მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ნუ წარიკვეთ სასოს
ნუ წარიკვეთ სასოს5-02-2014, 00:05 |
„შეცოდება - ადამიანური საქმეა; სასოწარკვეთა - სატანური" წმიდა ნილოს სინელი * * * „გაიხსენე ღვთის სამსჯავრო, შეძრწუნდი, მაგრამ არც მისი გულმოწყალება დაგავიწყდეს, რომ სასო არ წარგეკვეთოს" * * * „წარიკვეთო სასო - ნიშნავს, თავად წაართვა საკუთარ თავს ღვთის მოწყალება, რომლის მოსაცემადაც უფალი ყოველ წუთს მზადაა"
* * * „უზომობა მაცხოვნებელ მწუხარებას ცოდვებზე უმეტესად დამღუპველად აქცევს" ეპ. ლეონიდე ოქროპირიძე
* * * „დაუდევრობა აგდებს ზეციდან, სასოწარკვეთა კი უღრმესი ბოროტების უფსკრულისაკენ მიუძღვის" * * * „არ წარიკვეთო სასო, იმიტომ რომ უფალი მოწყალეა; მაგრამ არ უნდა იყო უდარდელიც, იმიტომ, რომ იგი მართალია" * * * „არ არსებობს დაგვიანებული სინანული, ვიდრე ადამიანი ამქვეყნად ცხოვრობს" წმიდა იოანე ოქროპირი
* * * „სასოწარკვეთა ჯოჯოხეთია სულში, მანამ, ვიდრე სულს ჯოჯოხეთში ჩააგდებდეს" * * * „თქვენი ცოდვების ზომა დაადგინეთ მხოლოდ სიმდაბლით, შეზღუდეთ ამპარტავნება და არ გაზომოთ მისით ღვთის მოწყალება, რომელიც უსაზღვროა" * * * „ყველაფერზე შეიძლება გვეთქვას უარი, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაზე არასდროს, არასდროს!.." * * * „ადამიანს ღუპავს არა დიდება, არა ცოდვათა სიუხვე, არამედ - მოუნანიებლობა და გასასტიკებული გული" * * * „უფალი ცოდვილებს კი არ ასამართლებს, არამედ - მოუნანიებელ ცოდვილებს" * * * „ერთი თვალი მიაპყარი მოწყალე უფალს, მეორე კი მის სიმართლეს" * * * „სინანული დროის ხანგრძლივობაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ მონანულის გულმოდგინებაზე"
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * „უდიდესია შენი ცოდვები, მაგრამ ღვთის მოწყალება დაუსრულებელია. უხვად გაქვს ცოდვები, მაგრამ უფლის სიუხვე დაუთვლელია" * * * „უფალი კეთილია ყველასადმი, მაგრამ უპირველესად და უმეტესად - მონანული ცოდვილებისადმი" * * * „გახსოვდეს, რომ ქრისტე მოკვდა ცოდვილთათვის, და არა - მართალთათვის" წმიდა ისააკ ასური
* * * „ქრისტეს არ ეყოლებოდა მართალნი, მოწყალებით რომ არ მიეღო ცოდვილნი" * * * „წმიდანთა რიგი ყოველთვის იზრდება ცოდვილთა რიგიდან" ნეტარი ავგუსტინე
* * * „შეიძლება, ადამიანებზე იმედის დამყარება დაგვიანებული იყოს, მაგრამ უფლისადმი სასოება არასდროსაა გვიან" წმიდა დიმიტრი როსტოველი უკან დაბრუნება |