მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „სენსაციური მართლმადიდებლობა“ - დავით ჯინჭარაძე

„სენსაციური მართლმადიდებლობა“ - დავით ჯინჭარაძე


9-06-2022, 10:03

„სენსაციური მართლმადიდებლობა“ - დავით ჯინჭარაძე

 

   ჩვენი დროის ერთ-ერთ დამახასიათებელ მოვლენად თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ „სენსაციური მართლმადიდებლობა", რომელმაც განსაკუთრებული გასაქანი ჰპოვა  სოც-ქსელებში და მედია სივრცეში.

   მორწმუნე ადამიანთა ეს კატეგორია გამუდმებით სენსაციების, სასწაულების და უჩვეულო მოვლენების ძიებაშია. და როგორც კი რაიმე „სენსაციურს" იპოვნის, იმწამსვე გაზიარებას იწყებს და აპოკალიფტიკური სულისკვეთებით გაიძახის : „ხედავთ რა ხდება!?". ისინი გიზიარებენ „სენსაციას" როგორც ამ იმფორმაციის ექსკლუზიური მფლობელნი, საიდუმლოების მპყრობელნი, რომელსაც რომ არა მათი ჩართულობა,  ვერც გავიგებდით.

   ამ კატეგორიის ადამიანთა უმრავლესობას ვერტუალური სამყაროს მიღმა ახასიათებს გარეგნული, სხვისთვის საჩვენებელი მართლმადიდებლობა: ყურადღება ექცევა ჩაცმულობის სტილს, ჭკუის სწავლების ტონით საუბარს, საკუთარი აზრის დომინირებულ პოზიციაში დაყენებას, სასულიერო პირებთან ლაქუცს, მრევლში აქტიურობას და ა.შ.

   როგორც წესი სენსაციებისადმი და სასწაულებებისადმი  ლტოლვა და გარეგნულზე ფოკუსირება შინაგან ცხოვრებაზე ყურადღების ნაკლებობის ნიშანია. მართლმადიდებლურ სწავლებაში შინაგანი ღვაწლი გარეგნულ გამოვლინებებს მკაცრად ემიჯნება ერთმანეთს. ამის მაგალითია თავად მაცხოვარი და ეკლესიის ყველა წმინდანი. მთავარი პრინციპი: რასაც აკეთებს მარჯვენა ხელი არ უნდა ხედავდეს მარცხენა - „სენსაციური მართლმადიდებელისთვის" ძნელად შესასრულებელია.

   სამწუხაროდ ამგვარი „მართლმადიდებლობა" მოწონებულია საზოგადოების მიერ, მათ შორის სასულიერო პირთა მხრიდან. ეს მოვლენა აღარ არის მხილების საგანი, პირიქით, ის წახალისებული და სამაგალითო ქცევად არის მიჩნეული.

   სინამდვილეში, ეს ადამიანები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის შინაარსი და ანალიზი არ აინტერესებთ. ჩაღრმავება ხომ დროს და ენერგიას მოითხოვს, ეს კი მათ არ სსურთ. შედეგად მარტივ კითხვაზე ვერ გპასუხებენ, სამაგიეროდ ყოვლისმცოდნე პოზას კი იჭერენ.

   „სენსაციური მართლმადიდებელი" ზოგადად  არა სერიოზულია. ხუმრობა და დაცინვა მისთვის განუყრელი მეგობრებია. ამიტომ „სენსაციურ მართლმადიდებლობის" ინფოსთან ერთად ის იუმორისტულ გადაცემებს და ანეგდოტებს აზიარებს.

   „სენსაციური მართლმადიდებლობის" განმავრცელებლებს „სასწაულების" მოლოდინში მყოფი პუბლიკა ყავთ. რომელნიც შეშფოთებით გაიძახიან: „ვაჰ, ეს რა ხდება!". ეს ადამიანები ძალიან გვანან მაცხოვრის მიერ მხილებულ ადამიანებს: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს"(მათ.16.4).

   კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება გახლავთ ის, რომ ისინი ვერ იტანენ კრიტიკას, მხილებას. ხშირად საუბრობენ გაბრწყინებაზე და მართლმადიდებლური სიტუაციის გაუმჯობესებაზე, მაშინ, როდესაც სატრაბახო ნამდვილად არაფერი გვაქვს. მოხიბლულნი თვლიან , რომ საკმარისად იციან მართლმადიდებლობა და სასწავლიც არაფერი აქვთ.

   განდგომილების ეპოქის ზემოთ აღწერილი ეს ერთ-ერთი მახასიათებელი საზოგადო სენად იქცა. ის არა რწმენის განმტკიცებას, არამედ მის დასუსტებას იწვევს.

 

 

 

  დავით ჯინჭარაძე 

  www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება