მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სიმამაცის განადგურების მცდელობა - დავით ჯინჭარაძე

სიმამაცის განადგურების მცდელობა - დავით ჯინჭარაძე


27-11-2022, 13:26

სიმამაცის განადგურების მცდელობა - დავით ჯინჭარაძე

 

   ძველი წესრიგის ნგრევისთვის უამრავი მეთოდი, თეორიები და იდეოლოგიები არის გამოყენებული. ბევრმა მათგანმა მიზანსაც მიაღწია და კაცობრიობა ერთი ნაბიჯით მიაახლოვა თავის საბოლოო დეგრადაციას.

   თუმცა სანატრელ მიზანს გლობალისტები ასე იოლად მაინც ვერ აღწევენ. ამიტომ მიადგნენ იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას, როგორიც არის სიმამაცე. სიმამაცე იმ ღირებულებას მიეკუთვნება, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ღირსეული ადამიანის ცხოვრება. რამეთუ სადაც სიმამაცე არ არის იქ სიმკრთალე და შიში ბუდობს. სიმამაცე დამოუკიდებელია, მებრძოლია, კურთხეული და დალოცვილია. მის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნისთვის ერთგულება და თავდადება. მართლმადიდებლობაში კი მის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია.

   და აი, ღვთაებრივი წესრიგის დამანგრეველნი სწორედ ფუძეთა ფუძეს მიადგნენ. მასობრივი კულტურის: მოდის, კინოს, წიგნებ-ჟურნალების, ტელე-შოუს საშუალებებით  შეიქმნა ახალი სტილი, ტენდენცია, მიმდინარეობა, როდესაც სიმამაცე აღარაა პოპულარული, აღარაა წახალისებული და პირიქით იგი მიუღებელი და კრიტიკის საგანი ხდება. ეს ტენდენცია განსაკუტრებით შესამჩნევი გახდა ევროპასა და ამერიკაში, თუმცა საკმაოდ პროგრესულად ვითარდება მთელ მსოფლიოში.

   პირველი ბრძოლა ბავშვებს გამოუცხადენ, თანაც ადრეული ასაკიდან. ბიჭებს აღარ ასწავლიან ვაჟკაცურ ქცევებს, სუსტი სქესის დაცვას, თავდადებას. პირიქით, ახალისებენ ეგოიზმს, ტოლერანტობას, „უხერხულ სიტუაციაში" არ ჩავარდნას, თავის გაფრთხილებას.

   თანამედროვე მოდამ თავისი როლი შეასრულა. ბიჭების ჩაცმულობა სულ უფრო ქალურ ტენდენციებს იძენს. შარვლების ქალური სტილი, ფერებიც ქალებისთვის შესაფერი გახდა . საუბრის მანერა, რიტორიკა, ტერმინოლოგია ქალის მსგავსი გახდა. ამის პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ტელეწამყვანები და მსახიობები. კინოინდუსტრია წალეკა „ტოლერანტმა" გმირებმა.

   შიში და სიმკრთალე მისაღები მდგომარეობა გახდა. ოღონდ შიშს „თავდაჭერილობა" დაარქვეს მნიშვნელობა არა აქვს უსამართლობას შეესწარი თუ დაჩაგრული ნახე, შენ მაინც კონფლიქტში არ უნდა ჩაერიო, არ გაბედო სხვისი დაცვა - ეს ხომ „აგრესიის" გამოვლინებაა.

   მართლმადიდებლობაშიც შემოიტანეს იგივე ტენდენცია ლიბერალმა სასულიერო პირებმა. სიმართლის თქმა მოდაში აღარ არის. ვაი, თუ არასწორად გაგვიგეს! ფანატიკოსის ან რადიკალის იარლიყი არ მიგვაკრან - ფიქრობს მავანი. გულში ხომ ეკლესიის ერთგული ვარ. რატომ დავირღვიო მყუდროება ?! რატომ ვინერვიულო ზედმეტად?!

   წმინდა პაისი მთაწმინდელი კი საპირისპიროს გვასწავლის: „თუ სანერვიულოს იმიტომ გაურბიხარ, რომ შენი მყუდროება არ დაირღვეს და ურთიერთობაში დამყოლი იყო, მაშინ შენ მშვიდი კი არა, გულგრილი ადამიანი ხარ! სულიერი სიმშვიდე ერთია, გულგრილობით და შიშით გამოწვეული დათმობა კი - სხვა."

   მამები ამბობენ, რომ: „სულიერი სიმამაცე არის ღვთის ძღვენი. მაგრამ ადამიანი თავად ზრდის მას. სხვა სათნოებათა მსგავსად სიმამაცეც ღმერთისა და ადამიანის სინერგიაა, ერთობლივი ქმედებაა."

   ისიხიოს პრესვიტერის თანახმად, არსებობს ადამიანის ოთხი სათნოება: გონიერება, სიბრძნე, სამართლიანობა და სიმამაცე... სიმამაცის საქმეა - მოიცვას და მართოს ხუთი გრძნობა, რომ არ შეიბილწოს ჩვენში, ჩვენს შიგნით და გარეთ ადამიანი ანუ გული და სხეული.

   ამრიგად, ვხედავთ თუ რა შედეგები მოყვება  სიმამაცესთან ბრძოლას. ის იწვევს ადამიანის სრულ დეგრადაციას, უპრინციპობას, ღალატს ანვითარებს შიშის სულს, რომელსაც არც ჭეშმარიტებისთვის ბრძოლა შეუძლია და არც ელემენტალური ადამიანობა.

   ჩვენ კი მცნება გვაქ: ვდგეთ მტკიცედ და შეურყევლად!

 

 

 

დავით ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება