მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ჯანმო - უფლებამოსილების უზურპატორი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ჯანმო - უფლებამოსილების უზურპატორი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


1-06-2022, 21:27

 

   მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (ჯანმო) დაფუძნებიდან 75-ე ასამბლეას ზეიმობს. ასამბლეის დღისწესრიგის თანახმად (22-28 მაისი. 2022) ყველა მონაწილე ქვეყანამ (192) ჯანდაცვის სფეროში არსებული, ან პოტენციურად საფრთხის შემცველ ვითარების (პანდემია და ა.შ.) შემთხვევაში, თავიანთი უფლებამოსილება ჯანმოს „ექსპერტებს" უნდა დაუთმონ. 

   ჯანმოს 2005 წელს მიღებული დოკუმენტი ჩასწორებისთვის იქნა გამოტანილი, რასაც სერიოზული შეშფოთება მოჰყვა მთელ მსოფლიოში. საქმე ისაა, რომ 2005 წლამდე მომქმედი დადგენილებები პატივს მიაგებდა ყველა მონაწილე ქვეყნის (წევრის) ნაციონალურ სუვერენიტეტს.

   აღნიშნული საერთაშორისო სამედიცინო-სანეტარული რეგულაციები მიმართულია ჯანმოს უფლებების გაფართოებისა და მონაწილე ქვეყნების სუვერენული უფლებების შემცირებისკენ ჯანდაცვის სფეროში. ჩასწორებების მიზანია ჯანმოს, ვით მონაწილე ქვეყნებზე ზემდგომ ინსტიტუციას, საგანგებო სიტუაციის ან მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში ერთპიროვნულად ეძლევა გადაწყვეტილების უფლების მიღება.

   ყოველივე ეს ხორციელდება მყისიერად covid-19-ის კრიზისის შემდეგ, რომლის დროსაც ჯანმომ აშკარად ვერ გაართვა თავი არსებულ დილემას, მეტიც, სერიოზული ეჭვიც გააჩნია მის საჭიროებასა და მართებულობაში. (არაეფექტური მართვა, მილიონობით ადამიანის უკომპეტენტურობით დაზიანება და სიკვდილი).

   ქვემოთ შემოგთავაზებთ ზოგიერთი საგანგაშო კანონის (პუნქტის) შემოღების საფრთხეს, რომელიც ა.შ.შ.-ს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ (18 იანვ. 2022) საერთაშორისო სამედიცინო-სანეტარული ორგანიზაციისთვის იყო შემოთავაზებული.

   5 სტატია

   „ჯანმომ შეიმუშავა ნაციონალური, რეგიონალური და გლობალური რისკების, უცნობი ეპიდემიების წარმოშობის შემთხვევისთვის ადრეული გაფრთხილებისა და შეფასების ეტაპობრივი განახლების კრიტერიუმი".1

   პრაქტიკულად, ჯანმო უფლებამოსილია განახორციელოს საზოგადოებრივი კონტროლი, გლობალური ეპიდვითარების საფრთხის აცილების მოტივაციით თავად ხელოვნურად შექმნას საგანგაშო სიტუაცია ან პანდემიის წყარო ისე, რომ ვერცერთი მონაწილე ქვეყანა ვერ აწარმოებს დამოუკიდებელ მონიტორინგს.

   9 სტატია (1 პუნქტი)

   „ჯანმო უფლებამოსილია ყურადიღოს ინფორმაცია კონსულტაციის გარეშე და შეუდგეს დადგენილი ინფორმაციის შეფასებას ეპიდემიოლოგიური პრინციპების თანახმად. ამის შემდეგ გაასაჯაროოს ინფორმაცია ინცენდენტების შესახებ მონაწილე სახელმწიფოებისთვის, რომლის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ადგილი აქვს საფრთხეს".

   ანუ ჯანმოს შეუძლია მიუთითოს მონაწილე ქვეყნებს, როგორ უნდა იმოქმედონ საკუთარი ნაციონალური ტერიტორიების ფარგლებში. ეს უკვე ნაციონალური სუვერენიტეტის ხელყოფის პირდაპირი საფრთხე გახლავთ.

   10 სტატია (4 პუნქტი)

   „თუკი მონაწილე სახელმწიფო არ მიიღებს ჯანმოსგან თანამშრომლობის შემოთავაზებას, 48 საათის განმავლობაში ჯანმო უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საფრთხის არსებობის რისკი სხვა მონაწილე სახელმწიფოებს. ამასთან, ჯანმოსთან მონაწილე ქვეყნების თანამშრომლობა წახალისებული იქნება".

   ამრიგად, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც უარყოფს ჯანმოს დეკლარაციას, ექნება მხოლოდ 48 საათი საიმისოდ, რომ გადახედოს თავის პოზიციას და დამორჩილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოექცევა წნეხში სხვა მონაწილე სახელმწიფოებისაგან, ან სანქციებს დაექვემდებარება. ასეთი ქვეყნების მოსაზრებები აღარ იქნება გათვალიწინებული.

   12 სტატია (2 პუნქტი)

   „თუკი ჯანმოს გენერალური დირექტორი რეგლამენტის შესატყვისად მიიჩნევს, რომ სახეზეა საგანგებო სიტუაცია საერთაშორისო მასშტაბით ჯანდაცვის სფეროში, მაშინ გენერალური დირექტორი მიაწვდის ინფორმაციას მონაწილე ქვეყნებს და მოითხოვს ახსნა-განმარტებას იმ ქვეყნისაგან, რომლის ტერიტორიაზე მოხდა (მოხდება) ინცენდენტი".

   მაშინ გენ-დირექტორი გაითვალისწინებს „ვალდებულებათა დაცვის კომიტეტის" რეკომენდაციას.

   მე-12 სტატიის თანახმად გამოდის, რომ ჯანმო ქმნის ახალ სტანდარტს ჯანდაცვის სფეროში, ე.ი. ჯანმოს გენ-დირექტორს უფლება ეძლევა ერთპიროვნულად გაააქტიუროს პროტოკოლი ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმართებით, თუკი მიიჩნია პოტენციურად საფრთხის შემცველ ტერიტორიად.

   ერთ-ერთ ყველაზე მზაკვრულ ცვლილებად „ვალდებულებათა დაცვის კომიტეტის" ინსტიტუტის შემოღება უნდა მივიჩნიოთ, რომელიც იმოქმედებს ჯანმოს მმართველი რგოლის დირექტივის შესაბამისად მონაწილე სახელწმიფოების მხრიდან კანონების დაცვის პროცესს.

   ამრიგად, შემოთავაზებული შესწორებების შედეგად ჩვენ მივიღებთ:

   1) გაძლიერებულ ზეთვალთვალს ყველა მონაწილე ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართულებით.

   2) ჯანმოს ეძლევა სანქცირების უფლება იმ მონაწილე ქვეყნების მისამართით, რომლებიც არ ითანამშრომლებს მასთან.

   3) გენერალურ დირექტორს შეუძლია გამოაცხადოს, როდიდან და როგორ მიმდინარეობს მიმდინარე პანდემია ან სხვა „სავარაუდო" საგანგებო სიტუაცია.

   4) ჯანმოს ეძლევა თანხმობა პანდემიის შემთხვევაში ერთპიროვნულად მართოს სიტუაცია ნებისმიერ მონაწილე ქვეყანაში.

   თუკი ა.შ.შ.-სა და მსოფლიო მოქალაქეების მხრიდან არ მოჰყვა სათანადო პროტესტი, ეს შესწორებული პროექტი შევა ძალაში და უკვე „ლეგიტიმურად" მოახდენს ძალაუფლების უზურპაციას.





 1Правила прцедуры Всемырной ассамблей здравохранения.





მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება