მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ჩვენს დროში წახალისებული ათი ერეტიკული და ინოვაციური იდეა

ჩვენს დროში წახალისებული ათი ერეტიკული და ინოვაციური იდეა


17-02-2022, 18:22

ჩვენს დროში წახალისებული ათი ერეტიკული და ინოვაციური იდეა

 

   1) თითქოს, ყველა რელიგია თანასწორია, ხოლო ღვთის მიერ ბოძებული მაცხოვნებელი გზის - მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა რელიგიებზე აღმატებულად წარმოჩენა ჩამორჩენილობად, ბნელ წარმოსახვად სახელდება.

   2) თითქოს, შეიძლება იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი და ამავე დროს მასონური, ან ილუმინატური ორდენის წევრი.

   3) თითქოს, სხვაგვარადმადიდებლები, ერეტიკული სწავლებისთვის მსოფლიო კრებებზე ანათემირებულები, აღარ მიიჩნევიან მწვალებლებად. მეტიც, ერეტიკოსად სახელდება ის, ვისაც კამათით შემოაქვს შფოთი „მშვიდ" საზოგადოებაში.

   4) თითქოს, რომის პაპი ეკლესიის ეპისკოპოსია და ქრისტეს ეკლესიის მართვა-გამგეობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია.

   5) თითქოს „დიდი სქიზმა", მართლმადიდებლების ლათინებთან გაყოფას არასწორად ეწოდა, ვინაიდან ეს არ იყო არც განხეთქილება და არც ერესი, არამედ უბრალოდ ურთიერთობის არარსებობაა. შესაბამისად, მართლმადიდებელი ეკლესია და პაპიზმი ერთიანი ეკლესიის და-ეკლესიებია.

   6) თითქოს კონსტანტინოპოლის პატრიარქი პირველია არათანაბარ პატრიარქებს შორის.

   7) თითქოს, სხვაგვარადმადიდებლების მართლმადიდებელთან ქორწინება დასაშვებია მართლმადიდებლობაზე მოქცევის, ნათლისღებისა და მირონცხების გარეშე.

   8) თითქოს, ქალების მღვდლობა ან დიაკონისების შემოღება არ უნდა გამოცხადდეს სიახლედ ან წმინდა გარდამოცემის შეუსატყვისობად.

   9) თითქოს, წმინდა ზიარებისთვის განკუთვნილი წმინდა კოვზი და სხვა სიწმინდეები შეიძლება იყოს ვირუსისა და სნეულების გადადების საგანი.

   10) თითქოს, წმინდა გარდამოცემაზე მნიშვნელოვანი პოპ-კულტურაა, ამიტომ მღვდელმთავარმა უნდა შეცვალოს ტრადიციული შესამოსელი ლათინური წეს-ჩვეულებისამებრ.



https://orthodoxethos.com 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება