მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > იდეალიზმის მიზანი - დავით ჯინჭარაძე

იდეალიზმის მიზანი - დავით ჯინჭარაძე


20-06-2022, 17:35

 

   იდეოლოგიების დამღუპველი მოქმედებების და შედეგების შესახებ არაერთგზის დავწერეთ და გვისაუბრია. ჩვენ ვთქვით და ამაში ყველა ქრისტიანი მოაზროვნე თანხმდება, რომ იდეოლოგიებმა: ლიბერალიზმმა, ფაშიზმმა, კომუნიზმმა, ჰუმანიზმმა, იდიალიზმმა და სხვამ, განაშორა ადამიანი ღმერთს თავისი ჩანაცვლებით, გაყალბებული ღირებულებებით, სიცრუით და პირდაპირი ბრძოლით.

   ადამიანის ღვთისგან განშორება, ანუ ბრძოლა ღვთისა და ადამიანის წინააღმდეგ -  მართლაც მათი საერთო მიზანია და ამ მიზნის მისაღწევად ხშირად ერთობლივად მოქმედებენ. ასე, დღეს ხშირად გავიგონებთ ლიბარალს როგორ ამკობენ შეძახილებით „თქვე ფაშისტებო!", სულით და მსოფლმხედველობით კომუნისტებს კი სამართლიანად ეძახიან „თქვე ლიბერალებო!". იდეოლოგიები მართლაც არ მოქმედებენ დამოუკიდებლად. აქ „მიზანი" ერთია, ამიტომ „ამართლებს საშუალებებს".

   ადამიანი დაიბნა, ის ვერ ხედავს, რომ სწორედ  „საშუალება" გახდა იდეოლოგიების ხელში. ის მოქმედებს დროის მოთხოვნის მიხედვით, რადგან მისთვის დროის სულია „ღმერთი", იგი იოალად იცვლის მსოფლმხედველობას. ამიტომ, ლიბერალის აბსოლუტის არ არსებობა, ფაშისტის სისასტიკე, კომუნისტის საკუთრების თეორია, ჰუმანისტის გაღმერთებული ადამიანი და იდიალისტის „პოზიტივიზმი" ხშირად ერთ ადამიანში გვხდება თავმოყრილი.

   ასეთ ადამიანებს არც ღმერთის სწამთ და არც სამშობლო ადარდებთ. ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების დროს გაიძახიან: „არ იცხოვრება ამ ქვეყანაში!". და გარბიან, ვისაც რა საშუალება გამოუჩნდება. წარმოვიდგინოთ, ჩვენი წინაპრები მტრის გამოჩენის დროს რომ ეყვირათ: „წავედი, აღარ იცხოვრება ამ ქვეყანაში!".

   ჩვენი დროის „პოზიტიურ" იდეოლოგიად შეგვიძლია მივიჩნიოთ იდიალიზმი. იგი უთუოდ ჩვენი დროების ერთ-ერთი მზვაკვარი მტერია. ჩვენ რწმენაში, პოლიტიკაში, კულტურაში, ყველაფერში იდიალიზმს ვხედავთ, ანუ გვწამს ჩვენი საკუთარი „იდიალური" წარმოსახვების ნებისმიერი საგნის მიმართ. ის არის სიცრუე, რომელიც ბუნდოვანს ხდის სწორ წარმოდგენას ჭეშმარიტებაზე, რწმენაზე და ეროვნულ ღირებულებებზე. იდიალიზმი ვერ იტანს  დისკომფორტს. იგი ფარულ ბრძოლაშია ქრისტიანობასთან, რადგან ქრისტიანობა  - ჯვარცმაა!

   მამა სერაფიმე (როუზი) წერდა იდიალიზმის შესახებ:" „ჰუმანური იდეალიზმი" არის ის, რაც ქრისტიანებში რჩება საკუთრივ ქრისტიანული ჭეშმარიტების გაუჩინარების შემდეგ. იგი ის ნიადაგია, რომლის საფუძველზე შეიძლება ქრისტიანთა და არაქრისტიანთა გაერთიანება. მართალია, აღმოცენებულია ქრისტიანობიდან, მაგრამ ქრისტიანულ სწავლებისთვის დამახასიათებელ ფერადოვნებას აცლის."

   იდიალიზმი მომხიბვლელია ყველასათვის. მას  პირველ ყოვლისა სწამს ადამიანისა და მიწიერი ბედნიერების. ვინცა ამ სწავლებას ეთანხმება , ყველა თავისებურად განმარტავს ქრისტიანობას: ქრისტიანებში შემოპარული იდიალიზმის სული გამიწიერებას იწყებს, სულიერი საგანი ფშვინვიერში გადაყავს, ეკლესიურ სწავლებას აუცილებლობად აღარ მიიჩნევს, ჭეშმარიტების საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, ძირითადად საკუთარი გონება აქვს „გაიდიალებული".

   არაქრისტიანებში იდიალიზმი „რელიგიად" არის მიჩნეული. ხედავენ სულიერებას, სადაც სულიერება საერთოდ არ არის. რიტორიკაში შესაძლოა სახარების ტერმინებსაც იყენებენ, თუმცა არაქრისტიანული გაგებით.

   იდიალისტი ხიბლშია. მას მიაჩნია, რომ ღვთის სამსახურშია, სინამდვილეში იდეოლოგიებს ემსახურება. მისი ფუნქცია იდეოლოგიების „გაკეთილშობილებაა" და ამ გზით ადამიანთა შეცდომაში შეყვანა.

 

 

 

დავით ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება