მთავარი > საცდურები > რომელ ოჯახს იცავს ასოციაცია „ოჯახის დაგეგმარება“ ?!

რომელ ოჯახს იცავს ასოციაცია „ოჯახის დაგეგმარება“ ?!


22-07-2012, 19:41
  ამ ბოლო დროს პრესით, ტელევიზიით და რადიოთი სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი სკოლებში ე.წ. „სექსუალური განათლების" შესახებ, სქესობრივი აღზრდის აუცილებლობის შესახებ. ჩვენი ქვეყნისათვის ეს ახალი მოვლენაა, ამიტომ აუცილებელია, ყველაფერში დაწვრილებით გავერკვეთ.
  სექსუალური განათლების პროგრამების მთავარ ინიციატორად გვევლინება „ოჯახის დაგეგმარების" რუსეთის ასოციაცია (ოდრა), რომელიც შეიქმნა 90-იანი წლების დასაწყისში, როგორც ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაციის ფილიალი, რომლის ცენტრი ამერიკაშია. ცნობილია, რომ ეს ფედერაცია ოპოზიციაშია პრაქტიკულად ყველა ქრისტიანულ სარწმუნოებასთან. მას ებრძვიან მართლმადიდებლებიც, კათოლიკებიც და პროტესტანტებიც, განსაკუთვრებით - ამერიკაში. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან თავისი იდეოლოგიით, ამოცანებით, მეთოდებით, სტრუქტურით ეს ასოციაცია მოგვაგონებს ანტიქრისტიანული სწავლების სექტას. როგორც სექტათა უმეტესობისთვისაა დამახა-სიათებელი, აქაც პირველი შთაბეჭდილება არ იძლევა სწორ წარმოდგენას ნამდვილ ამოცანებსა და მიზნებზე. მაგალითად, „ოჯახის დაგეგმარების" ასოციაციის თანამშრომლები ცდილობენ თავი კარგი მხრიდან დაგვანახონ, მათი საყვარელი ლოზუნგებია: „უსაფრთხო აბორტი" (გამოთქმა სრულიად უაზროა: ნებისმიერი აბორტი ნიშნავს ბავშვის მკვლელობას და ქალის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებას), „უსაფრთხო დედობა", „უსაფრთხო სექსი" , „სიყვარული რისკის გარეშე" , „ყოველ ბავშვს აქვს უფლება, დაიბადოს სასურველი". ისინი არწმუნებენ გულუბრყვილო ადამიანებს: „ჩვენ აბორტის წინააღმდეგი ვართ. აბორტი ძალიან ცუდია. საჭიროა, შეძლებისდაგვარად, აბორტების რიცხვის შემცირება". მაგრამ თუკი უფრო ღრმად ჩავწვდებით მათ საქმიანობას, გავარკვევთ, რა იმალება ამ სიტყვების მიღმა. თურმე ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაცია იღწვის იმისათვის, რომ დაიბადონ მხოლოდ სასურველი ბავშვები, არასასურველნი კი უნდა განადგურდნენ დედის მუცელში. აღმოჩნდა, რომ უფლება, დაიბადოს „სასურველი" - ეს სიტყვიერი საფარველია, რომლის უკან იმალება ის, რომ ხსენებული ასოციაცია აქტიურ რეკლამას უწევს აბორტებს და აწარმოებს კიდეც მათ. მაგალითად, ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაციის ამერიკული ფილიალი სააბორტო მომსახურების უმსხვილესი მომწოდებელია, რითაც უდიდეს შემოსავალს იღებს. მხოლოდ შეერთებულ შტატებბში აბორტების ინდუსტრიას ყოველწლიურად 5000 მლნ. დოლარი შემოსავალი მოაქვს.
  რაც მთავარია, ამ ორგანიზაციას პოლიტიკური მიზნები ამოქმედებს. ვინ არ იცის, რომ მოსახლეობის რაოდენობა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფაქტორია. ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაცია ასრულებს პოლიტიკურ შეკვეთას მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე.
  1991 წელს ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ორგანიზაციამ რუსეთში თავისი ფილიალი გახსნა და ახლა მისი განყოფილებები განლაგებულია რუსეთის ათეულ ქალაქში (ჟურნალ „ოჯახის დაგეგმარების" მიხედვით - 52 ფილიალი). ყოველი მათგანი იღწვის შობადობის შემცირებისთვის (სტერილიზაცია, აბორტები, კონტრაცეფცია).
  1996 წლის 17 ოქტომბრის „ნეზავისიმაია გაზეტაში" გამოქვეყნდა ასოციაციის გენერალური დირექტორის ი.გრებეშოვას სტატია - „თანამედროვე ოჯახის დასაცავად". სტატია მიზნად ისახავს დაამტკიცოს, რომ ეს ასოციაცია რუსეთისათვის კეთილისმყოფელია, იცავს ოჯახს.
  რა გზით აპირებს ასოციაცია ოჯახის დაცვას და რას ნიშნავს „თანამედროვე ოჯახი" ოდრა-ს განმარტებით? თუ ამ ორგანიზაციის ოფიციალურ რუპორს - ჟურნალ „ოჯახის დაგეგმარებას" მივმართავთ, წავიკითხავთ შემდეგს: „ოჯახი" ეს მხოლოდ და მხოლოდ თეორიული მცნებაა. დღევანდელ დღეს მან შეიძლება მიიღოს განსხვავებული ფორმები. ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ორგანიზაცია იცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლებას ოჯახის ტიპთან მიმართებაში. ამგვარად, იგი აღიარებს ოჯახის ტიპების მრავალფეროვნებას თანაბარი უფლებებით. არ შეიძლება ხელი შევუწყოთ ოჯახის რომელიმე ერთ ტიპს (ჟურნალი „ოჯახის დაგეგმარება" № 2, 1994, გვ. 8). სინამდვილეში ასოციაცია საერთოდ უარყოფს ოჯახის მცნებას! მისი კონკრეტული ინტერესი მიმართულია არასრულწლოვანებზე: „ოჯახის დაგეგმარების პროგრამებმა უნდა უზრუნველყონ მოზარდთათვის კონტრაცეპტული მომსახურება მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობისა და მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი დაქორწინებულები" ( ჟურნალი „ოჯახის დაგეგმარება" № 2, 1994, გვ. 14 ). „კონტრაცეფციის სფეროში მომსახურება და კონსულტაციები ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს მოზარდთათვის" (ჟურნალი „ოჯახის დაგეგმარება" № 2, 1994, გვ. 14).
   უკვე რამდენიმე წელია, რაც რუსეთის ასოციაცია აქტიურად ეწევა ბავშვთა და მოზარდთა „განათლებას". ბავშვებისათვის გამიზნულ გამოცემებს სხვანაირად ვერ შევაფასებთ, თუ არა როგორც პორნოგრაფიას. ზოგიერთ სკოლაში აქტიურად ინერგება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა მიწოდებაც. ამ მიზნებისათვის გახსნილია „ოჯახის დაგეგმარებისა და მოზარდთა სექსუალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი". რა ოჯახი შეიძლება ჰქონდეს ახალგაზრდას?
 ბავშვებს „უსაფრთხო სექსს" სთავაზობენ. ეს კიდევ ცოტაა. ოდრა ცდილობს, მიანიჭოს ჩვენს ბავშვებს უფლება, უფასოდ მიიღონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და კონსულტაციები მათი ხმარები-სათვის მშობელთა დაუკითხავად!
   რა უფლებებსა და თავისუფლებებს გვიქადის კანონი „რეპროდუქციულ უფლებათა შესახებ"? ეს არის ბავშვებისათვის უსაფრთხო სექსის, სტერილიზაციის, აბორტისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯზე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა უფლებები.
   ამ კანონის დანარჩენი „უფლებანი და თავისუფლებანი" ისეთი ხასიათისაა, რომ მისი ქაღალდზე გადმოცემის უფლებას არ გვაძლევს ქრისტიანული სინდისი.
   რომელი ფულით უნდა დაფინანსდეს „უფლებებისა და თავისუფლებების" რეალიზაცია? ჩვენი ჯიბიდან, გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე. ახლა უკვე, როდესაც გადავიხდით გადასახადებსა და სამედიცინო დაზღვევის შესატანს, ჩვენდა უნებურად დავაფინანსებთ „უსაფრთხო სექსის უფლებას". ერთადერთი იმედი დაგვრჩა, რომ დეპუტატები ხმას არ მისცემენ ამ კანონს.
   ასოციაცია არაფერს აკეთებს ოჯახის დასაცავად. აბორტები, სტერილიზაცია, ჰომონალური აბებისა და სპირალების რეკლამა, ბავშვთა შორის გარყვნილი მასალების გავრცელება, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა - ყველაფერი ეს მიზანდასახულად ხელს უწყობს ხალხის გადაშენებას. იქმნება პარადოქსული სიტუაცია, ოჯახის დაგეგმარების რუსეთის ასოციაცია იღებს ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეწევა თავისივე ხალხის გარყვნას. გამოდის, ეს ორგანიზაცია სახელმწიფო ხარჯებით ეწევა ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას.

უკან დაბრუნება