მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > სული და სხეული

სული და სხეული


7-02-2014, 00:05
სული და სხეული

   „შენ მაშინ იქნები ბრძენი, როცა იმდენსვე გააკეთებ სულისათვის, რამდენსაც ახლა იქმ სხეულისათვის"

* * *

„იზრუნე სხეულზე, ოღონდ არა ისე, თითქოს ის სული იყოს"

* * *

„შენი ხრწნადი სხეული დაე, მორჩილი იყოს სულისა, ხოლო სული კი - თავისი მარადიული შემოქმედისა"

* * *

„თუ სხეულს სულს არ დაუმონებ, მაშინ იგი დაუმონებს შენს სულს ეშმაკს"

* * *

„როგორც ღვთის საქმეა სამყაროს მართვა, ასევე სულის საქმეა სხეულის მართვა"

ამბა ფალასი

 

 

* * *


„მიეცი ხორცს ის, რაც მას სჭირდება, და არა ის - რისი მიღებაც მას სურს"

წმიდა ნილოს სინელი

 

 

* * *


„ხორცი - უმადური მეგობარია. როცა მას აამებ, მაშინ კიდევ უფრო მეტად ცდილობს დაგაზიანოს"

* * *

„ხორცი - მზაკვარი მეგობარია: რაც უფრო მეტად აამებ მას, მით უფრო მეტად აღსდგება შენს წინააღმდეგ"

ამბა ისიხი

 

 

* * *


„სულს არაფერი ისე, როგორც - სხეული"

* * *

„ვისაც ხორცი ეცოდება, მასში ვერ იქნება სულიწმიდა"

* * *

„რაც მეტად ნაპატიებია სხეული, სული დათრგუნულია და პირიქით: რაც უფრო დათრგუნულია სხეული, მით მეტად მტკიცდება სული"

ამბა დანიელი


უკან დაბრუნება