მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, სპირიტიზმი, მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > ანთროპოსოფია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ანთროპოსოფია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


13-02-2022, 23:25

 

   ორგანიზაცია, რომელიც თავის თავს ანთროპოსოფურ საზოგადოებას უწოდებს (антропос - ადამიანი, софос - სიბრძნე), ბერლინში 1813 წელს გერმანელი თეოსოფის რუდოლფ შტაინერის მიერ დაარსდა. ისევე როგორც ნიუ ეიჯის დამფუძნებელი ალისა ბეილი, შტაინერი ოკულტურ „ორგანიზაციას" სიყმაწვილიდან შეუდგა. ამან შთააგონა ის განავითაროს საკუთარი ძალები და კიდევ უფრო სიღრმისეულად დაეუფლოს ოკულტიზმს. გარკვეული პერიოდი შტაინერმა სტუდენტის რანგში გაატარა „Ordo Terpli Orientis” საზოგადოებაში, რომელიც ხელმძღვანელობდა ტანტრული სექსუალური მაგიით და მის ცნობილ წევრებს შორის ირიცხებოდა მეოცე საუკუნის ცნობილი სატანისტი ალისტერ კროული.

   შტაინერმა მიატოვა თეოსოფიური საზოგადოება, იმიტომ რომ გრძნობდა, რომ ის (თეოსოფია) ზედმეტად იხრებოდა აღმოსავლური მისტიკური ტრადიციისკენ. მისთვის უფრო მონათესავე სულის იყო ესსეების, გნოსტიკოსებისა და როზენკრეიცერების სწავლებები, რომლებსაც ძირითადად ეყრდნობა თავის ნაშრომებში.

   ნეოგნოსტიკურ ხედვების საფუძველზე შტაინერმა თავისი ნაშრომებით („ოკულტური მეცნიერება", „ბუდადან ქრისტესკენ" და ა.შ.) ეზოთერული ლიტრატურის საკუთარი მიმართულება შექმნა. თავის წიგნებში შტაინერი მოუწოდებს უსხეულო არსებებთან ურთიერთობისკენ მედიტაციის მეშვეობით. მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის გასაგებია, რაგვარ „უსხეულო არსებებთან" (დემონებთან) ამყარებდა ურთიერთობას ანთროპოსოფი.

   1904 წლს შტაინერმა დააფუძნა ჟურნალი სახელწოდებით „ლუციფერის გნოზისი" და „სახარების" განმარტება, რაც გახლდათ სერიოზული საცდური დამწყები ქრისტიანისთვის.

   შტაინერი ღიად აცხადებდა, რომ მისი მიზანია დასავლეთს გააცნოს რეინკარნაციის კონცეფციის შესახებ. მისი ოკულტური მემკვიდრეობა სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის მომავალ თაობას, რომელიც იოლად ებმება მსგავს ოკულტურ-სექტანტურ მახეში. მათი სასწავლებლები ეზოთერული (ფარული) პროგრამებით „მომხიბვლელი ღიმილით", „უცხო განცდების დაუფლების ინტრიგის გაღვივებით" მრავალ ადამიანს იბირებენ. ამიტომ, მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ, მოარიდეთ ბავშვები მსგავსი შინაარსის სასწავლებლებს.

   შტაინერიზმი, ისევე როგორც თეოსოფია იდეალურად ერწყმის ნიუ ეიჯის ფილოსოფიას. ისინი ერთობლივად წარმოადგენენ საფრთხეს ნორმალური ქრისტიანისთვის, რომლებიც შტაინერიზმის ფსევდოქრისტიანული ფრაზეოლოგიით ტყუვდებიან და მარადიულ წარწყმედას უქადიან მათ.


   





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება