მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, ნიჰილიზმი, მარქსიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ნგრევის ნიჰილიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ნგრევის ნიჰილიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


28-12-2021, 16:09

 

   ნიჰილიზმის უპირველესი და ძირითადი პროგრამა ძველი წესრიგის ნგრევაა. ძველი წესრიგი ის ნიადაგია, რომელიც ქრისტიანული ჭეშმარიტებით იკვებება. ამ ჭეშმარიტებაზე იყო დაფუძნებული სახელმწიფოს წეს-ჩვეულებანი და დადგენილებანი.

   გასულ საუკუნეში ძალადობის სულისკვეთება სრულად გამოავლინა ბოლშევიზმმა და ნაციონალურმა სოციალიზმმა, რომელსაც საფუძვლები მარქსიზმმა ჩაუყარა.

   მარქსიზმი. მარქსის იდეოლოგიას დარვინის სამმა თეზამ შეასხა ფრთები: ევოლუცია, ბრძოლა არსებობისთვის, გაიმარჯვოს უძლიერესმა. ამის საფუძველზე მარქსი კლასობრივი მტრების განადგურებასა და შემდგომ ხალხის ბედნიერ ცხოვრებას ქადაგებდა. მარქსმა, როგორც პრაქტიკოსმა სემიტმა, კლასობრივი მტრების (ძველი წესრიგის, მონარქიის) საწინააღმდეგოდ ორგანიზებული ჯარი შექმნა. სწორედ მას უნდა ებრძოლა სხვა დანარჩენ საზოგადოებრივ ძალებთან. აშკარაა არა პიროვნული, არამედ მასშტაბური ბრძოლა ერთი ფენისა მეორესთან, ერთი ორგანიზაციისა საპირისპიროსთან. და რისთვის? პატივისა და დიდებისთვის. თავისი თავის გაღმერთებისთვის, კომუნიზმის, ანუ აქ დედამიწაზე „სამოთხის" დამკვიდრებისთვის.

   ქრისტიანული სახელწმიფოების ნგრევა და „ახალი ადამიანის" ჩამოყალიბება მარტოოდენ მარქსიზმის მეშვეობით როდი ხორციელდებოდა. მან ესტაფეტა ლენინიზმს გადაულოცა.

   რევოლუციონერებს სურდათ საფუძვლიანად გადაეწყოთ სამყარო. მაგრამ ვიდრე ააშენებ ახალს, საჭიროა ძველის ნგრევა.

   ლენინიზმი ამის საუკეთესო ნიმუში გახლავთ. ლენინის პიროვნებაში არა მხოლოდ რევოლუციონერი, არამედ გამორჩეული რადიკალი უნდა დავინახოთ, რომელიც მეტაფიზიკურად განიხილავდა პრობლემას. ლენინს არ ადარდებდა პროლეტარიატის „კარგი ცხოვრება". მას ეწოდა რევოლუცია, სისხლისღვრა, რათა ასე გადაეჭრა მეტაფიზიკური (სულიერ-მატერიალური) პრობლემა.

   ლენინიზმის ლოზუნგები „მშვიდობა მსოფლიოს", „მიწა კოლექტივს", „ქარხნები მუშებს", ფარული შინაარსის იყო. ეს ლოზუნგები ძველი წესრიგის ნგრევას და ახალი სამყაროს აშენებას გულისხმობდა. ეს იყო ჯანყი არა მხოლოდ ყოფილი კლასის, მონარქიის, არამედ ღმერთის წინააღმდეგ.

   ლენინი დარწმუნებული იყო, რომ მატერია გონიერია, თითქოს გონება განფენილია, თავისებურად შეწყმული მატერიაში, რომელიც ფუნდამენტური კანონზომიერი არსებაა. სწორედ გონებრივი მონაცემების გამო მატერია „ევოლუციური" გზით ვითარდება. სოციალური ფაქტორების მეშვეობით კი გონება გარდაიქმნება ძლიერ ძალად და მართავს იმ კანონს, რომლითაც მოძრაობს მატერია.

   ლენინი მასებს მატერიის ანალოგად მიიჩნევდა. მის მიერ შექმნილი კოლექტივი, კოლექტიური გონება იყო ის დემიურგი, რომელსაც აბსოლუტურად ახალი, სახეცვლილი სამყარო და ისტორია უნდა ჩამოეყალიბებინა.1

   ცნობილია, რომ ეპოქალური „შფოთით", „რევოლუციებით", მღელვარებებით ძალიან ოსტატურად სარგებლობდნენ ფაშისტური და ნაციონალურ-სოციალისტური რეჟიმები და მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდნენ.

   ფაშიზმი - ჰიტლერის იდეოლოგიის ნაყოფია. მასში შემზარავი ნიჰილიზმი, შეიძლება ითქვას, ტიპიურ რეალიზმს ეფუძნება. ანუ ფაშიზმი იზიარებდა „მეცნიერების", „პროგრესისა" და „განათლების" საყოველთაო რწმენას და პრაქტიკული მატერიალიზმის მიმდევარი იყო.

   „ახალი ტიპის ადამიანის" შექმნის სურვილმა გააშმაგა და დააავადა ადოლფ ჰიტლერი. თავის ნაშრომში „მაინ კამფ" იგი დაეყრდნო ევოლუციის თეორიას და „არასრულფასოვანი" საზოგადოების, ანუ ტრადიციული მორალის ადამიანთა მოსპობა და „გენიოსთა რასის" შექმნა დაისახა სანუკვარ მიზნად. სწორედ ამისთვის „დასჭირდა" ფაშისტების ლიდერს, ერთი მხრივ, აბორტების ლეგალიზაცია და სტერილიზაციის იძულება, მეორე მხრივ, საკონცენტრაციო ბანაკებში არასასურველი ეროვნების ადამიანთა განადგურება, მათზე ექსპერიმენტების ჩატარება, შედეგად, „ზეადამიანის", „ზერასის" ჩამოყალიბება.

   ცნობილია, ჰიტლერის მიერ დაასრებული „ევგენური" საზოგადოება. „ევგენიკა" - ადამიანის ჯიშის გაუმჯობესებისა და „უჯიშოების" წუნდების მეცნიერება, აქტიურად გამოიყენებოდა ფაშისტური გერმანიის მიერ. მათი ერთ-ერთი ლოზუნგი იყო: „ევგენური სტერილიზაცია - საარსებო აუცილებლობა".

   ფაშიზმის კრახის შემდეგ ევგენიკაც მიიმალა, თუმც იმავდროულად აგრძელებდა მსოფლიო პროცესებზე ზემოქმედებას. დღეს ის კვლავ გამოჩნდა ავანსცენაზე, მაგრამ არასასურველი ასოცირებისაგან თავის არიდების მიზნით მას „გენური ინჟინერია" უწოდეს.

   ნგრევის ნიჰილიზმით ეშმაკის სანუკვარი გეგმა, - გაანადგუროს ადამიანში ღვთის კვალი და შეიქმნას „ახალი ტიპის ადამიანი" - რევოლუციური ოცნება ახალ ფაზაში გადადის, ის თავის საბოლოო მიზანს უახლოვდება.

   ამრიგად, ნიჰილიზმის ძირითადი ამოცანა გახლავთ კონცეფცია „ახალი ტიპის ადამიანის", „ახალი ეპოქის" შესახებ. იდეოლოგიის თანახმად, პიროვნება არა მხოლოდ „ახალ ადამიანად", არამედ „ღმერთად" უნდა გარდაიქმნეს. „ყველა ღმერთი მკვდარია, - ამბობს ნიცშე, - ახლა ჩვენ ზეადამიანი გვინდა". გაგრძელება იქნება...





1 გამოყენებულია. В. Соколов. Свящ. Мистика или духовность. М. 2014. Стр. 135.

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება