მთავარი > საცდურები > აშშ ნაციონალური უშიშროების მემორანდუმი

აშშ ნაციონალური უშიშროების მემორანდუმი


22-07-2012, 19:39
  1974 წლის აპრილს აშშ ძირითად სტრუქტურებში - თავდაცვის სამინისტროში, ცრუ-ში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობის სააგენტოში, გაგზავნილ იქნა მიმართვა, რომელსაც ხელს აწერს სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისენჯერი. მიმართვაში ნათქვამია: „ პრეზიდენტმა გასცა განკარგულება იმის შესწავლის თაობაზე, თუ რამდენად მოქმედებს მსოფლიო მოსახლეობის ზრდა აშშ-ს უსაფრთხოებაზე" და არა მხოლოდ უნდა შეისწავლონ, არამედ შეიმუშავონ კონკრეტული მითითებები, რათა შემცირდეს მოსახლეობის რაოდენობა სუვერენულ სახელწიფოებში, ისე, რომ არ გამოიწვიოს ძლიერი წინააღმდეგობა მათი მეთაურებისა და მოსახლეობის მხრიდან. ამის შედეგად გაჩნდა დოკუმენტი, რომლის აბრევიატურა წააგავდა იარაღის კოდს: NSSM-200(National Security Study Memorandom) ის შედგენილია ნაციონალური უშიშროების საბჭოს მიერ, რომლის თავკაცი თვით პრეზიდენტია(მაშინ ეს ნიქსონი იყო).
  1975წ.  26 ნოემბერს მემორანდუმით ხელმძღვანელობდნენ ამერიკის საგარეო პოლიტიკის გატარების დროს. მიუხედავად იმისა, რომ 1989 წელს თითქოს გამოაშკარავებული იყო, მისი ფრაგმენტული გამოქვეყნება მხოლოდ 1990 წელს გახდა შესაძლებელი. ამ დოკუმენტს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ეპოქალური ვუწოდოთ: ის რამდენიმე ათწლეულით განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარებას. როდესაც იცი მისი შინაარსი, მსოფლიოში მიმდინარე მრავალ მოვლენას განსხვავებული შეფასება ეძლევა. მემორანდუმში განცხადებულად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ღარიბ ქვეყნებში მოსახლეობის რიცხობრივმა ზრდამ შეიძლება გაართულოს ვითარება. ხოლო ეს გარემოება, თავის მხრივ, აშშ-ს არ მისცემს რესურსების გადმოზიდვის საშუალებას. „მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მოსახლეობა მსოფლიოს 6% შეადგენს, ჩვენ მსოფლიო ბუნებრივი რესურსების დაახლოებით მესამედს ვიყენებთ - აღიარებენ მემორანდუმის დამაარსებლები - უკანასკნელ ათწლეულში შეერთებული შტატების განვითარება დამოკიდებულია განვითარებადი ქვეყნებიდან ბუნებრივი რესურსების იმპორტისაგან და ეს ტენდენცია, როგორც ჩანს, გაგრძელდება... ამიტომ აშშ ერთობ დაინტერესებულია მომწოდებელ-ქვეყნებში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებით.
  საერთოდ, მემორანდუმი გვაოცებს თავისი ცინიზმით. ასე წარმოუდგენიათ მათ „შესაძლებლობების თანასწორობა": „მოსახლეობის გადანაწილებით გამოწვეული შიმშილი(არ დაგავიწყდეთ, რომ აქ საუბარია რესურსებით მდიდარ ქვეყნებზე, რომელნიც ბრწყინვალედ უზრუნველყოფდნენ თავის მოსახლეობას, რომ არა ე.წ. „ქვეყანა-დონორი"), არეულობა და სოციალური გადატრიალებები არასასურველია. ბუნებრივი რესურსების სისტემური ათვისებისა და გრძელვადიანი ინვესტირებისათვის. ამიტომ, მემორანდუმის ავტორები გვაფრთხილებენ, გარკვეული მინიმუმი გაძარცვულ ქვეყნებს უნდა დავუტოვოთ. დაიჯერონ, რომ „საერთაშორისო ეკონომიკურ წყობაში" მათთვისაც „ რაღაც არის". წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოური კომპანიების კონცესიები ექსპრორირებულნი იქნებიან" და შემდეგ: „მსგავსი კრიზისები ნაკლებად რეალურია მოსახლეობის დაბალი ზრდის შემთხვევაში".
  შობადობის შემცირებას ისინი უკვე შემუშავებული მეთოდებით, „ოჯახის დაგეგმარების" მეშვეობით ვარაუდობენ, რომელსაც „უბრალო, იაფი, ეფექტური, უსაფრთხო, ხანგრძლივად მოქმედი, ორსულობის ასაცილებელი საშუალებების" პროპაგანდით განახორციელებენ". „ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ასპექტია მსოფლიო მოსახლეობის კონტროლის ნებისმიერი პროგრამისათვის" - გულწრფელად აღიარებენ მემორანდუმის ავტორები.
  სტერილიზაციის შესახებ ვკითხულობთ: „მამაკაცისა და ქალის სტერილიზაცია ფართოდ გამოყენებადია მაშინ, როდესაც ეს ოპერაცია იოლდება, ჩქარდება და უსაფრთხო ხდება. ქალების სტერილიზაცია დაიხვეწა ლაპარასკოპებისა და სხეულის კვეთის(საკეისრო) ოპერაციების გამოყენების მეშვეობით"... ხოლო მამაკაცების სტერილიზაცია ჯერ კიდევ „დასამუშავებელია". (ახლა, როგორც ჩანს, იქაც ყველაფერი რიგზეა).
  შობადობის შემცირების პროპაგანდირება სხვადასხვა მეთოდებით გვმართებს. პირველ რიგში, განათლების სისტემის მეშვეობით. „კონტრაცეპტივების ეფექტური გამოყენების ძირითადი ფაქტორი იყო და იქნება განათლების პროგრამა". ამ საკითხის განხილვას მემორანდუმში ერთობ მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. „უფროს მოსახლეობაზე ზემოქმედებასთან ერთად ჩვენი ყურადღება ახალგაზრდა თაობას უნდა მივაპყროთ: - მათ, ვინც ჯერ დაწყებით კლასებშია, ან კიდევ უფრო მცირეწლოვანებზე". ე.ი. საბავშვო ბაღის ბავშვებზე. ამით ნათელი ეფინება იმას, თუ რატომ ახვევენ ჩვენს სკოლებს „სექსუალურ აღზრდას".
  მემორანდუმში დიდი ყურადღება ექცეოდა ახალ თაობებში „მცირერიცხოვანი" ოჯახების შექმნის პრობლემას. მრავალ განვითარებად ქვეყანაში „ოჯახის სასურველი რაოდენობა - ოთხი ან მეტი ბავშვია. ამიტომ „უნდა დავარწმუნოთ ფართო მასები იმაში, რომ მათ ინდივიდუალურ და ნაციონალურ ინტერესებშია საშუალოდ სამი, ხოლო შემდეგ ორი ბავშვის ყოლა".
  საერთოდ, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის „დარწმუნების აუცილებლობას" დოკუმენტში ერთობ მნიშვნელოვანი ყურადღება ენიჭება. იქ ხაზგასმით ნათქვამია, რომ ოჯახის დაგეგმარების პოლიტიკა განწირულია, თუ მას „მხარი არ დაუჭირეს შიგნიდან". "უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა ჩვენი მოღვაწეობა არ აღიქვან როგორც ამა თუ იმ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული განვითარებული ქვეყნის პოლიტიკა". ხოლო ამის განხორციელების მიზნით დოკუმენტის ავტორები ადგილობრივ ლიდერებზე დაყრდნობი-საკენ მოუწოდებენ. როგორ მივაღწიოთ ამას?  პირველ რიგში ჩვენთვის ბოლო დროს კარგად ცნობილი ხერხით: ლიდერები მოვიწვიოთ სემინარებზე ნიუ-იორკში და შევუქმნათ მათ სასიამოვნო გარემო. მეორე კუთხით - „შესაძლებელია ბრალდების მინიმუმამდე დაყვანა იმპერიალისტური მოტივაციით - თუ დაუღალავად გავიმეორებთ, რომ ჩვენ ვზრუნავთ აქ ყოველი ადამიანის უფლებებზე, თავისუფალი ნებით განსაზღვრონ ბავშვების ყოლის რაოდენობა და დრო მათ დაბადებას შორის". ხოლო მათ ლიდერებს ამის დასაჯერებლად უნდა „მივუგდოთ" განსაზღვრული თანხა „სოციალისთვის".
  მათი „საიდუმლო გეგმა" ფასდაუდებელია იმითაც, რომ მასში ვრცლად არის მოთხრობილი შემსრულებელი ორგანიზაციების შესახებ. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გარდა, მათ შორის მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებია. ძირითადი ორგანიზაცია გაეროს მოსახლეობის ფონდია. თეორიულად ამ ფონდში ირიცხება თანხები სხვადასხვა ქვეყნებიდან. იმ პერიოდში 65 ქვეყანა აღინიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ 1977 წელს აშშ-ის შენატანმა ფონდის ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარი შეადგინა. ასე, რომ „მუსიკის შემკვეთის" ვინაობა არ ბადებს ეჭვს.
  გაეროს მოსახლეობის ფონდს „юнфпа" მემორანდუმის ავტორთა აზრით, დეპოპულაციური პროექტების განხორციელებაში კოორდინირებადი მნიშვნელობა ენიჭება. მის მითითებებს ასრულებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა „იუნესკო", „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" და მრავალი სხვა. თბილი კუთხე იქ „ოჯახის დაგეგმარების" საერთაშორისო ორგანიზაციისთვისაც აღმოჩნდა. „აშშ-მა უნდა გააერთიანოს დონორი-ქვეყნები, ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციები და მსოფლიო ბანკი კონსორციუმის შესაქმნელად, რათა დახმარების ხელი გაუწოდონ ღარიბ ქვეყნებს ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციაში, რომლის შემსრულებელი ოჯახის დაგეგმარების ასოციაცია გახდება".
   მემორანდუმში იუნესკოს სკოლებში „ფორმალური თუ არაფორმალური სწავლების პროცესში დაწყებით კლასებში მცირერიცხოვანი ოჯახის იდეალის პროპაგანდა ევალება".
  როგორც იტყვიან - კომენტარი ზედმეტია.
 
 თარგმნა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ

უკან დაბრუნება