მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > შევაჯამოთ მიტროპოლიტი ი. ზიზიულასის სწავლება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

შევაჯამოთ მიტროპოლიტი ი. ზიზიულასის სწავლება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


30-07-2022, 13:03

 

   1) მან უკიდურესად შეურაცხყო მართლმადიდებელი ეკლესიის მრწამსის თანახმად გათვალისწინებული დოგმატური სწავლება ეკლესიის შესახებ.

   2) მან ღვთაებრივი ევქარისტია ადამიანურ მსახურებამდე დაიყვანა.

   3) მან უკიდურესად შეურაცხყო ეკლესიის წმინდა გარდამოცემა. კერძოდ: პრაქტიკულად უგულებელყო ყველა მართლმადიდებლური ანთროპოლოგიური დოგმატი.

   4) მან ეჭვი შეიტანა მსოფლიო კრებების განსაზღვრებებში.

   5) მან წმინდა მამების ერთსულოვანი სწავლება კერძო შეხედულებებამდე დაიყვანა და დაუპირისპირა კიდეც ერთმანეთს.

   6) მან წმინდა სამებაში შეიტანა „მონარქიის" პრინციპი, გამიჯნა პირი (პიროვნება) არსისაგან. მისთვის არსი მხოლოდ მამის კუთვნილებაა, ხოლო ძე და სულიწმინდა მამისაგან გამომდინარე პირებია. ე.ი. ერთარსი წმინდა სამება მის ღვთისმეტყველებაში აღარ არსებობს - ერესია.

   ამრიგად, მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი არაა მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი. ის უბრალოდ ფილოსოფოსია, რომელმაც საკუთარი ფილოსოფიური სწავლება - „ურთიერთობის ღვთისმეტყველება" შექმნა, ხოლო მისი გავრცელების მიზნით ხელთარსებული ნებისმიერი სწავლება და შეხედულება საკუთარი არსებისამებრ გამოიყენა. ამიტომ მასზე და მის მიმდევრებზეა მორგებული წმ. პავლე მოციქულის სიტყვები: „ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოება, არავინ არს მიერთამდე. სამარე ზე-აღებულ არს ხორცი მათი; ენითა მათითა ზაკუვიდეს; გესლი ასპიტთაი ბაგეთა მათთა" (რომ. 3. 12-13).





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება