მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, წმიდათა ცხოვრება, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობა და ელინური ფილოსოფია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მართლმადიდებლობა და ელინური ფილოსოფია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


20-02-2022, 19:19

 

 

   მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმეტყველო სწავლებასა და ელინურ ფილოსოფიას შორის უზარმაზარი განსხვავებაა. წმინდა მამების სწავლებით, ჭეშმარიტმა ფილოსოფიამ უნდა მიგვიყვანოს ჭეშმარიტებამდე. ელინურ ფილოსოფიაში ქრისტიანობა ვერ ჰპოულობს დასაყრდენს, ვინაიდან ის დაცემული ადამიანის განსჯის ნაყოფია.

   არსებითი განსხვავებაა წმინდა მამების სარწმუნოებასა და ელინიზმს შორის, რომელიც მხოლოდ განათლების მიღების თვალსაზრისით შესაძლოა იყოს ყურადსაღები. მისი ზედაპირული განხილვაც კი ცხადყოფს, რომ ის ქრისტიანულ ღვთისმეტყველებასთან იმყოფება წინააღმდეგობაში. ამის დასტურად ფილოსოფოს ჰერმიტის ნააზრევს შემოგთავაზებთ:

   „ფილოსოფოსები თავად ამხელენ ერთმანეთს, არ ეთანხმებიან რა ურთიერთს არც სიტყვით, არც საქმით. ავიღოთ სამყაროს საწყისის საკითხი.

   ანაქსაგონი ამბობს, რომ ყოველივეს საწყისი ჩვენი გონებაა. მის განსაზღვრებას არ ეთანხმება ემპედოკლე და აცხადებს, რომ ყოველივეს საწყისი - გარდაუვალობა და სიყვარულია. მაგრამ მას არ ეთანხმება პროტაგორი და ამბობს, რომ ყოველივეს საწყისი ღმერთი, მატერია და იდეაა. მაგრამ თავისივე მოწაფე - არისტოტელე არ ეთანხმება მას და ამტკიცებს, რომ ორი საწყისი არსებობს: პირველი - აქტიური (ჰაერი), მეორე საწყისი ოთხი თვისებისაა: ხმელეთი, ცვარი, სითბო და სიცივე. მათი ურთიერთშერწყმით ყალიბდება სამყარო. ფერეკიდი კი ფიქრობს, რომ ყოველივეს დასაბამი არის ზევსი, ხონია და კრონოსი...".1

   ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ ფილოსოფოსები ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს შეხედულებებში, მათი კვლევები იკარგება უსასრულობაში, შედეგად, გაუმართლებელია საღი აზროვნებისათვის.

   მართალია, წმინდა მამები (ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი, მაქსიმე აღმსარებელი, იოანე დამასკელი თუ სხვა) სიღრმისეულად ფლობდნენ ფილოსოფიურ ცოდნას და საღვთისმეტყველო ნაშრომებში იყენებდნენ მათ სრტუქტურასა და მეთოდოლოგიას (სქოლასტიკა), მაგრამ მას (ალინურ ფილოსოფიას) საფუძვლიანი რევიზიის ქვეშ ატარებდნენ (იხ. ღირსი იოანე დამასკელი. ფილოსოფიური თავნი) და მხოლოდ იმას იყენებდნენ, რაც საღვთისმეტყველო აზროვნებისთვის იყო ხელსაყრელი.

   ამიტომ, მართლმადიდებელი ეკლესია ამბობს: ფილოსოფია - ღვთისმეტყველების მსახურია. ამით სულაც არ აკნინებს ფილოსოფიას, არამედ ზუსტად გამოხატავს განსხვავებას ადამიანის ბუნებრივ ნააზრევსა (რასაც ეყრდნობა ფილოსოფია) და ღვთაებრივ ნააზრევს შორის, რომელიც არის სულიწმინდის მიერ საღვთისმეტყველო ჭეშმარიტების განცხადება, სისავსით გამოვლენილი წმინდა წერილსა და წმინდა გარდამოცემაში.

   სწორედ ამიტომ, წმინდა მამები შერჩევითად იყენებდნენ ფილოსოფიას. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომელიც ახალგაზრდობაში ორიგენეს მოწაფე იყო, თავის მასწავლებელზე ყვებოდა: „ის ითხოვდა ძველი ფილოსოფოსებისა და პოეტების ნაშრომები გამორიცხვის გარეშე მეკითხა. მე ჯერ არ მქონდა ჩამოყალიბებული საკუთარი შეხედულება მათზე. მათი ნაშრომები გასული იყო კაცობრივი აზროვნების დასაშვებ ზღვარს - ამბობდნენ, რომ არ არსებობს ღმერთი ან განგებულება. ასეთი ნაწარმოებების კითხვა არ გვმართებს, რათა უცაბედად არ „შევბილწოთ" ჩვენი სული".2

   როგორც ვხედავთ, წმინდა მამები იცნობდნენ ელინურ თუ სხვა ფილოსოფიას, მაგრამ არ ემორჩილებოდნენ მას. მით უფრო ღვთისმეტყველებად არ წარმოაჩენდნენ მას, როგორც ამას ერეტიკოსები და „მართლმადიდებელი" მოდერნისტ-ეკუმენისტები აკეთებენ.

   მეოცე საუკუნის ღვთისმეტყველი პროტ. მიხეილი (პომაზანსკი) ამბობს:

   „ყოველგვარი სიტყვა ღმერთის შესახებ როდია ღვთისმეტყველება. არც ყოველი სიღრმისეული აზრი გახლავთ ფილოსოფია. ფილოსოფია სწორედ მაშინ გახდება მეგობარი რელიგიისა, როდესაც ის ღვთისმეტყველების მიღმა დარჩება. მაგრამ როდესაც ის იჭრება ღვთისმეტყველებაში და თავისი შეხედულებები შემოაქვს საღმრთო გამოცხადებაში, მაშინ ის ღვთისმეტყველების მტრად გვევლინება. ამ მისწრაფებაში იკვეთება შინაგანი ამბიცია: არა მხოლოდ „გაამდიდროს" ღვთისმეტყველება, არამედ უხელმძღვანელოს კიდეც მას. ცხადია, ამით ფილოსოფია არღვევს საღვთისმეტყველო აზროვნების წყობას".3

   თუკი გადმოვინაცვლებთ ჩვენს დროებაში, წინდა მამების სწავლების საპირისპირო მოვლენას შევნიშნავთ. XX-XXI ს.ს. მოდერნისტი თეოლოგები, როგორებიცაა იოანე რომანიდისი, ქრისტოს იანარასი, მიტრ. ი. ზიზიულასი, მთ.ეპ. ქრისტოდულ პარასკევაიდისი და სხვა, აცხადებენ, რომ ელინიზმი ქრისტიანობის საფუძველია, რომ ელინიზმი - ერთადერთი მკვებავი ნიადაგია, რომელზეც შესაძლებელი იყო ქრისტიანობის აღორძინება, რომ ელინიზმის გარეშე არ იქნებოდა ქრისტიანობა: ელინიზმი ის საფუძველია, რომელზეც ქრისტემ ააგო თავისი ეკლესია.4

   ამ საღვთისმეტყველო მიმართულების „აპოლოგეტებმა" ორთოდოქსულ (მართლმადიდებლურ) ღვთისმეტყველებას შეუცვალეს სახელი და „ელინოდოქსია" უწოდეს. გასაგებია, მათ ნაშრომებში წმინდა მამები (გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი თუ სხვა) რატომ იწოდებიან „ბერძენ მამებად", „ელინ მამებად", მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ წმინდა მამების ენაზე ელინი წარმართად იწოდება.

   ხოლო წმინდა მამები, წმ. გრიგოლ პალამას თქმით: „მართალია, იყენებდნენ საუბრისას გარეგნულ სიბრძნეს, მაგრამ მხოლოდ იმას, რაც რიტორიკას წაადგებოდა. ასევე მეთოდიკასაც, მაგრამ გონება მათ, პავლე მოციქულის თქმით, ქრისტესი ჰქონდათ, და არ იყენებდნენ კაცობრივ განსჯას".






1 Гермит Философ. Издивательство над языческами философами. www.budiveren.com.info.

2 Св. Григорий Богослов. Благодарственная речь Оригену. XIII. 150.

3 М. Помазанский. Собладны философского ,,Творчества,, в богословии. www.aнтимодернизм.ry.

4 И.Романидис. ციტ. Этнофилитизм – плацдарм общения с Римом. www.budiveren.com. Прот. Божидар Главев.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება