მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლებისა და რომაელ-კათოლიკების დიალოგი ალექსანდრიაში (კონფესიათაშორის დიალოგის მოკლე მიმოხილვა) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მართლმადიდებლებისა და რომაელ-კათოლიკების დიალოგი ალექსანდრიაში (კონფესიათაშორის დიალოგის მოკლე მიმოხილვა) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


31-08-2023, 22:06

 

1. კონფესიათაშორის დიალოგის მოკლე მიმოხილვა


   მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ კონფესიათა შორის დიალოგმა ამოწურა თავისი რესურსი - ის ჩიხშია შესული. ჭეშმარიტი დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ მოციქულებრივი სწავლების საფუძველზე. მისი მიზანი უნდა იყოს ჭეშმარიტებისაგან განდგომილი ძმების კვლავ დაბრუნება ეკლესიაში, რომელიც მათ მიატოვეს. მაგრამ ეკუმენისტური მსოფლიო საბჭოს დოქტრინა დოგმატური მინიმალიზმის საფუძველზეა აგებული. ამდენად იქ მონაწილეობა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოსა (1997 წ.) და ბულგარეთის ადგილობრივმა ეკლესიებმა და დატოვეს „ე.მ.ს."*.

   იგივე შეიძლება ითქვას მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომაელ-კათოლიკებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის შესახებაც. დიდი ხნის წინ ჩიხში შესული საღვთისმეტყველო „დიალოგი" ჯიუტად აგრძელებს თავის საქმიანობას, მეტიც: რომაულ-კათოლიციზმი (და სხვა კონფესიებიც) უკვე აღარც განიხილებიან ერეტიკოსთა სტატუსით, არამედ მიმდინარეობს „ისტორიის საერთო გადაფასება", რათა საბოლოოდ დაესვას წერტილი საუკუნოვან „უთანხმოებას" „რაღაც წვრილმან" დოგმატურ საკითხებზე. 

   ცხადია, შეთანხმება (უნია) მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური ცნობიერების დაკნინების ხარჯზე უნდა განხორციელდეს, რაც ყოვლად მიუღებელია მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.

   თუკი საფუძვლიანად არ წარმოვაჩენთ მათი (ლათინების) საღვთისმეტყველო ცნობიერების ერეტიკულ შინაარსს, „უნიისაკენ" მორიგი მოწოდება აქტიურ ფაზაში შევა. ამის მკაფიო ნიშნები ამა წლის ივნისს, ალექსანდრიაში (მანამდე რავენასა და კიეტში) შემდგარი მორიგი შეხვედრების დროს გამოვლინდა. (გაგრძელება იქნება...)

 

 


* ამის მიუხედავად, გარკვეული სასულიერო პირები (მღვდელმონაზონები: იერონიმე (ქათამაძე), ირინეოსი (შენგელია)) მართალია არაოფიციალურად, მაგრამ უთუოდ ვიღაც მაღალიერარქის რეკომენდაციითა თუ ლოცვა-კურთხევით ესწრებოდნენ ბოლო ასამბლეას.
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება