მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ფსიქოანალიზი თუ პათოსექსუალიზმი (ჰომოსექსუალიზმი) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ფსიქოანალიზი თუ პათოსექსუალიზმი (ჰომოსექსუალიზმი) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე25-03-2024, 20:35 |
ბოლო ხანს სექსოპათოლოგიური (ჰომოსექსუალური) პრობლემები გამწვავდა და უდიდეს საფრთხედ ექცა მთელ მსოფლიოს, მათ შორის საქართველოსაც. მეზობელ მართლმადიდებლურ ქვეყანაში (საბერძნეთში) სახელმწიფო დონეზეა ლეგალიზებული. სწორედ ისეთი პათოლოგების, როგორებიც არიან ზ. ფროიდი, ა. კინსი, ნ. მასტერსი, ვ. ჯონსონი და მრავალი სხვა, „ღვაწლმა" დაუდო პრობლემას სათავე.. ე.წ. ფსიქოანალიზის ფეხმოკიდებამ ფსიქოლოგიის, როგორც დარგის, შერყვნა მოახერხა. მართალია, მრავალი ფსიქოლოგი უარყოფს ფროიდის ფსევდომეცნიერულ მიდგომას, მაგრამ მისეული „ფსიქოანალიზი" მაინც მყარად შემოიჭრა საზოგადოებაში. შედეგად, ე.წ. ფსიქოთერაპიის დროს ზოგი ღიად, ზოგიც ფარულად თავს ახვევს პაციენტებს, მსმენელებს, მოწაფეებს ამ გარყვნილ სწავლებას. რაკი ის ფიგურირებს (ასე თუ ისე) ფსიქოლოგიაში, ვით ერთ-ერთი მიმართულება, იგი ღიად თუ ირიბად იმკვიდრებს ადგილს ფსიქოლოგიაში, მეტიც: ის ქრისტიანულ ფსიქოლოგიაშიც შეიპარა და იქ ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ ჰომოსექსუალიზმი, თუნდ ნორმიდან გადახრად მივიჩნიოთ, მაინც ბუნებრივია. არგუმენტად კი სწორედ ფსიქოლოგიის „მამად" წოდებული სატანისტის ზ. ფროიდის ხედვას იყენებენ: „ადამიანი თავისი საწყისით ბისექსუალია და ნებისმიერი მისი ახირება სექსის სფეროში ყოვლად ბუნებრივია". ფროიდის აზრით, ყოველგვარი აკრძალვა ამ სფეროში თურმე რელიგიური ცრურწმენაა. მისი აზრით, სექსუალობა ადამიანის ცხოვრების, არსის საფუძველია, ხოლო სექსუალური ლტოლვა - „ლიბიდო", ადამიანის ფსიქიკური ენერგიის წყაროა. ფროიდი ასწავლიდა: „ბირთვი, რასაც ჩვენ სიყვარულს ვუწოდებთ, არის სქესობრივი ლტოლვა, რომლის მიზანია სექსუალური შეწყვილება". სწორედ ასეთი ლტოლვის საფუძველზე აყალიბებს იგი საკუთარ „ფსიქოანალიზს". „მეცნიერის" აზრით, ეს იმპულსები იმდენად ძლიერია, რომ გაარღვევს ნებისმიერ წინააღმდეგობას სექსუალური კავშირის დამყარებამდე. ე.ი. არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ არის სექსუალური ლტოლვის ობიექტი. აქედან მომდინარეობს ჰომოსექსუალიზმისა და სხვა პათოლოგიურ გადახრათა მისეული ღია პროპაგანდა. ფროიდი მიიჩნევს, რომ სქესობრივი ცხოვრების ფუნქციური აშლილობები, გაუკუღმართებული მიდრეკილებები იმთავითვეა ჩადებული ადამიანში. ე.ი. ცოდვის წყარო, მისი აზრით, თავად ღმერთია, რაც, რა თქმა უნდა, მკრეხელობის მწვერვალია. ეკლესიის სწავლებით, სულიერი თვალსაზრისით, ჰომოსექსუალიზმი მძიმე ცოდვაა, ხოლო ფიზიოლოგიური თვალსაზრისით - ჰორმონალური დარღვევა, სნეულება, რომელსაც უნდა უმკურნალოს ადამიანმა, ვით სხვა დანარჩენ ფიზიოლოგიურ ნაკლს, თუ სნეულებას. წმ. წერილი პავლე მოციქულის ბაგით გვმოძღვრავს: „ნუ სცდებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა... სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ". (1 კორ. 6. 9-10). ეკლესიის კანონები მძიმე ეპიტემიას უდგენენ სოდომისტებს და 30 წლით განაყენებენ ზიარებისაგან. ამჯერად ჩვენი მიზანი ჰომოსექსუალიზმის, როგორც სექსოპათოლოგიის, განხილვაა. ზ. ფროიდი ცდილობდა სექსუალური ანომალიების ჩამოყალიბება სწორედ განვითარების ფაზების არასწორი ურთიერთჩანაცვლებით აეხსნა. „ბავშვთა ასაკში განვითარებული სექსუალური ორიენტაციის პათოლოგია, ფსიქოანალიზის მეთოდის დახმარებით", წერდა იგი. თუმცა ფროიდმა ვერც ამ გადახრების ახსნა მოახერხა და ვერც თერაპიული ეფექტი უზრუნველყო. ჰომოსექსუალიზმს მეოცე საუკუნის ბოლომდე ყველა ნორმალური ფსიქოთერაპევტი „სექსუალური დიფერენციების აშლილობად" მიიჩნევდა. „ჰომოსექსუალს აწეული აქვს ესტრადიოლის დონე, ხოლო ტესტოსტერონის შემაკავშირებელი გლობელინების დონის აწევა იწვევს თავისუფალი ტესტოსტერონის შემაკავებელი გლობელინების დონის ზრდას, რაც თავის მხრივ იწვევს ტესტოსტერონის კონცენტრაციის შემცირებას".1 ამრიგად, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ჰომოსექსუალად არავინ იბადება. ეს რეალურად სამედიცინო პრობლემაა, კონკრეტულად - ტესტოსტერონისა და ესტროგენების შორის (ჰორმონებს) ურთიერთდაბალანსების დარღვევაა. ე.ი. ისეთივე სამედიცინო პრობლემაა, როგორც სხვა დანარჩენი სნეულება, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება. მაგალითად: თუ კაცს აკლია მამაკაცური ჰორმონების რაოდენობა, მას ექიმმა უნდა დაუნიშნოს ისინი, რათა ორგანიზმში აღდგეს ბალანსი. მაგრამ ამას არავინ აკეთებს. პირიქით, იჯერებენ ან აჯერებენ ასეთ ადამიანებს, რომ ისინი ჰომოსექსუალებად არიან დაბადებულები და თავისი სქესისთვის საჭირო ჰორმონალური ნაკლის შევსების ნაცვლად, საპირისპირო სქესის ჰორმონებით იჭყიპებიან. ამით ცხადია, საკუთარ თავში გაორების შეგრძნებები იბადება. უბედურს ვერც გაუგია კაცია ის თუ ქალი. ეს ნამდვილი ტრაგედიაა! ამიტომაც მრავალი მათგანი (ისედაც სისხლის აღრევის გამო ნაკლებხანს ცოცხლობენ) თავს იკლავს ამის გამო. ასეთმა ანთროპოლოგიურმა რევოლუციამ თანამედროვე ადამიანის ფსიქიკა იმდენად დააზიანა, რომ სქესის შეცვლამდეც კი მიიყვანა იგი. ამას ემატება ჰომოსექსუალიზმის გაშმაგებული პროპაგანდა, რითაც საღი ფსიქიკის ადამიანებსაც კი (ბავშვებიდან დაწყებული) აიძულებენ იფიქრონ: კაცად ვარ დაბადებული თუ ქალად? ან რა მნიშვნელობა აქვს: ვინც მინდა, ის ვიქნები! ამრიგად, ნეიროენდოკრინული თეორიები (ნეიროლინგვისტური პროგრამირება, ფროიდის ფსიქოანალიზი და მისთ.) ერთმანეთს ავსებენ საზოგადოებაში ჰომოსექსუალიზმის ფართოდ დანერგვის თვალსაზრისით. ამას უკავშირდება ბოლო ათწლეულში შემუშავებული „სამეცნიერო დასკვნა", ჰომოსექსუალიზმის გენეტიკური თეორიის შესახებ. ეს არის უდიდესი მკრეხელობა ღვთის წინაშე: ღმერთს აბრალებენ იმას, რაც კაცობრიობამ ცოდვით დაცემის შედეგად შეიძინა - სნეულებას (ჰორმონალური დაუბალანსებლობა), რაც ბუნებრივ მოვლენად ცხადდება. ცხადია, ის ვერასდროს დადასტურდება ჭეშმარიტი მეცნიერული კვლევის პირობებში, ვინაიდან „ესაა თავის ტვინის შესაბამის სტრუქტურებში სექსუალური დიფერენციების აშლილობა".2 გარდა ამისა, ტრანსექსუალიზმი (თავისი ნაირსახეობებით) არა მარტო სამედიცინო, არამედ სულიერი, მორალურ-ეთიკური პრობლემაა, რომელიც ზუსტ სამართლებრივ განსაზღვრებას მოითხოვს, მაგრამ... (გაგრძელება...)
1 შ. გამყრელიძე. სექსუალური გაუკუღმართებები და მათი მკურნალობის საკითხები. 2 А. О. Бухановский. 1995.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |