მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > კოსმოპოლიტიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

კოსმოპოლიტიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


8-01-2022, 20:24

კოსმოპოლიტიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   კოსმოპოლიტიზმი მსოფლიო, მოქალაქეობის პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომელიც კაცობრიობის მითოლოგიური გაერთიანების ინტერესებს ცალკეული ერის ინტერესებზე მაღლა აყენებს. კოსმოპოლიტიზმში იგი სახელწმიფოებსა და ადამიანებს განიხილავს, ვით თავისუფალ ინდივიდებს დედამიწის ფარგლებში.

   კოსმოპოლიტიზმის მიზანია ყოველი ტრადიციული, ეროვნული, კულტურული, რელიგიური იდეის გაბათილება, მისთვის შინაარსის ამოცლა. შედეგად, უნდა ჩამოყალიბდეს უფესვო, ახალი ტიპის ადამიანი, რომლისთვისაც ყოველგვარი პატრიოტული, რელიგიური, სახელმწიფოებრივი განცდა სულერთია, უფასურია.

   კოსმოპოლიტიზმის იდეები ძველი საბერძნეთიდან იღებს სათავეს. პირველმა დიოგენემ გამოაცხადა თავი „კოსმოპოლიტად".

   მას შემდეგ კოსმოპოლიტიზმი სტიქიურად თუ მიზანმიმართულად სხვადასხვა ეპოქებში ყალიბდებოდა. შუა საუკუნეებში მას კათოლიციზმი ნერგავდა.

   განმაახლებლობის ეპოქაში კოსმოპოლიტიზმის მეშვეობით ინერგება ინდივიდუალურად თავისუფალი ადამიანის იდეა და ეს ფართომასშტაბიანი მოძრაობის სახეს იძენს.

   სახელმწიფოთა შორის კონფლიქტების თავიდან აცილების გზად ევროპის ერთიანი რესპუბლიკის შექმნა მოიაზრებოდა, რომელშიც ცალკეული ქვეყნები პროვინციები უნდა გამხდარიყო. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი კანტმა შეასრულა. მისი აზრით, კოსმოპოლიტიზმი ისტორიის დამაგვირგვინებელი იდეოლოგია, ხოლო „ვიწრო ნაციონალური შეხედულებებისაგან განთავისუფლება" ადამიანთა ბუნებრივი მდგომარეობა იქნებოდა.

   XX ს-ის დასაწყისში კოსმოპოლიტური სამყაროს შექმნა რევოლუციური იდეა გახდა. ლენინი მას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა.

   1921 წ. ე. ლანტის მიერ შეიქმნა „ასოციაცია ნაციონალურობის მიღმა მსოფლიო", რომლის მიზანი იყო ყოველივე ეროვნულის, სუვერენულის, ტრადიციულის განადგურება. 

   1931 წ. ჩამოყალიბდა ამ ასოციაციის ძირითადი დოქტრინა - „ნაციონალიზმის მიღმა მანიფესტი" (Вненациональная асоциация).

   ამ ვერაგულ გეგმას XXI საუკუნეში გლობალისტ-მონდიალისტებმა კიდევ უფრო დიდი დატვირთვა მიანიჭეს. აღნიშნული პოლიტიკურ-იდეოლოგიური ინსტრუმენტით ისინი ცდილობენ საფუძველშივე მოსპონ ღვთივდადგენილი წესრიგი, ნაირფეროვნება, განსხვავებულობა, რომელიც დამახასიათებელია ცალკეული ერის, კულტურისა თუ ტრადიციისთვის.

   ყოველივე ეს ოსტატურად იმალება მოჩვენებითი პროგრესით. სინამდვილეში, მათ ადამიანი სურთ აცხოვრონ სიცარიელეში, არასულიერ გარემოში, საიდანაც გამოსავალი არსად ჩანს.

   კულტურულ-ეროვნულ-ტრადიციულ ფასეულობებს გამოცდილი საზოგადოება ერთობლივად უნდა შეუდგეს ერთიანი „ფასეულობის" ჩამოყალიბებას.

   აქ ასპარეზზე კიდევ ერთი პოლიტიკურ-რელიგიური იდეოლოგია გამოდის, სახელწოდებით ეკოლოგიზმი. გაგრძელება იქნება...

 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება