მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ეკუმენისტური „ნათლისღების თეორიის“ საპასუხოდ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ეკუმენისტური „ნათლისღების თეორიის“ საპასუხოდ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


22-03-2022, 20:17

ეკუმენისტური „ნათლისღების თეორიის“ საპასუხოდ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მეთერთმეტე საუკუნის შემდეგ, როდესაც დასავლური ქრისტიანობა გამოეყო ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, სულიერ, მორალურ და დოქტრინალურ დეგრადირებას მიეცა. კათოლიციზმმა და მის კვალდაკვალ პროტესტანტულმა დენომინაციებმა და სექტებმა დაკარგა საღმრთო მადლი. განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოჩინდა ეს ვითარება მეთექვსმეტე საუკუნეში პროტესტანტიზმის გამოჩენით, რომელიც იყო რა პაპების სითავხედის მიმართ ერთგვარი პროტესტი, გამოხატულება, მართლმადიდებლობაში დაბრუნების სანაცვლოდ, ახალი ქრისტიანულ-ერეტიკული კონფესიების შექმნა.

   მეოცე საუკუნიდან პაპიზმში დიდი ცვლილებები განხორციელდა. ვატიკანის მეორე კრების (1962-1965) სახელით ცნობილი კრება „ახალ ეკლესიოლოგიაზე" ალაპარაკდა. მისი დოქტრინის თანახმად, კათოლიციზმმა „ეკლესიის" ელემენტები, როგორც პროტესტანტიზმში, ისე მართლმადიდებლობაშიც აღმოაჩინა. ასე დაიწყო პან-ერესის - ეკუმენიზმის ჩარჩოებში, დოქტრინალური განსახვავების მიუხედავად, კონფესიათაშორისი ერთიანობის ჩამოყალიბება.

   პირველ ეტაპზე, ოდესღაც ურთიერთსაპირისპიროდ, მტრულად განწყობილი პაპიზმისა და პროტესტანტიზმის ურთიერთობების დათბობა შეინიშნა. 2017 წ. კათოლიკებსა და ლუთერანებს შორის ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნა სახელწოდებით „ერთად მოვინათლეთ ქრისტეში", სადაც წერია: „კათოლიკებმა და ლუთერანებმა ერთმანეთისაგან უნდა ვისწავლოთ და გავიზიაროთ ერთმანეთის ეკლესიების პრაქტიკა. ოჯახის წევრების განსახვავებული კონფესიური წარმომადგენლობის მიუხედავად, შეუძლიათ ნებისმიერში (კათოლიკურში ან ლუთერანულში) აღასრულონ ნათლისღება".1

   სწორედ ვატიკანის მეორე კრების ეკუმენისტურ დოკუმენტში (თავი 1. პარაგრაფი 3) წერია: „ჭეშმარიტად, ვისაც სწამს ქრისტესი და მიიღო ნათლისღება, იმყოფება გარკვეულ ურთიერთობაში კათოლიკურ ეკლესიასთან, თუნდაც ეს ურთიერთობა არასრულყოფილი იყოს".2

   „ნათლისღების" ამ ავადსახსენებელმა თეორიამ „მართლმადიდებელ ეკუმენისტებშიც" სწრაფად მოიკიდა ფეხი:

   1) 1975 წ. თიატირისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა ათინაგორამ (კოკინაკისი) თავის სინოდალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ყველა ქრისტიანი ერთი და იმავე ნათლისღებითაა განბანილი, რომლის წყალობითაც გახდნენ ეკლესიის სხეულის წევრები". (Исповедение Фиотиры).3

   2) ათი წლის შემდეგ პერგამოს მიტროპოლიტმა ი. ზიზიულასმა კვლავ წამოწია ეს თეორია და თავის მხრივ შემოგვთავაზა „ეკლესიის საზღვრების შესახებ ნათლისღებაში ერთიანობის საფუძველზე გვესაუბრა". ის ირწმუნება, რომ ნათლისღებაა, რაც წაშლის ეკლესიის საზღვრებს, „რომ „ნათლისღებით", გნებავთ განხეთქილებაში მყოფნი, შეგვიძლია მოვიაზროთ ეკლესიად".4

   3) ექვსი წლის შემდეგ (1993 წ.), ბალამანდში (ლიბანი) მართლმადიდებლებისა და კათოლიკების მიერ ხელი მოეწერა „საერთო ნათლისღების დეკლარაციას" (მე-13 პარაგრაფი), რომელშიც კვლავ განიხილეს „ერთობლივი ნათლისღების თეორია".

   მაგრამ ჩვენთვის უფრო საინტერესოა, რას ამბობს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ამის შესახებ.

   წმ. ბასილი დიდი კატეგორიული ტონით აცხადებს: „ძველებმა განაწესეს მიღება იმათი ნათლისღებისა, რომლებიც სარწმუნოებაში არ ცდებიან".5

   წმ. ათანასე დიდიც წერს მარსიანელების წინააღმდეგ ეპისტოლეში: „მაცხოვარმა, ნათლისღებამდე წარმართების დამოწაფება ბრძანა. ამგვარად ინათლებით წმინდა მამების სახელით. განსწავლისაგან იბადება სარწმუნოება. მრავალი სექტა, აჟღერებს რა მხოლოდ ფორმულას, ვერ იაზრებენ, რომ არ არიან განწმენდილი ნათლისღების მადლით".6

   წმ. იოანე ოქროპირიც დასძენს: „რამდენადაც ერთნაირად გვწამს, იმდენადაც გვექნება ერთობა".7

   როგორც ვხედავთ, ჭეშმარიტი ნათლისღების მისაღებად უპირველესი პირობა მართლმადიდებლური სარწმუნოების ქონაა. ხოლო პაპისტების, პროტესტანტებისა თუ მონოფიზიტების დოგმატური ცნობიერება (ტრიოდოლოგია, ქრისტოლოგია, სოტერეოლოგია) დიდი ხანია აცდენილია ჭეშმარიტებას.

   აქედან დასკვნა შემდეგია: ეკლესიის საზღვრებს არა ნათლისღება (როგორც ამას პერგამოს მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი ამბობს), არამედ ჭეშმარიტი სარწმუნოება განაპირობებს.

   პაპისტებსა და ლუთერანებს შორის უკვე დეკლარირებულ დონეზე არსებული „ერთიანი ხედვა ნათლისღების შესახებ" გვაფიქრებინებს, რომ „მართლმადიდებელი ეკუმენისტები" ჩვენს ეკლესიაშიც შეეცდებიან განახორციელონ.

   დიდი ხანია საუბრობენ 2025 წლისთვის, 1700 წლის საიუბილეო თარიღზე პირველი მსოფლიო კრებისა, ხელი მოეწეროს უნიას მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის, რისთვისაც გამალებით იბრძვიან ზიზიულასისა თუ ბართლომეოსის მსგავსი ეკუმენისტები. (ნუ იყოფინ!).




1 ციტ. Священная митрополия пирей. Управление по сектам и парарелигиям. (14.03.2022). Что означает "общего крешения”. www.orthodoxostypos.gr.

2 იქვე.

3 იქვე.

4 იქვე.

5 წმ. ბასილი კესარია-კაბადოკიელის ეპისტოლეები. რჯულისკანონი. გვ. 238.

6 Св. Афанасий Великий. Против марсиан.

7 Св. И. Злотоуст. Беседа к Ефесеням.




მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინემ (ჯინჭარაძე) 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება