მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ნეტ. ავგუსტინეს მიერ ადრეული ნაშრომების „გადამოწმება“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ნეტ. ავგუსტინეს მიერ ადრეული ნაშრომების „გადამოწმება“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


1-12-2024, 00:18

 

 

   ვინც მეტნაკლებად იცნობს ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრებასა და შემოქმედებას, იცის, რომ ნეტარმა სარწმუნოებრივი თვალსაზრისით საკმაოდ რთული გზა გაიარა. თავის შესანიშნავ ნაშრომში „აღსარებანი" წმინდანი დეტალურად აღწერს მის თავს დატრიალებულ განსაცდელებს: მანიქეველობით, პლატონიზმით, თუ სხვა გატაცებებს. ამას თავადვე აღნიშნავს სხვა ნაშრომში (О граде Божьем. VII. 8). მისთვის პლატონური ფილოსიფიური სისტემა იყო საბოლოო ეტაპი ქრისტიანული ჭეშმარიტების შემეცნების გზაზე - მიიჩნევდა, რომ პლატონის ფილოსოფიური სისტემა პიკია ფილოსოფიისა და ყველაზე ახლოსაა ქრისტიანობასთან, თუმცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ჩამოყალიბების შემდეგ სულაც არ აკლებს კრიტიკას არც პლატონისა და არც ნეოპლატონიკოსთა სწავლებას:

   „მე არასდროს გადავუხვევ ქრისტეს ავტორიტეტს, ვინაიდან ვერსად ვპოვე ვერაფერი მასზე ძლიერი. გონებრივი კვლევის თვლასაზრისით, რაც არ ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებას, პლატონისტებთან ვპოვე".1

   სხვა აპოლოგეტურ ნაშრომში (Об истинной вере) ნეტ. ავგუსტინე დასძენს: „ჭეშმარიტი სარწმუნოება - ქრისტიანობაა, რომელმაც ადამიანები იმაში დაარწმუნა, რაშიც, პლატონის აზრით, ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ დარწმუნებულნი". იქვე ამბობს: „ფილოსოფია მთლიანად მიჯაჭვულია მგრძნობელობითს და იმსახურებს უგულებელყოფას".2

   ბოლოს, კართაგენისა და რომის (418, 419) კრებებზე პელაგიანობის ანათემირების შემდეგ, ნეტ. ავგუსტინემ კვლავ გადახედა ძველ ნაშრომებს, მართლმადიდებლობასთან შეუთავსებელი ყოველი მოსაზრება ჩაასწორა და სათქმელი დააზუსტა. ამ ნაშრომს ნეტ. ავგუსტინემ „გადამოწმება" („Retractionum”, "Пересмотры") უწოდა.

   ი. რომანიდისისთვის ყოველივე ეს (სიმდაბლითა და სინანულით აღიარებული შეცდომები) არ არის არავითარი ფასეულობა (უფრო სისუსტის გამოვლინებაა, რასაც იგნორირებს). სამწუხაროდ, თავად მის ნაშრომებში არსად ჩანს სინანულის ნაპერწკალი საკუთარ შეცდომათა გამო, თუმცა არც არის გასაკვირი - ის ხომ რომანიდისია, „გვირგვინი" ბერძნული ღვთისმეტყველებისა!

   ის, რაც დიდად ფასობს მართლმადიდებლური თვამსაზრისით, თვალსაჩინოა ნეტ. ავგუსტინესთან. ის კი, რაც წესით უნდა დაფარო და დავიწყებას მისცე, ი. რომანიდისმა (ჩვეული უტიფრობით) თავის ყველა ნაშრომში წამოსწია. ამის ლუსტრაციაა ქართული გამოცემაც: „ნეტ. ავგუსტინემ შეითვისა პლატონური, ნეოპლატონური, არისტოტელური გნოსფოლოგია"... - იწყნარებს პლატონიზმის არსს - სწავლებას არქეტიპების შესახებ".არადა ნეტარმა ავგუსტინემ არც „შეიწყნარა", არც „შეითვისა" პლატონიზმი, არამედ შეინანა, რაც, რატომღაც არაფერს წარმოადგენს რომანიდისისთვის.

   აქვე დავძენთ: წმ. მამებისთვის არ იყო უცხო ფილოსოფიური სისტემები და საჭიროების შემთხვევაში სისტემური ღვთისმეტყველებისთვის იყენებდნენ მათ მეთოლოგიას (მაგ. ი. დამასკელი, „ფილოსოფიური თავნი", იგივე კაბადოკიელებთან), მაგრამ ნეტ. ავგუსტინეს კრიტიკა, სინამდვილეში, არა ფილოსოფიის გამოყენების გამო (რაც მოდერნიზმში მოსაწონიცაა და მიუღებელიც), არამედ სწორედ რომ ორთოდოქსული სწავლების (გამოსყიდვის დოგმატის, ადამში ყველას დაცემის) გაბათილების მიზნით სჭირდებათ.

   მაგრამ დავუბრუნდეთ ნეტ. ავგუსტინეს „გადამოწმებას" „386-387 წწ. დავწერე წიგნი „სულის უკვდავების შესახებ" (О бессмертии души), რომელიც ერთგვარი ნიშნულია „საკუთარ თავთან საუბრების დასასრულის", არც კი ვიცი, ჩემი ნების გარეშე როგორ აღმოჩნდა საზოგადოებაში და ირიცხება ჩემს თხზულებებს შორის. პირველ ყოვლისა, გონებრივი ჩახლართულობისა და შინაარსის მოკლედ გადმოცემის გამო, ეს წიგნი იმდენად ბნელია (темна), რომ მისი კითხვა მამძიმებს, თავად ძლივს ვიგებ მას".4

   ნეტ. ავგუსტინე სულაც არ „იწყნარებს" პლატონიზმის არქიტიპების სწავლებას, რაც ამ ამონარიდიდანაც დასტურდება: „От выстей сушности через душу телу дается вид, посредством которого и в каковой степени оно есть (que est, in quantumcumque est). Стало быть, тело существует через душу и есть от того, чем одушевляется, будь то в универсальном смысле, как мир, или же в патрикулярном, как всякое одушевленное существо в мире. Все это я сказал определенно опрометчиво5

   იგივე ეხება იმავე პერიოდის მის სხვა ნაშრომებსაც, რომელშიც ნეტ. ავგუსტინე მიამიტურად იმოწმებს ჰორაციუსს, ვერგილიუსს თუ სხვა ფილოსოფოსთ.

   ასე რომ, ნეტ. ავგუსტინე იმ პერიოდებში თავად იყო გატაცებული პლატონურ-ჰუმანისტური იდეებით, მერე მისგან განშორების აუცილებლობაც თავად დაინახა და ჭეშმარიტების შესაცნობად არა სოფისტებს, არამედ ქრისტეს მოციქულებს მიმართა, ხოლო სულის უკვდავებისა თუ სხვა ურთულეს საღვთისმეტყველო საკითხებს ძირითადად პავლე მოციქულის ეპისტოლეთა საფუძველზე განმარტავდა.

   ამრიგად, სპეკულაცია იმით, რომ ნეტარმა ავგუსტინემ გადაუხვია მართლმადიდებლურ გზას და ღვთისმეტყველება მთლიანად ფილოსოფიით ჩაანაცვლა, სიცრუე და ცილისწამებაა.

 

 

 

 

 

1Блж. Августин. О граде Божьем. VIII. 8.

2Блж. Августин. Об истинной вере. II. Гл. III, IV.

3ი. რომანიდისი. პროტოპრესვიტერი. პატრისტიკული თეოლოგია. 76.

4 Блж. Августин. Пересмотры. Письмо 3 (1-4).  Augustinus (Retractionum libr duo).

5იქვე. Пересмотры.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება