მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > საქართველოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის თანმიმდევრული ანტიეკუმენიზმი - დეკანოზი პიტერ ჰირსი
საქართველოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის თანმიმდევრული ანტიეკუმენიზმი - დეკანოზი პიტერ ჰირსი24-01-2022, 22:30 |
თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში აღმსარებლურ შემოტრიალებად, „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო" ეკლესიის დაცვის მკაფიო გამოვლინებად, უნდა მივიჩნიოთ საქართველოს ადგილობრივი ეკლესიის 1998 წლის სინოდალური გადაწყვეტილება. მანამდე, 1983 წელს რუსულმა ემიგრაციულმა ეკლესიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, როდესაც ამხილა ე.წ. „განშტოების თეორია". საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სინოდალური გადაწყვეტილება უფრო ვრცელია და ექვს საღვთისმეტყველო საკითხს მოიაზრებს: 1) შამბეზისა და ბალამანდის ხელშეკრულებებს. 2) 1991 წლის ანტიოქიის საპატრიარქოს მიერ სირიის არაქალკედონიტებთან ხელმოწერილ შეთანხმებას. 3) კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ომოფორის ქვეშ მყოფი ფინეთის ეკლესიის მიერ გრიგორიანული კალენდრის პასექის მიღებას. 4) უარყოფა მოსაზრებისა, რომ წმინდა საიდუმლოებების ეკლესიის მიღმა არსებობის შესახებ. 5) „განშტოების თეორიის" სხვადასხვაგვარი გამოვლინება. 6) ერთობლივი ლოცვა და სხვაგვარადმადიდებელთან საიდუმლოებებში თანამონაწილეობა. ადგილობრივი ეკლესიის სინოდალურ დონეზე ამგვარი საკითხების დაყენება, ზრდის მის მნიშვნელობას მთელი ეკლესიისათვის, საერთომართლმადიდებლური შეთანხმებისთვის სინკრიტული ეკუმენიზმის ერეტიკული ხასიათის განხილვაში. სამწუხარო ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ თარგმნილა ინგლისურ ენაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება უთუოდ უნდა იქნეს განხილული ისტორიულ და ეკლესიოლოგიურ კონტექსტში. წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ეფუძნება საღვთისმეტყველო კომისიის შეფასებას, რომელიც შეკრიბა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. კომისიის მიერ განხილული ექვსივე საკითხი ერთხმად მოიწონა საქართველოს ეკლესიის სისავსემ (იერარქებმა, ბერ-მონაზვნობამ, მორწმუნე ერმა). ამრიგად, დოგმატური სწავლების დაცვის სადარაჯოზე არა მხოლოდ მაღალი იერარქები, მეტიც, ინიციატორები, ეკლესიის დანარჩენი წევრები იყვნენ. სწორედ ამას ვუწოდებთ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის სასარგებლოდ ეკლესიის შემოტრიალებას. ამ ფაქტის გააზრება ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მოვალეობაა, იმიტომ რომ ყოველი ეკლესიის წევრი ატარებს ამ პასუხისმგებლობას. დაბოლოს, უნდა ითქვას: ეკლესიის ერეტიკული შეხედულებებისა და სწავლებისაგან საბოლოო განწმენდის პროცესში, თანამედროვე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებმა ერთიმეორის მიყოლებით (იერარქებმა - ერისკაცებმა) უნდა განიხილონ სინკრიტული ეკუმენიზმი და უარყონ არამართლმადიდებლობა, ქადაგებული ეკუმენისტების მიერ. სწორედ ამის გამო, საქართველოს ადგილობრივი ეკლესიის გადაწყვეტილება მთელი ეკლესიისთვის იმედის მომცემია. ეკუმენისტი პროვოკატორების მოსაზრებას, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოება არ არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, საპირწონე განსაზღვრებების გაკეთება სერიოზულად დგას დღის წესრიგში. 1998 წლის შემდეგ ეს პროცესი კვლავ განაახლა საქართველოსა და ბულგარეთის ეკლესიებმა „კრეტის კრებამდე" და მის შემდეგ, რომლებმაც გადაწყვიტეს არ წასულიყვნენ „კრეტაზე"; მისი ეკუმენისტური ეკლესიოლოგიის დამკვიდრების გამო. ვითვალისწინებთ რა 1998 წლის ყველაზე მართებულ და ყოვლისმომცველ სინოდალურ გადაწყვეტილებას ეკუმენიზმის წინააღმდეგ, უნდა ვიმედოვნოთ, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდი განაგრძობს იმავე მიმართულებას და საბოლოოდ უარყოფს „კრეტის კრებას". ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება სათანადო ყურადღების ღირსი გახდება სხვა ადგილობრივი ეკლესიების იერარქებსა და მორწმუნე ერში, ვინაიდან საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა და სული შთაბერა სინკრიტული ეკუმენიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.
დეკანოზი პიტერ ჰირსი http://borbazaveru-info უკან დაბრუნება |