მთავარი > საცდურები > საზოგადოების საფუძველთა საფუძველს - ოჯახს საფრთხე ემუქრება რეზოლუცია მართლმადიდებლური კონფერენციისა „ სიცოცხლისა და ოჯახის დასაცავად“
საზოგადოების საფუძველთა საფუძველს - ოჯახს საფრთხე ემუქრება რეზოლუცია მართლმადიდებლური კონფერენციისა „ სიცოცხლისა და ოჯახის დასაცავად“22-07-2012, 19:46 |
ჩვენ, კონფერენციის „სიცოცხლისა და ოჯახის დასაცავად" მონაწილენი გამოვთქვამთ შეშფოთებას, რომ საზოგადოების საფუძველთა საფუძველს - ოჯახს საფრთხე ემუქრება. დღეს ჩვენ ვდგავართ ახალი რევოლუციის ზღურბლთან, რომელიც მიმართულია ოჯახისა და მაშასადამე, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ბავშვთა გახრწნამ და შობადობაზე კონტროლმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ფაქტიურად საქმე გვაქვს გენოციდთან მოსახლეობის მიმართ. მშობლებს გააჩნიათ სრული უფლება თავიანთი შვილების აღზრდისა. არავის შეუძლია ჩაერიოს ოჯახის პირად ცხოვრებაში და თავს მოახვიოს მშობლებისა და საზოგადოების შეხედულებათა საწინააღმდეგო ფასეულობანი. სახელმწიფო სკოლები სახელმწიფო საკუთრებაა, ანუ არსებობენ გადასახადთა გადამხდელთა ფულით. მასწავლებლები ხელფასს ჩვენი ჯიბიდან იღებენ. შესაბამისად, უფლება გვაქვს კონტროლისა ჩვენს ქონებაზე, იმაზე, თუ სად მიდის ჩვენი ფული და რას ასწავლიან ჩვენს შვილებს.
აუცილებელია განათლების სამინისტროს მხრიდან სქესობრივი აღზრდის პროგრამების დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხების საჯაროობა. ეს ეხება საქმის ფინანსურ მხარესაც. ცნობილი უნდა იყოს პროგრამების დამუშავებაში მონაწილე ყველა ადამიანი და ორგანიზაცია, ფინანსირების წყაროები. სქესობრივი აღზრდის იდეა არ ყოფილა ფართო განხილვის საგანი არც პედაგოგიურ წრეებში, არც დაინტერესებულ საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებში.
განათლების სამინისტროს მიერ მიღებული და რეკომენდირებული სქესობრივი აღზრდის პროგრამები წარმოადგენენ არაკომპეტენტურ, არაპროფესიონალურ, აღმაშფოთებელ და საშიშ ოპუსს ჩვენი საზოგადოებისათვის, რომელიც შემუშავებულია ვიწრო წრეში უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით.
ჩვენ მოვითხოვთ ამ პროგრამის დაუყოვნებლივ გაუქმებას!
ჩვენ მოვითხოვთ ამ პროგრამის ავტორების მოცილებას პედაგოგიური მოღვაწეობიდან!
ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაციას და მის რუსეთის ფილიალს აქვს ანტიქ-რისტიანული ორგანიზაციის რეპუტაცია. იგი სრულიად ოფიციალურად უჭერს მხარს ჰომოსექსუ-ალიზმს და უარყოფს ოჯახის ცნებას. ამ დაწესებულების თანამშრომლები კითხულობენ ლექციებს სკოლებში. ოდრა_ს მიერ ჩატარებული სექსოლოგიის გაკვეთილები სხვადასხვა სახელწოდებებით - ოჯახის დაგეგმარება, ოჯახური ცხოვრების ეთიკა და ფსიქოლოგია, თუ ერთჯერადი ლექციები, მათი არსით ეწინააღმდეგებიან ქრისტიანულ სარწმუნოებას და ჩვენ გვჭირდება გარანტიები, რომ ჩვენს შვილებს არ შეასწავლიან სკოლებში „უსაფრთხო სექსის" წესებს.
ასეთ მეცადინეობებს, რომლებიც ახლა სკოლებში ტარდება, თან ახლავს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა რეკლამირება. კვალს ამ საშუალებათა მწარმოებელ დასავლურ ფირმებთან მივყავართ. თავისთავად ცხადია, რომ ეს ფირმები მხარს უჭერენ ასეთ გამხრწნელ გაკვეთილებს.
ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა ნებისმიერი რეკლამა უნდა აიკრძალოს სკოლებში.
სექსოლოგიაში ნებაყოფლობითი მეცადინეობის პირობებიც არ არის დაცული. მეცადინეობები ტარდება ბავშვების, მასწავლებლებისა და მშობლების თანხმობის გარეშე. ასეთი პროგრამები ყოვლად დაუშვებელია. მშობელთა წერილობითი თანხმობის გარეშე სექსოლოგიაში მეცადინეობის ჩატარება - ეს არის ოჯახის უფლებების დარღვევა ბავშვთა აღზრდის საკითხში და კანონით უნდა ისჯებოდეს. უკან დაბრუნება |