მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > მიწიერი სიკეთეები
მიწიერი სიკეთეები8-01-2013, 00:03 |
„ამქვეყნიური სიკეთე ვარდს გჰავს, რომელიც სახილველად მშვენიერია და კეთილსურნელოვანი, ღერო კი ეკლიანი აქვს" * * * „მალე იღუპებიან მწერები , როცა ღამის ნათურის ბრწყინვალებით იხიბლებიან: ჩვენც მალე ვიღუპებით, როცა ამაო სიკეთეებით ვიხიბლებით!" * * * „სული, რომელიც მიწიერ სიკეთეებს ემონება, მარადიულ სიკეთეების თანაზიარი ვერ გახდება" * * * „ვინც აწმყოს მეტისმეტ პატივს სცემს, ის ვერასდროს გახდება მომავალი სიკეთეების ხილვის ღირსი" წმიდა იოანე ოქროპირი
* * * „ის, ვისაც მიწიერი ზეციერზე მეტად უყვარს, ზეციერსაც მოაკლდება და მიწიერსაც" ამბა ევაგრე
* * * „ბუნებრივიც რომ იყოს სიკეთის ძიება, უგუნურებაა, ეძიო იგი თავდავიწყებით და დაკარგო საუკეთესო ზეციური" * * * „საცოდავნი, უგუნურნი არაინ, ვინც არარაობას ყოველივეს ამჯობინებენ" * * * „არაფერი აქვს მას, ვინც არ მოიხვეჭა ცხონება, თუნდაც მას მთელი სამყარო ეკუთვნოდეს" * * * „თავი დაანებე ამაოების ძიებას, ვიდრე ის თავს არ დაგანებებს" * * * „თავი დაანებე იმის ძიებას, რასაც პოვნისთანავე დატოვებ" * * * „თავს ნუ ჩათვლი იმის მფლობელად, რის წაღებასაც, სიკვდილის შემდეგ, ვერაფრით მოახერხებ" * * * „შიშველი გამოხვედი დედის მუცლიდან, შიშველივე წახვალ, არაფერი მოგიტანია ამქვეყნად და ვერც ვერაფერს წაიღებ თან" * * * „ადამიანი შიშველი შემოდის მიწიერ ცხოვრებაში, იქიდან გასვლისას კი სხეულსაც აქ ტოვებს" * * * „სამარშინიან ადგილზე ეტევიან ისინიც კი, ვისაც არ ყოფნიდა მთელი ქვეყანა" წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * „კაცი არაა სოფლისათვის, თუმცა სოფელი კაცისათვისაა შექმნილი" * * * „ვიდრე სული სხეულს გაყრია, მანამდე განვარიდოთ იგი სოფელს" * * * „როცა სხეულს გაეყრები, მაშინ ინანებ, რომ ამდენს ზრუნავდი იმაზე, რასაც შენთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს" ამბა ისაია უკან დაბრუნება |