მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > შეუცნობელი მომავალი
შეუცნობელი მომავალი4-02-2014, 00:03 |
„მომავლიდან ჩვენთვის არაფერია ცნობილი, გარდა - ერთი მთლიანი უცნობელობისა. ჩვენ მასზე მხოლოდ ის ვიცით, რომ არაფერი ვიცით" * * * „თუ განგებას სურს, რომ არ ვიცოდეთ ჩვენი მომავალი, უეჭველია, ჩვენივე სასიკეთოდ და სასარგებლოდ, განა, ჩვენი მხრიდან კადნიერება არ იქნება მკითხავებსა და მჩხიბავებს მივმართოთ, რათა გავიგოთ, თუ რა მოგველის წინ?! ან ჩვენგან ეს ღვთის მძიმე შეურაცხყოფა არაა?!" * * * „ნუ დაინტერესდები მომავლით, არამედ - სასარგებლოდ გამოიყენე აწმყო. რა სარგებელი გაქვს განჭვრიტო განგება?! თუ მომავალი რაიმე სიკეთეს მოგიტანს, მაშინ იგი თავისთავად მოვა, თუნდაც წინასწარ ვერ გაიგო. ხოლო თუ იგი მჭმუნვარეა, რა მონაპოვარია შენთვის, წინასწარ გაითანგო მწუხარებით" წმიდა ბასილი დიდი
* * * „გახსოვდეს წარსული; მიენდე უფალს მომავალში; კეთილად გამოიყენე აწმყო" წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელი
უკან დაბრუნება |