მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > კოვიდიზმი პოლიტიკაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
კოვიდიზმი პოლიტიკაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე12-01-2022, 21:51 |
კოვიდიზმზე, როგორც იდეოლოგიურ-პოლიტიკურ-რელიგიურ ცნებაზე საუბარი განაპირობა ცნობილი გლობალისტ-მონდიალისტების (ჰ. კესინჯერის, ჟ. ატალის, კ. შვაბისა და სხვათა) გამონათქვამმა: „მსოფლიო კოვიდ-პანდემიის შემდეგ აღარასოდეს გახდება ისეთი, როგორიც იყო". მსგავსი განცხადებები ოფიციალურ დონეზე ბოლო ორი წელია გვესმის მსოფლიო ელიტის წარმომადგენელთა მხრიდან. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კლაუს შვაბის წიგნმა „Covid-19 The Great Reset” "Covid-19 დიდი გადატვირთვა". ეჭვი, რომ „კოვიდ-პანდემია" არის არა მხოლოდ სამედიცინო მოვლენა, არამედ გეგმაზომიერი მოქმედება მავანის მხრიდან, კიდევ ერთხელ დასტურდება წიგნის შინაარსის გაცნობის შემდეგ. კ. შვაბი მსოფლიო ელიტის გამოჩენილი წარმომადგენელია. მან ადრეც გამოსცა მსგავსი შინაარსის ნაშრომი „Четвертая промышленная револуция", სადაც მსოფლიოს ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საწყისებზე გადასვლაა განხილული. მომდევნო ნაშრომი, Covid-19 დიდი გადატვირთვა, რომელიც „პანდემიის" დაწყებიდან სამ თვეში გამოიცა, ავტორი ღიად აცხადებს, როგორი იქნება მსოფლიო „პანდემიის" შემდეგ. ნიშანდობლივია თავად წიგნის სათაური „The Great Reset”. თავისუფალი თარგმანით „Reset” შეიძლება ითარგმნოს, როგორც „გადატრიალება" ან „რევოლუცია". წიგნის რადიკალურ, რევოლუციურ ხასიათზე მეტყველებს დამატებით გამოყენებული სიტყვა „Great” („დიდი"). ამ შემთხვევაში ავტორი მოერიდა სიტყვა „რევოლუციის" გამოყენებას, თუმცა წიგნის შინაარსი სწორედ რომ ძველი სისტემის ნგრევასა და ახლის აგებაზე გვესაუბრება. მოვიყვანთ რამდენიმე ამონარიდს აღნიშნული ნაშრომიდან, საიდანაც შესაბამისი დასკვნების გაკეთება შეიძლება. კ. შვაბი წერს: „მრავალი მეკითხება, ბოლოს და ბოლოს, როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. მოკლედ რომ გითხრათ, - არასდროს! ცხოვრება არასდროს დაუბრუნდება „დამსხვრეული" ნორმალურობის განცდას, რომელიც არსებობდა კრიზისამდე. ისეთი მსოფლიო, როგორიც არსებობდა 2020 წლის პირველ თვეებში, აღარ არსებობს - ის დაიშალა პანდემიის ფონზე. ჩვენი ისტორია ორ ნაწილად გაიყო: კორონავირუსამდე და მის შემდეგ".1 „თუკი დემოკრატია და გლობალიზაცია გაფართოვდება, მაშინ ნაციონალური სახელმწიფოების ადგილი აღარ დარჩება".2 „იმისათვის, რომ დავასრულოთ პანდემია, აუცილებელია შეიქმნას მსოფლიო ციფრული კონტროლის ქსელი".3 1. კ. შვაბი არ მალავს, როგორი უნდა იყოს ახალი ეპოქის ადამიანი. ის თურმე რადიკალურად უნდა განსხვავდებოდეს კოვიდიზმამდელი ადამიანისაგან. ყალიბდება „ახალი ნორმალურობა", რადიკალურად განსხვავებული იმისაგან, რასაც დაგვატოვებინებენ წარსულში. მრავალი ჩვენი შეხედულება, ცხოვრების წესი, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მსოფლიო, აღარ იარსებებსო. 2. არსებულ კრიზისს ავტორი განიხილავს სამი კომპონენტის (დემოკრატია, გლობალიზაცია, ნაციონალური სახელმწიფო) ჭრილში. სამივეს შეთანხმებული, შეთავსებული თანაარსებობა ახალ მოცემულობაში მას შეუძლებლად მიაჩნია. ის მწუხარებით აღნიშნავს, რომ მესამე ინსტიტუცია - ნაციონალური სახელმწიფო ზედმეტი აღმოჩნდება. თუმცა, დემოკრატიის საჭიროებასაც დიდად ვერ ხედავს. მან - დემოკრატიამ, ადამიანის უფლებების დაცვამ და ა.შ. თურმე უკვე შეასრულა თავისი მოვალეობა, ამიტომ მომავალი მსოფლიო, ელიტის დიქტატურის გაძლიერებისკენ უნდა იყოს მიმართული. თუ როგორი „დემოკრატია" ისახება სამომავლოდ, კოვიდიზმის გარდამავალ ეპოქაში განხორციელებული არნახული დიქტატურის ხილვის შემდეგ იოლი წარმოსადგენია. 3. ბევრს საუბრობს კ. შვაბი ეკოლოგიის მნიშვნელობაზე (მწვანე ენერგეტიკაზე, მწვანე ეკონომიკაზე, ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებასა და თანასწორობაზე). ამ სიტყვებით შეფუთული აზრის მიღმა იმალება უმკაცრესი „ხელი" „ურჩების" პროტესტის ჩახშობის მიზნით. უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია „ურჩობა" თანამედროვე მსოფლიოში. ქრისტიანული მსოფლმხედველობის თანახმად ეს არაამსოფლიურობაა, რაც ავტომატურად ნიშნავს დინების (ამა სოფლის) საპირისპიროდ სვლას. ზემოთქმული მოკლედ რომ შევაჯამოთ, კ. შვაბის (მის ზურგს უკან მდგარი მსოფლიო ელიტის) გეგმა ასე ჟღერს: „პანდემია" არის გარდამავალი პროცესი, კაცობრიობის შემზადების ოპერაცია, რაღაც „ახალი" არსებულის სრულიად საპირისპირო პროცესის დასაწყისი, რომელზეც უკვე ღიად საუბრობენ გლობალისტები. „პანდემიასთან ბრძოლის" ნამდვილი არსი ერთ წინადადებაში გაჟღერდა: მსოფლიო აღარ იქნება ძველებური. როგორც ჩანს, ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ძლიერ შემოტევას სახელმწიფოების სუვერენული უფლებების წინააღმდეგ და ტრანსნაციონალური კორპორაციების როლის გაძლიერებას. მათი აზრით, სახელმწიფოებრიობა ანოქრიზმია, ფულიც კი ანოქრიზმი ხდება. ხოლო კაცობრიობის მომავალი, ციფრული მმართველობის ტოტალური სამყაროა, სადაც ადგილი არა აქვს არც ნაციონალურ, არც რელიგიურ, არც რაიმე სხვა ფასეულობას. რეალურად სახეზეა ღია შეთქმულება კაცობრიობის წინააღმდეგ. გაგრძელება იქნება...
1 Klaus Schwab. Thierry Malleret. Covid-19 The Great Reset. (http.//reparti.free.fr./schwab 2020.pdf). "Covid-19 Великая Перезагрузка". К. Шваб. 2 იქვე. 3 იქვე.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |