მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ძაღლის ქურქში გახვეული მგლები - დავით ჯინჭარაძე
ძაღლის ქურქში გახვეული მგლები - დავით ჯინჭარაძე28-02-2025, 13:52 |
ჩვენს რეალობაში უკვე არსებულ ალეგორიას სახელწოდებით "ცხვრის ქურქში გახვეული მგლები", რომელსაც ხშირად გამოვიყენებთ ეკლესიაში შემოპარული მგლების (მოდერნისტების) იდენტიფიცირებისთვის, თამამად შეგვიძლია დავამატოდ შემდეგი ალეგორია: - "ძაღლის ქურქში გახვეული მგლები ". ეს ვითარება გაცილებით მზაკვრული და საშიშია ქრისტეს სამწყსოსთვის. აქ გიტევს ის, ვინც უნდა გიცავდეს; გიტევს ის, ვისი იმედი გაქვს; გიტევს ის, ვინც გზის მიმართულებას გიჩვენებდა. მაგრამ, როგორ დაკარგა ერთგულმა ძაღლმა თავისი ქურქი? როგორ აღმოჩნდა იგი მგლის ხელში? შეიძლება მან იბრძოლა, და დიდი ალბათობით ასეც მოხდა, მაგრამ დაიღალა, მგლის უკან კიდევ ბევრი მგელი დაინახა და სულით დაეცა, შეშინდა. იფიქრა, - მე ამათ მაინც ვერ შევაჩერებ. ადრე თუ გვიან ისინი მაინც დაგლეჯენ სამწყსოს. მაშ რისთვის ვიყეფო, რისთვის შევაძრწუნო სამწსო? ან რისთვის შევაწუხო მწყემსი კეთილი?! ამ შეშინებულ და ინდეფერენტულ ფიქრებში მყოფი ის თმობს თავის ქურქს და იქვე ცხვრებს შორის იმალება, დინებას მიყვება. მას გონია, რომ ცხვრები, სხვა ძაღლები და თავად მწყემსი კეთილი ამას ვერ შეამჩნევს. ცხვრები შეშფოთდნენ, დაიბნენ. ზოგნი უკვე მიიტაცა მგლებმა. თუმცა აქ სხვა ძაღლებიც არიან. მათ შენიშნეს მგლები და ის ცხვრებს ამოფარებული უქურქო ძაღლიც შენიშნეს. ყეფა ატეხეს, ბრძოლა დაიწყეს, მწყემსი კეთილის ყურადღება მიიპყრეს. ცხვარი კი გაოგნებული უმზერს ამ ვითარებას და ფიქრობს: - რომელ ძაღლს ენდოს, მას რომელიც მის გვერდშია, მშვიდადაა, აწყნარებს მათ, თუ იმას, რომელიც ყეფს ბრძოლობს, მწყემსი კეთილის და სამწყსოს ერთგულებით იწვის?!
დავით ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |