მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > თავისუფლება და მონობა

თავისუფლება და მონობა


20-01-2013, 00:03
თავისუფლება და მონობა

   „უფალმა მოგვცა თავისუფალი ნებელობა, რათა ერთდროულად პასუხს ვაგებდეთ საკუთარ ქმედებებზე და ვბატონობდეთ მათზე"

წმიდა ბასილი დიდი

 

 

* * *

„ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანად არ ქცეულა, იმას კი არ აკეთებს, რაც უნდა, არამედ იმას, რაც არ უნდა - იგი თავისი ვნებების მონობაშია"

* * *

„ასეთია ქრისტიანობა: იგი მონობაშიც მოგვიპოვებს თავისუფლებას!"

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *

„შეიძლება, მონობაშიც არ იყო მონა, და მონა იყო თავისუფლებაში"

* * *

„შეიძლება, შებორკილიც კი სულიერად თავისუფალი იყო და ამავე დროს ტახტზე მჯდომი ვნებებს იყო დამონებული"

ნეტარი ავგუსტინე

 

 

* * *

„არავინ გაწყენინებს, როდესაც საკუთარ თავს არ აწყენინებ"

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

* * *

„ყველაზე თავისუფალია ის, ვისაც ამ ქვეყნად არაფერი სურს"

* * *

„რაც ნაკლებია სურვილები, მით ნაკლებია ბორკილები"

* * *

„ნება თითოეულ ჩვენგანს გვასწავლის და გვტანჯავს"

* * *

„გინდოდეს ზედმეტი ან რა გსურდეს საჭირო - თანაბრად დასაძრახია"

* * *

„ის კი არაა თავისუფალი, ვისაც შეუძლია იმის კეთება, რაც უნდა; არამედ თავისუფალი ისაა, ვისაც შეუძლია უნდოდეს ის, რაც მან უნდა გააკეთოს"

* * *

„ჭეშმარიტი თავისუფლება მხოლოდ კანონის ფარგლებშია და უმაღლესი თავისუფლება მთლიანად უფლის ერთგულებაში მდგომარეობს"

* * *

„მონობა უნდა ეწოდოს თავაწყვეტილობას და სამარცხვინო მონობა - იმას, როცა ადამიანი ფეხქვეშ თელავს ღვთაებრივ კანონებს"

წმიდა ამბროსი მედიოლანელი

უკან დაბრუნება