მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მარხვა, მთავარი გვედის ფოტო > მარხვა და ზომიერება - წმ. მამათა საგანძურიდან
მარხვა და ზომიერება - წმ. მამათა საგანძურიდან26-03-2024, 19:51 |
„მცნება მარხვის შესახებ ისეთივე ძველია, როგორც - თავად სამყარო" * * * „ვინაიდან არ ვმარხულობდით, გამოგვაძევეს სამოთხიდან! ამიტომ ვიმარხულოთ, რათა კვლავ შევიდეთ სამოთხეში" * * * „რამდენსაც წაართმევ სხეულს, იმდენ ძალას შემატებ სულს" * * * „ისწავლე მუცლის მოთოკვა მაგარი აღვირით: მარტო იგი კი არ იძლევა მადლიერებას მისთვის გაწეული სიკეთისათვის" წმიდა ბასილი დიდი
* * * „მარხვის არშენახვა ნიშნავს დავემსგავსოთ წარმართებს, რომლებმაც არ იციან მარხვა" * * * „არ ყოფილა და არც მოხდება, რომ ვინმე ქრისტიანთაგანი წმინდათა შორის შერაცხულიყო და მმარხველი არ ყოფილიყო" * * * „ნუ დაიჯერებთ, რომ კაცს გამაძღარი სტომაქით ლოცვა და მონანიება შეუძლია" * * * „როცა მარხვისაგან ხორცი ცოტაოდენ მოუძლურდება, მაშინ სული თავისუფლდება და თავის შემოქმედისადმი მიილტვის" * * * „ჭამისა და სმისაგან მრავალი სნეულება, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან - არცერთი" წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე
* * * „არ შეიძლება, საკუთარ თავს ისეთი მარხვა დაუწესო, რომელიც შენს ძალებს აღემატება. მარხვა ადამიანებისთვისაა და არა - ადამიანი მარხვისთვის" * * * „მარხვა ხორცისა საზრდოა სულისა" * * * „შეუძლებელია, რომ ცეცხლი წყალში ენთოს, ასევე შეუძლებელია სინანული - მარხვის გარეშე" * * * „მსუქანი მუცელი ვერ დაბადებს ფაქიზ აზრს" წმიდა იოანე ოქროპირი
* * * „გემოთმოყვარეობა მრუშობის დედაა" ძველი პატერიკი * * * „ეშმაკთა უფროსი დაცემული მთიებია, ხოლო ვნებათა მთავარი - გემოთმოყვარეობა" * * * „დასძლიე მუცელი, ვიდრე იგი დაგძლევს შენ" წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
* * * „თუ გაგიტაცებს გემრიელი და ბევრი საჭმლის სურვილი, გაიხსენე სიმყრალე, რომელიც მისგან მოდის და დამშვიდდები" ამბა ისაია
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |