მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > კოვიდიზმის სულიერი ასპექტები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

კოვიდიზმის სულიერი ასპექტები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


18-01-2022, 19:35

კოვიდიზმის სულიერი ასპექტები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   კოვიდიზმის რელიგიურ ჭრილში განხილვისას უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისაგან კურთხეული მედიცინის გვერდით არსებობს ოკულტური მედიცინა, ქიმიის გვერდით - ალქიმია, ფიზიკის გვერდით - მეტაფიზიკა, ფსიქოლოგიის გვერდით - პარაფსიქოლოგია და ა.შ.

   ცხადია, მეცნიერება, მედიცინა, ექიმი, მისი მართებული ფორმით, სათნოა ღვთისთვის და ადამიანებისთვის. ამის შესახებ ვკითხულობთ ბრძენ ზირაქთან (38. 1-15) და წმ. ბასილი დიდთან (55-ე კანონი). ორივე სწავლების შეჯამებით ვასკვნით:

   1) ღმერთი ქმნის წამალს, ბრძენი ექიმი იყენებს მას.

   2) ექიმის პროფესიაც ღვთისგანაა.

   მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, დავსვათ შეკითხვა: შეიძლება მედიცინა (ვაქცინაცია) გახდეს დემონების შთაგონების წყარო? თუ კი, მაშინ რა შემთხვევაში?

   უდავო ფაქტია, რომ დემონები ნამდვილად მოქმედებენ ფიზიკურ სამყაროში. თუკი სიღრმისეულად განვიხილავთ ამ პროცესს, თუ ისტორიულ წარმართულ წარსულსა და თანამედროვე მეცნიერულ-რევოლუციურ-ევოლუციურ პროცესებს შორის პარალელებს გავავლებთ, ახალი მეტაფიზიკის დამკვიდრების მცდელობას დავინახავთ.

   მეცნიერებისა და ოკულტიზმის შერწყმამ დავიწყებული ალქიმიის „რენესანსი" გამოიწვია. ერთი შეხედვით, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს თანამედროვე მეცნიერებას, მედიცინას ძველ მაგიასთან, ოკულტიზმთან, სპირიტიზმთან? მაგრამ ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებენ.

   დარვინის ევოლუციური თეორია მთლიანად დემონური შინაარსისაა, მას არ გააჩნია დასაყრდენი არც წმ. წერილში, არც წმ. მამათა სწავლებაში. ევოლუციონიზმი არ განიხილავს ადამიანს ღვთის ხატად და მსგავსად ქმნილ არსებად. ის ადამიანს შემთხვევითობის პროდუქტად აღიქვამს. ბევრმა არ იცის, რომ დარვინი ევოლუციურ შთაგონებას სპირიტისტ რასელ უოლსისაგან იღებდა. მარქსიზმის კაბალისტური სწავლების თანახმად, ადამიანის არსებობას მისი ცნობიერება კი არ განსაზღვრავს, არამედ სოციუმი განსაზღვრავს ცნობიერებას. ესეც ევოლუციონიზმია, სადაც ადამიანი ტექნიკური პროგრესის კვალდაკვალ ევოლუციონირებს.

   ერთი სიტყვით, „ცივილიზებულმა სამყარომ" მშვენივრად გამოიყენა, ერთი მხრივ, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, კერძოდ, ბიო-ქიმიური მეცნიერების მიღწევები; მეორე მხრივ, აღმოსავლური ოკულტური და ძველი წარმართულ-მაგიური ელემენტები. შედეგად, სამყაროში განახლებული სახით შემოიჭრა წარმართული ალქიმია. მიმდევრები იმთავითვე უზარმაზარ პერსპექტივას უსახავდნენ მას და უკვდავებას ჰპირდებოდნენ ადამიანებს. თანამედროვე ბიო-ტექნოლოგიური პროგრესიც სწორედ ამქვეყნიურ უკვდავებას ებღაუჭება.

   ისტორიული პარალელები წარსულის წარმართულ მსხვერპლშეწირვის რიტუალებთან კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ზოგიერთ ვაქცინებში ემბრიონული უჯრედული ხაზის შექმნის პროცესი, არსებითად, წარმართული მსხვერპლშეწირვის რიტუალის ტოლფასია.

   მოვუხმოთ მაგალითებს:

   „ტიპიური შემთხვევაა ბერძენი წარმართი ფილოსოფოსის აპოლონითს ტიანელის (ახ. წ. 3-97 წწ.) ამბავი. მასზე მოგვითხრობს ბერძენი სოფისტი ლუციუს ფლავიუს ფილოსტრატოსი. ვიგებთ, რომ ეფესოში ეპიდემიის დასრულების მიზნით, ამ წარმართმა თავისი მონები ჩაქოლა და თვალები ამოუწვა.

   აცტეკები, მაიას ტომები, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის სხვა ხალხები ადამიანთა მსხვერპლშეწირვას მნიშვნელოვან რელიგიურ რიტუალად მიიჩნევდნენ. მას „ყვავილის სიკვდილი" ეწოდებოდა. აცტეკები რიტუალის დროს გულს ამოაცლიდნენ ადამიანებს - მიზანი იყო წარმართული ღვთაების მსხვერპლშეწირვით დამშვიდება.

   ადამიანთა მსხვერპლშეწირვა საჭიროდ მიიჩნეოდა სამყაროსა და კაცობრიობის არსებობისთვის, დედამიწის ნაყოფიერებისთვის და ბოროტების თავიდან აცილების მიზნით. ამისთვის საჭირო იყო წარმართული ღვთაება ადამიანთა სისხლით გამოეკვებათ.

   დღესაც რაღაც მსგავსი ხდება ჩვენს თავს. ოღონდ ოსტატურად შენიღბული, ვითომ ჰუმანური, ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის გრიფით. სინამდვილეში, თანამედროვე ღვთაების - „მეცნიერების" საზრდოდ, მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის აბორტით მოკლული ჩვილებისაგან შექმნილი ვაქცინებით კაცობრიობის მკურნალობა-გადარჩენაა დასახული.

   არსებითად, „ვაქცინაციის" პროცესი, რომელიც დღეს ადამიანთა ემბრიონების მსხვერპლშეწირვით ხორციელდება, იმეორებს წარმართული წარსულის სისასტიკესა და ბნელ მიზნებს".1

   ამრიგად, კოვიდიზმი სულიერი თვალსაზრისით, ერთი მხრივ, ევოლუციურ-რევოლუციური პროცესის გაგრძელებაა, მეორე მხრივ, ოკულტურ-წარმართული ტრადიციის აღორძინება. ორივე „ჰარმონიულად" შეითვისა თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკურმა პროცესმა. დღეს ამ კაციჭამიობას მედიცინას, თან „კურთხეულ მედიცინას" უწოდებენ და მისი რიტუალური მსხვერპლშეწირვის ირიბი თანამონაწილე მართლმადიდებელი ქრისტიანებიც კი გახადეს. გაგრძელება იქნება...




1 ციტ. „Вакцины" против SARS-COV-2 в свете учения Единой Святой Соборной и Апостольской Праволавной Церкви Христовой. Сиерей. Стилиан Карпатиу. Apologet.spb.ru.

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება