სულიერად და ხორციელად, კერძოდ მადლმოსილს, სულიწმიდისაგან. საიმისოდ, რომ განვასხვავოთ ძველიაღთქმისეული რჩეულობა ახალაღთქმისეულისაგან, უნდა განვასხვავოთ თავად მიზანი მათი გამორჩევისა. „ახალი ისრაელი" გამორჩეულია ღვთის სასუფეველისათვის, რასაც ვერ ვიტყვით ძველაღთქმისეულ ისრაელზე, რადგან ცხონება ძველ აღთქმაში ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო. ამიტომ ებრაელი ერის „ღვთივრჩეულობა" სულ სხვა ფენომენმა განაპირობა — გამოარჩია ღმერთმა, რათა მასში დაბადებულიყო ქრისტე. ამ ნიშნით იუდეველები, ვით თავი „ახალი ისრაელისა" (მართლმორწმუნე ერებისა), პირველები იყვნენ მოწოდებულნი ქრისტესკენ: „ვინაიცა შჯული იგი მზარდულ გვექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაითა სარწმუნოებითა განვმართლდეთ... არა არს ჰურიაება, არცა წარმართება..., რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ" (გალ. 3. 24-29). სხვაგვარად რომ ვთქვათ: აღნიშნული „ჩანაცვლების თეოლოგია" ეკლესიოლოგიური კონცეფციაა, რომლის თანახმადაც, ჭეშმარიტი მესიის უარმყოფელთა ნაცვლად, „ახალი ისრაელი" გახლავთ ახალი აღთქმის ეკლესია. ვინაიდან: „არათუ შვილნი ხორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქმისანი შერაცხილ არიან ნათესავად" (რომ. 9. 8).
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |