მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > „ნეოპენტარქია“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ნეოპენტარქია“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


6-07-2022, 08:59

„ნეოპენტარქია“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   2011 წელს „პენტარქიის თეორიის" ახლებური ვერსია - „ნეოპენტარქიის" კონცეფცია გაჟღერდა. ინიციატორი, ცხადია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და მისი თანამოაზრე ეთნიკური ნიშნით შერჩეული ადგილობრივი ეკლესიებია.

   თუკი პენტარქიას სხვა ადგილობრივ ეკლესიებზე რაიმე განსაკუთრებული უფლებამოსილების პრეტენზია, გარდა პატივით უპირატესობისა, არ გააჩნდა, „ნეოპენტარქიის დამაარსებლებმა" განაცხადეს, რომ მან (ნეოპენტარქიამ) უნდა უზრუნველყოს მსოფლიო ეკლესიის მართვა და მის წინაშე მდგარი საკითხების გადაწყვიტა.

   პირველად ამის შესახებ 2011 წლის სექტემბერში აღმოსავლეთის ოთხი ძველი საპატრიარქოსა და კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლთა მოწვევა-შეკრებისას განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ: „მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი საპატრიარქოები კვიპროსის უწმინდეს ეკლესიასთან ერთად... წარმოადგენენ მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი შენობის საყდრებსა და შემადგენლობას".1

   „პენტარქიის" ახლებური ვარიანტი (ნეოპენტარქია) კანონიკური თვალსაზრისით დაახლოებით ამ მოსაზრებას ავითარებს: „ხუთი წინამძღოლის (კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი და კვიპროსი) ნებისმიერი შეკრება ფაქტობრივად მსოფლიო რანგის ტოლფასია. სხვა ადგილობრივი ეკლესიები ავტოკეფალიასაც რომ ფლობდნენ, ერთ-ერთი ძველი საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არიან მაინც. ამიტომ, საერთომართლმადიდებლურ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად არ არის აუცილებელი მათ დავეკითხოთ, არამედ საკმარისია ვიცოდეთ „ძველი საპატრიარქოების", პლიუს კვიპროსის ეკლესიის აზრი, ვინაიდან დანარჩენი ავტოკეფალური ეკლესიები, საპატრიარქოები (საქართველოს, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის და ა.შ.) მხოლოდ სახელით არიან „საპატრიარქოები" „ახალი საპატრიარქოებია" და მათ არ გააჩნიათ არანაირი უფლებამოსილება მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის სისტემაში.”

   პროცესები ასე განვითარდა: კვიპროსის ეკლესიამ ისურვა დიპტიქში მეხუთე ადგილის დაკავება და თავისი სტატუსის („მთავარეპისკოპოსი") პატრიარქით ჩანაცვლება. საქმე ისაა, რომ ეს გადაადგილება არ ეხება მხოლოდ ოთხ ძველ ეკლესიას და ეხება ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას, ვისი წარმომადგენლებიც არ თანხმდებიან საკუთარი ეკლესიის დაბალ საფეხურზე გადანაცვლებას დიპტიქში. მოგეხსენებათ, ჩვენი ეკლესია, მეექვსე ადგილს იკავებს დიპტიქში რუსეთის ეკლესიის შემდეგ.

   როგორც ჩანს, აღმოსავლეთის წინამძღოლებთან „განსაკუთრებული" კავშირების (პირველ რიგში, საერთო-ბერძნული და ელინიზმის იდეების ერთგულების) წყალობით, კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა ფანარიოტმა პირველი ოთხეულის რიგში დაინახა თავისი ადგილი და კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის შემდეგ ჩადგა. 2016 წლის ივლისში კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენელმა, მთავარეპისკოპოსმა იობმა (გუჩა) აღნიშნა, რომ პენტარქიის წევრების, „ესაა ეკლესიები, რომლებიც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დამტკიცდა", ხოლო სხვა ეკლესიები - ესაა „ავტოკეფალიების ახალი ტალღა, რომლებიც არ დამტკიცებულა მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ".

   ამრიგად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პენტარქიის (ნეოპენტარქიის) ამოქმედებისათვის ესაჭიროებოებოდა:

   1) მოსკოვის საპატრიარქოს პენტარქიიდან ამოგდება, როგორც „ახალი ტალღის ავტოკეფალიის წარმომადგენლობა".

   2) კვიპროსის ეკლესიის ხუთეულში შეყვანა, აბა სხვანაირად არ გამოდიოდა პენტარქია და რა ექნა?!

   ყოველივე ეს ფანარიოსს გრძელვადიანი მიზნების განხორციელებისთვის სჭირდება. იგივე იობმა (გუჩა), კვიპროსის ეკლესიისა და აღმოსავლეთის საპატრიარქოების განსაკუთრებულ სტატუსზე საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორია კონსტანტინოპოლის მმართველობის ქვეშაა, ხოლო მას (დედა-ეკლესიას) შეუძლია ავტოკეფალიის შეთავაზება უკრაინისა და ნებისმიერი სხვა ქვეყნისათვის.

   შედეგად, სახეზეა სრული ქაოსი. ელინური ეკლესიები განსაკუთრებული უფლებამოსილების პრეტენზიით ფეხქვეშ თელავენ საეკლესიო კანონებს, რომლებშიც მკაცრადაა განსაზღვრული მაშინდელი ყოველი ადგილობრივი ეკლესიის ტერიტორია თუ ოლქი. ისინი ახალი კონცეფციების („აღმოსავლური პაპიზმი", „ნეოპენტარქია") კვალობაზე მოქმედებენ და კონსტანტინოპოლმაც მორიგი ნაბიჯი გადადგა, რათა მთელ ეკლესიას მოახვიოს თავს თეორია - „პირველი - თანასწორთა გარეშე!"




1 Древняя пентархия или суд над Русской Церкового. Н. Головко. 24.02.2022.



დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება