მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტიანული მოწყალება და „სოციალური ქრისტიანობა“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ქრისტიანული მოწყალება და „სოციალური ქრისტიანობა“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე14-11-2022, 00:01 |
XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე გამოჩნდა კიდევ ერთი მოდერნისტული მიმართულება „ქრისტიანული სოციალიზმი". მისი მიმდევრები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ქრისტიანობასა და სოციალიზმს შორის აზრთა თანხვედრაა. მეტიც: თითქოს ქრისტიანობა ასაზრდოა და სრულყო სწორედ სოციალურმა იდეებმა. სწორედ ამ ნიშნით მიიქცია ჩვენი ყურადღება მორიგმა მოდერნისტულმა იდეოლოგიამ. საქმე ისაა, რომ ქრისტიანობა იმთავითვე ქადაგებდა და ბუნებრივია ქადაგებს მოყვასის სიყვარულს, მოყალებას, ქველმოქმედებას, ღარიბ-ღატაკთა თანადგომას და მისთ. ჩვენც გვსურს, რომ საზოგადოება ცხოვრობდეს ნორმალურად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანული საწყისები „ქრისტიანულმა სოციალიზმმა" ასაზრდოა. მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ძირითადი ნიშან-თვისებაა მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლენა. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ქველმოქმედებას, არამედ ადამიანზე ზრუნვას. სოციალური დაცვის ცნება არ გახლავთ ჩვენი დროის გამონაგონი. პირველი საქველმოქმედო დაწესებულებები (სასადილოები) მაცხოვრის აღდგომის შემდეგ მალევე გამოჩნდა იერუსალიმში და იქ პირველი შვიდი დიაკონი მსახურობდა. ამ ფაქტის შესახებ ვკითხულობთ „მოციქულთა საქმეებში". წმინდა პავლე მოციქული ქადაგებასთან ერთად შემოწირულობების შეგროვებითაც იყო დაკავებული, რომელსაც „ლოგია" ეწოდებოდა. წმინდა მამებიც, არამარტო დოგმატური საკითხების განხილვით, მოწყალების გაღებითაც იყვნენ ცნობილნი. ვიცით მაგალითად, რომ საეკლესიო კრებების ჟამს ბასილი დიდი კესარიაში „ვასილიადებს" (საქველმოქმედო საავადმყოფოები, სტუმართა მიმღები სახლები და სხვ.) აშენებდა. კონსტანტინოპოლშიც ღარიბებისთვის ეკლესიის მიერ საქველმოქმედო სასადილოები იყო მოწყობილი და ა.შ. მიუხედავად ამისა, ეკლესიას დღემდე არ გააჩნია საკუთარი ეკონომიკური პროგრამა, სოციალური წეს-განგების დებულებითი ხასიათი. ის არ ჩაება სოციალურ ბრძოლაში „უკეთესი მომავლისთვის", არამედ თავის მოვალეობად მიიჩნევს მოყვასზე ზრუნვას. ეს არა უბრალოდ პასიურობა ან ინერტულობა, არამედ ეკლესიის პრინციპული ხასიათის გამოხატულებაა, რაც მას გარდამოცემის თანახმად გააჩნია. საქმე ისაა, რომ „სოციალური ქრისტიანობის" საფუძვლები არა ქრისტიანული, არამედ ქილიასტური (ქრისტეს ათასწლიანი მეუფება დედამიწაზე) სწავლებისაა. სწორედ ამსოფლიური მიზნებისთვის ბრძოლას ენიჭება რელიგიური მნიშვნელობა სოციალურ ქრისტიანობაში. მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) ამბობდა: „ეს ძირისმომთხრელი ნეო-ქილიასტური ერესი თავის ამოცანად მიიჩნევს და თანამედროვე ქრისტიანთა ზეციურზე ზრუნვისაგან განშორებას ემსახურება. მარადიულზე ზრუნვის ნაცვლად მიწიერთან მიჯაჭვულობას ახალისებს, ამიტომ ნეო-ქილიასტებისთვის (იგივე სოციალური ქრისტიანობისთვის) მიუღებელია საუბარი განდგომილების, ანტიქრისტეს, ბოლო ჟამის, ჯოჯოხეთში შეუნანებელთა ტანჯვის შესახებ".1 არაამსოფლისაგანობა - აი, რა არის ქრისტეს მოწოდება! სოციალურ ქრისტიანობას კი სურს უზენაესი იდეები მდაბალით, წარმავალით ჩაანაცვლოს და ამით „გამოასწოროს", „გადააკეთოს" ეკლესია. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ქრისტეს სიტყვები: „მე ვარ პური ცხოვრებისა, რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა რწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდეს" (იონ. 6. 35). (გაგრძელება...)
1 ციტ. Социальное Христианство. antimodern.ru.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |