მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > უკიდურესობებისაგან გამიჯნული საზოგადოება - დავით ჯინჭარაძე

უკიდურესობებისაგან გამიჯნული საზოგადოება - დავით ჯინჭარაძე


28-05-2022, 20:40
 

უკიდურესობებისაგან გამიჯნული საზოგადოება - დავით ჯინჭარაძე 

 
   ბოლო ოცდაათმა წელიწადმა გამოკვეთით დაგვანახა ჩვენი საზოგადოების უკიდურესობებისაგან გამიჯვნის ტენდენცია. მიუხედავად ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობისა აშკარაა, რომ მოსახლეობამ არ მიიღო აგრესიული ლიბერალიზმი. ღირსეულ წინაპართა: მეფეთა, დედოფალთა და წმინდანთა შეურაცხყოფას მკაცრად არ დაეთანხმა მოსახლეობა. რევოლუციის, ომის, ამბოხის და  სასტიკის გზა  ძველი წესრიგის ნგრევისა, რაც არსობრივად არის   ლიბერალიზმის მიზანი, არ გახდა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მოსაწონი. 
   აგრესიული ლიბერალიზმის მომხრეებმა ვერ „აქაჩეს" საზოგადოება თავიანთ ტრადიციადაცლილ ღირებულების დონემდე. სამაგიეროდ, „ლაითი ლიბერალიზმი დონე" საზოგადოების უმრავლესობისთვის აბსოლუტურად მისაღები გახდა. რასაც საკმაოდ ეფექტიანად იყენებს დღევანდელი ხელისუფლება. უფრო კონკრეტულნი რომ ვიყოთ, საზოგადოებისთვის ქრისტიანულ-ეროვნული ტრადიციების „შეპარული" დაკნინება, დაცინვა და განადგურება პრობლემას არ წარმოადგენს - ღირებულებების  ცვლილება სინდისის ქეჯნას არ იწვევს.
   ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ აგრესიული არც კონსერვატიული ნაბიჯები იქნა მოწონებული საზოგადოების მიერ. კანონს მიღმა ქმედებები, ძალადობა (საუბარია ადმინისტრაციულ კანონებზე) დაიგმო როგორც თავად კონსერვატორების დიდი ნაწილის, ასევე ეკლესიის მიერ. ამ შემთხვევაშიც, კონსერვატიულ/ტრადიციული ღირებულებების მქონე უმრავლესობისთვის ზომიერი მიდგომა ასევე მისაღები გახდა. 
   ამრიგად ორი ძირითადი საზოგადოებრივი ძალა მივიღეთ: „ლაითი" ლიბერალები და არააგრესიული კონსერვატორები. ამ შედეგის დადგომის მიზეზებს ისევ ლიბერალურ პარადიგმაში უნდა ვხედავდეთ. ეს მოვლენა აშკარად  მისი ხელწერაა - „სიყვარულის", „თავისუფლების" და „მშვიდობის" ეგიდით ძველი ღირებულებების ნგრევა.
   დილემა გახლავთ ის გარემოება, რომ ამგვარი „ზომიერება" არ ნიშნავს ოქროს გზით სვლას ან ჭეშმარიტების ფლობას. მართლმადიდებელისთვის ერთნაირად მიუღებელია როგორც ძალადობა, ასევე უზნეო კომპრომისი;  როგორც რადიკალური მოქმედებები , ასევე „შეპარული" დარტყმა.
   ამავე დროს, მართლმადიდებელისთვის ყველანაირი მშვიდობაც მიუღებელია. წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის: "მშვიდობისმყოფელიც უნდა წუხდეს, თავმდაბალიც კეთილგონიერებით განრისხდეს, მაგრამ არ დააზიანოს საკუთარ თავში სრულყოფილი სიმშვიდე. საჭიროების დროს უმოქმედება უდებების ნიშანია და არა სიმშვიდისა".
   დღეს ჭეშმარიტი ზომიერების და სამეუფეო გზის მასწავლებელი მხოლოდ ეკლესიის სწავლებაა. ვინც მისი ხმა არ ისმინა, ყოველთვის დამარცხებული აღმოჩნდა. ამის ნათელი დასტურია ჩვენი უახლესი ისტორია. სამწუხაროდ, ადამიანთა მცირე ჯგუფის შეცდომების გამო მთელი ერი ისჯება.
   დიახ! შეგნებულად ვამბობთ, რომ მხოლოდ ეკლესიის სწავლება არის ჭეშმარიტი გზამკვლევი, რადგან მხოლოდ მას და მადლომოსილ ადამიანებს ძალუძთ შეამჩნიონ ლიბერალური ობობის ქსელში დაბუდებული მზაკვრობა.
 
 
დავით ჯინჭარაძე 
www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება