მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს - ეს) ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს - ეს) ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


2-11-2022, 09:28

ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს - ეს) ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ემს - World Council of Curches) XX ს-ის უმსხვილესი ეკუმენისტური ორგანიზაციაა და მოდერნისტულ მიმართულებათა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პროპაგანდისტი. 

   ყველაზე დიდი სიყალბე, რაც ამ ორგანიზაციის „მართლმადიდებელი" წევრებისაგან გაისმის, არის ლოზუნგი: ემს-ეს ფარგლებში ჩვენ მართლმადიდებლობის დამოწმებას ვანხორციელებთ. სინამდვილეში კი საბჭოს არასდროს გაუმართავს პირდაპირი დოგმატური დიალოგი. მისი განაწესი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რომელიმე კონფესიის ჭეშმარიტების სისავსით ფლობის პრინციპს. საბჭოს მესვეურთა აზრით, ყველა ქრისტიანული კონფესია ნაკლულოვანია და საჭიროებს ურთიერთგამდიდრებას. აქედან გამომდინარე კი უნივერსალური რელიგიის შექმნაა საჭირო.

   ემს XX ს-ის ორი წამყვანი ეკუმენისტური მოძრაობის - „რწმენა და ეკლესიის მოწმობა" - სა და „რწმენა და მოღვაწეობის" გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ნელ-ნელა ემს სხვა ეკუმენისტური ორგანიზაციებით შეივსო.

   1948 წ. ქ. ამსტერდამში შედგა ემს-ეს პირველ ასამბლეა. მასში მონაწილეობა ორმა ადგილობრივმა ეკლესიამ (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და ელადის ეკლესია) სხვა 44 ქვეყნიდან 145 სექტის წარმომადგენელთან ერთად მიიღო. „მართლმადიდებლების" მხრიდან მონაწილეობდნენ ისეთი გამოჩენილი ეკუმენისტები, როგორებიც არიან დეკანოზი ა. შმემანი, მიტროპოლიტი გიორგი (ხოდრი), გ. ფლოროვსკი. ა. შმემანი ახალგაზრდული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.

   1955 წ. შამბეზში (შვეიცარია) კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ათინაგორა I-მა ემს-ში საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენლობა დააარსა.

   1961 წ. 18 ივლისს რუსეთის ეკლესიის სხდომაზე მიტრ. ნიკოდიმოსმა (როტოვი) ემს-ში გაწევრიანების აუცილებლობაზე გააკეთა მოხსენება და იქვე გადაწყდა ეს საკითხიც.

   1966 წ. ჟენევაში, ემს-ეს ეგიდით შედგა მსოფლიო კონფერენცია: „ეკლესია და საზოგადოება". მონაწილეობდნენ: მიტრ. ნიკოდიმი (როტოვი), მიტრ. ანტონი სუროჟელი და სხვები.

   1967-1975 წ.წ. დეკანოზი იოანე მეინდორფი ემს-ეს კომისიის - „რწმენა და ეკლესიის მოწმობა" მოდერატორი გახდა.

   1968 წ. უფსალში (შვედეთი) ემს-ს მე-4 ასამბლეაზე ეკუმენიზმის რეალური სახე კიდევ უფრო მკაფიო შეიქნა ისეთი ოდიოზური პერსონების წარმოჩენით, როგორებიც არიან: პატრიარქი ბართლომე, ალექსანდრიის პატრიარქი პართენი და სხვები.

   1971 წ. იანვარში ადის-აბებაში შედგა ემს-ს კონფერენცია სახელწოდებით „დიალოგი სხვა რელიგიური შეხედულებების ადამიანებთან". მიტროპოლიტმა გიორგიმ (ხოდრი) მოუწოდა ქრისტიანებს შეეცნოთ მოუნათლავების ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება, გაემდიდრებინათ საკუთარი გამოცდილება მსოფლიო რელიგიურ საზოგადოებათა სულიერებით.

   1975 წ. ნაირობში (კენია) ემს-ს მე-5 ასამბლეაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე კომისიის წევრი გახდა.

   1983 წ. ვანკუვერში ემს-ეს მე-6 ასამბლეის ფარგლებში სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებს შორის ევქარისტიული თანამსახურება, ე.წ. „ლიმის ლიტურგია" შედგა, რომელზეც პროტესტანტული, კათოლიკური და მართლმადიდებლური ღვთისმსახურების კომპილაცია განხორციელოდა. ასე „ამდიდრებენ" ერთმანეთს ეკუმენისტები.

   1991 წ. კამბერაში (ავსტრალია) ემს-ს მე-7 ასამბლეა შედგა. ალექსანდრიის პატრიარქმა იქ განაცხადა: „ჩვენ მივილტვით ხილული ერთობისაკენ. ეს წმინდა მიზანია. ამისკენ მიილტვის ყველა ეკლესია. მართლმადიდებელი ეკლესია თავიდანვე მონაწილეობდა ემს-ში და მუდამ მის წევრად დარჩება".

   1993 წ. სანტიაგოში (ესპანეთი) ემს-მ ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია. მიტრ. გიორგიმ (ხოდრი) თავის გამოსვლაში განაცხადა: „ყველა რელიგიის ჭეშმარიტებანი ერთი და იგივე ღვთაებრივი საწყისებიდანაა. დიალოგი ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა იმიტომ, რომ ღვთაებრივი, სიტყვებსა და სიმბოლოებში დაფარული წეშმარიტების ძიება, შესაძლებლობას გვაძლევს რელიგიური ტრადიციების მიღმა გასვლის უფლება მოვიპოვოთ. ჩვენ ვეთაყვანებით იმავე ქრისტეს სხვადასხვა რელიგიებში მოგზაურობის დროს". კონფერენციაში მონაწილეობდნენ: პატრ. ბართლომე, მიტრ. ი. ზიზიულასი და სხვ.

   1997 წ. ემს დატოვეს საქართველოსა და ბულგარეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა.

   1998 წ. ხარარში (ზიმბაბვე) ემს-ს მე-8 ასამბლეა შედგა. საბჭოზე აღინიშნა, რომ ემს-ს ეკლესია-წევრები ვერ მიაღწევენ კონსესუსს ყველა საკითხში. თურმე მთავარია ის, რომ ემს არის ეკლესიათა თანამეგობრობა და არა ორგანიზაცია ან რომელიმე ცალკე აღებული საეკლესიო ინსტიტუტი.

   ასამბლეის მსვლელობისას „მართლმადიდებელ" ეკუმენისტებს „გამორჩათ" არამართლმადიდებლებთან ერთობლივი ლოცვის აკრძალვის იგნორირება. მონაწილეთა შორის იყვნენ ვ. შმალი, ი. მეინდორფი და სხვები.

   2006 წ. პორტუ-ალეგროში (ბრაზილია) ემს-ს მე-9 გენერალური ასამბლეა შედგა. მონაწილეთა შორის იყვნენ ეპ. ილარიონი (ალფეევი), ვსევოლოდ ჩაპლინი, ოსიპოვი და სხვები.

   ერთი სიტყვით, „მართლმადიდებელი" ეკუმენისტები ემს-ში მონაწილეობას ქრისტიანულ ეკლესიათა სარწმუნოებრივი გაერთიანებისკენ მიმავალ ორთგვარ გზად მიიჩნევენ, მაგრამ ავიწყდებათ სახარებისეული სწავლება: რა საერთო აქვს ნათელს ბნელთან?! (გაგრძელება...)

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება