მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მოსახლეობის მასობრივი ჰიპნოზი

მოსახლეობის მასობრივი ჰიპნოზი


19-02-2022, 15:49

მოსახლეობის მასობრივი ჰიპნოზი

 

   ბოლო დროს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებული ახალი პათოლოგიები გამოვლინდა, რომლებიც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ექსპერტებში. ძირითადი ფსიქოპათოლოგიური ფენომენი, რომელიც დროდადრო კოლექტიური ფსიქოზის სახესაც კი იძენს, ყოვლისგანმჭოლი, ღრმა და გაუმართლებელი შიში გახლავთ.

   ეს არ არის ტოტალიტარული ფორმის პოლიტიკური საფრთხის შიში, რომელსაც რეალური საფუძვლები გააჩნია და შეგვიძლია ლოგიკურიც კი ვუწოდოთ. ეს გაუცნობიერებელი, „ჯანმრთელობისთვის" საფრთხის შემცველი უხილავი შიშია. თითქოს, ადამიანს სახლიდან გასვლის, ადამიანებთან კონტაქტის, ნებისმიერი შემთხვევითი შეხების, თვით ჰაერიდანაც კი სიკვდილი ელის.

   საგნის ექსპერტები სამგვარი სახის შიშზე საუბრობენ:

   1) დასნეულებისა და სიკვდილის შიში;

   2) სახელმწიფოსაგან დიქტატის შეუსრულებლობისთვის დასჯის შიში;

   3) თავისუფლების შიში, ანუ კანონის დაუმორჩილებლობის შიში.

   დისციპლინირებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის მესამე სახის - თავისუფლების შიშის დანერგვის მეთოდია ყველაზე ეფექტური.

   ავტორიტარული მმართველობის დროს პირველი და მეორე სახის შიში მესამის გაძლიერების შედეგად სუსტდება. ის (მესამე სახის შიში) ამგვარად ჟღერს: არ გადაუხვიო კანონს, თორემ დაკარგავ ყველაფერს.

   ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ თავსმოხვეული ტოტალიტარიზმის მორჩილებით თავს დააღწევს ცხოვრებისეულ შიშებს, თუგინდ ამის გამო წაერთვას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები.

   ცხადია, ეს შიში სტრატეგიულად და მეთოდოლოგიურად კონტროლირდება მათ მიერ, ვისაც ცალკეული პირებისა თუ ერების თვითორიენტაციის მოპოვების ეშინია.

   ისმის კითხვა: რატომ თანხმდება ადამიანი მასმედიის მიერ შემოთავაზებულ მანიპულაციას, როდესაც „პანდემიის" დაწყებისთანავე ცხადი იყო, რომ სტატისტიკა ვირუსის საფრთხის შესახებ გაყალბებული იყო? თითქოს მსხვერპლი რეალურზე გაცილებით უფრო დიდი იყო.

   რაგვარმა ფსიქოპათოლოგიურმა პროცესებმა განაპირობა ასე სწრაფად ადამიანის კრიტიკული შეფასების უნარი? რატომაა, რომ მრავალი ადამიანი იოლად დათანხმდა „პანდემიის" გეგმაზომიერ ნარატივს?

   ექსპერტების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სახეზეა მოსახლეობის მასობრივი ჰიპნოზი, რომელიც ფსიქიკის შიშით მანიპულირების რადიკალური ფორმა გახლავთ.

   მანიპულირების „წარმატება" ოთხ პირობაზეა დამოკიდებული:

   1) საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს არ უნდა ჰქონდეს რეალური სოციალური კავშირი. ანუ რეალური ინფორმაცია.

   2) საზოგადოების დიდი ნაწილი თავს „დაუცველად" უნდა გრძნობდეს.

   3) მრავალი ადამიანი უნდა განიცდიდეს შიშს, დაბნეულობას კონკრეტულ ვითარებაში.

   4) აგრესიის დანერგვა მათი მისამართით, ვინც არ ემორჩილება მანიპულაციას.

   შედეგად, საზოგადოების ყურადღება კონცენტრირდება კონკრეტული ობიექტისკენ, რომლისაც უნდა გვეშინოდეს. ამავე დროს, ნებისმიერი ალტერნატიული მოსაზრება შეთქმულების თეორიად უნდა გასაღდეს.

   ჭეშმარიტ ინფორმაციას მოკლებული საზოგადოება სიხარულით იღებს ოფიციოზის შემოთავაზებულს.

   საქმე ისაა, რომ ადამიანებს სისტემატური სტრესის ქვეშ აცხოვრებენ. ამას ემატება მასმედიის მიერ მიზანმიმართული დეზინფორმირება, ადამიანების აცრილებად და აუცრელებად დაყოფა. შედეგად, ადამიანს არ ეძლევა საშუალება გაერკვეს: ვინაა რეალურად მისი მტერი?

   ამგვარ ემოციურ და სულიერ გარემოში მომწყვდეული ადამიანები მხოლოდ „პანდემიის" სიახლეებზე რეაგირებენ: „რამდენი ადამიანი გარდაიცვალა დღეს". თითქოს მსოფლიოში სხვა პრობლემა არ არსებობდეს.

   ცხადია, ეს ჰიპნოზის მსგავსი მდგომარეობაა. ამ ვითარებაში ადამიანს შეგიძლია წაართვა თავისუფლება, ღირსება, შემოსავალი... პრაქტიკულად ყველაფერი. ისიც მზადაა გაწიროს ყოველივე „საერთო კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის". ეს ექსტრემისტული კოლექტივიზმი ტოტალიტარიზმის წინასახედ გვევლინება.

   ასეთი ადამიანები განსაკუთრებით აგრესიულები ხდებიან მათ მიმართ, ვინც მათი ჰიპნოზური მდგომარეობიდან გამოყვანას შეეცდება.

   საღი, ლოგიკური აზროვნების მქონე ადამიანები აგრესიის მსხვერპლნი ხდებიან, ვინაიდან მსგავს ფსიქოპათოლოგიას „მტრის ხატი" (აუცრელები) სჭირდებათ, რათა არა ნამდვილ ბოროტმოქმედებზე, არამედ აუცრელებს დაბრალდეს ყველა უბედურება.

   შედეგად, სამი ტიპის ადამიანი ყალიბდება:

   1) სრულად „დაჰიპნოზირებული" (30%);

   2) ისინი, ვინც სხვადასხვა მიზეზით დაჰიპნიზირებულებად მოიაზრებიან (40%);

   3) და ისინი, ვინც ადეკვატურად რეაგირებს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ გაუწიოს წინააღმდეგობა (30%).

   პირველ და მეორე კატეგორიას ის ადამიანები მიეკუთვნება, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის მეხოტბენი არიან, ტრანსჰუმანიზმის იდეებით გაჯერებული ადამიანები.

   მესამე ჯგუფს კი ისინი მიეკუთვნება, ვინც ვერ ეგუება არსებულ ვითარებას. ცდილობს თავი დააღწიოს ხელოვნურად თავსმოხვეულ შიშს და სხვაც გამოიყვანოს ამ მძიმე ფსიქოპათოლოგიური შიშისაგან.





www.orthodoxostypos.gr. Ф. Терзакис. От плохого к худшему. 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება